საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2013 ბოლო ცვლილება 12.03.2026
ნომერი
№990
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016241
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (92)

შემდგომი ცვლილებები (56)

წინა ცვლილებები (36)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება
№990

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის   პირველი პუნქტის, მე-60  მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“     საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და   საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და  ატრიბუტიკა თანდართული დანართების  (დანართი №1–13)  შესაბამისად.
მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №668 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის  შესახებ“;

ბ)   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 თებერვლის №227 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;

დ)  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №251 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 ივლისის №855 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტთა, ექსპერტ-კრიმინალისტთა და კრიმინალისტთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის №1517 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ“;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №39 ბრძანება  ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის  მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №605 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 მარტის №337 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;

კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №373 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური  ჟეტონის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის  №893 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის №108 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;

ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის  24 ივლისის №570  ბრძანება  ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ზოგიერთ მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ .

მუხლი 3🔗

ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე