საქართველოს კონსტიტუცია · რედაქცია 29.06.2020

საქართველოს კონსტიტუცია სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 19 875 მითითება 103 მუხლზე , ასევე 255 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 73 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 31. საპროცესო უფლებები — 3664 გადაწყვეტილება, 37 საგადასახადო დავა

    …მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად. 9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ…
    საქმე №ას-960-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
  2. მუხლი 42. პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები — 2718 გადაწყვეტილება, 7 საგადასახადო დავა

    …ხელმოწერით, შედგა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც იმავე დღეს გადაეცა მ. ხ-ს და განემარტა კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისას მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მ. ხ-ის ცნობილი იყო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულების მე-2 მუხლის თანახმად დადგენილი საქართველოს…
    საქმე №2კ-801აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
  3. მუხლი 40. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები — 2567 გადაწყვეტილება

    …მე-3 ნაწილის თანახმად,,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“ 5.6. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის…
    საქმე №2კ-1320აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2025
  4. მუხლი 21. შეკრების თავისუფლება — 2182 გადაწყვეტილება, 16 საგადასახადო დავა

    …ნაკვეთის ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში გადაცემა არ ქმნის სუბიექტის იმდენად მყარ სამართლებრივ კავშირს ქონებასთან, რომ აღნიშნული გარემოება შეფასდეს როგორც უკვე შეძენილი საკუთრება, რომელსაც მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული „საკუთრება“ და რომლის დაცვასაც ემსახურება აღნიშნული კონსტიტუციური დებულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს…
    საქმე №ბს-545(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  5. მუხლი 19. საკუთრების უფლება — 1144 გადაწყვეტილება, 24 საგადასახადო დავა

    …და აუცილებელ ზომას წარმოადგენდა (იხ., სუსგ Nას- 1375-2021, 16.06.2022წ.). 31. წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავის ერთ მხარეზე არსებობს მოსარჩელეთა საკუთრების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი ( საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლისა და ევრო კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის, სსკ-ის 170-172-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლით), ხოლო ამ უფლების…
    საქმე №ას-1515-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2026
  6. მუხლი 30. ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები — 949 გადაწყვეტილება, 4 საგადასახადო დავა

    …პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობისუნარიან პირად განხილვას“ (შდრ. სუსგ №ას-1976-2018, 2020 წლის 30 აპრილი). 19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს შრომის კოდექსზე, რომელიც განამტკიცებს ქალის შრომითი უფლებების განხორციელებისა და დაცვის სამართლებრივ…
    საქმე №ას-13-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2025
  7. მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები — 527 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ვ. ს-ისათვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება…
    საქმე №ბს-590(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
  8. მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები — 471 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) და 2011 წლის 22 დეკემბრის N1/1/477 გადაწყვეტილებაზე ( „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13) სადაც მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს იმგვარი რწმენის დაცვას, რომელიც დამაჯერებლობის, სერიოზულობის, თანმიმდევრულობისა და მნიშვნელობის გარკვეულ დონეს აღწევს.…
    საქმე №ბს-363(4კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2024
  9. მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები — 443 გადაწყვეტილება, 24 საგადასახადო დავა

    …საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან…
    საქმე №ბს-433(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2025
  10. მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება — 433 გადაწყვეტილება, 5 საგადასახადო დავა

    …სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წ; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4). 57. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს…
    საქმე №ას-218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2025
  11. მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები — 423 გადაწყვეტილება, 5 საგადასახადო დავა

    …თავიანთ მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. 13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირი აზრის გამოხატვისა და გავრცელების დროს დაცულია სპეციალური კანონით; საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ამავე გარანტიას ადგენს; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის კონვენციის მე-10 მუხლით ყველას აქვს გამოხატვის…
    საქმე №ას-1086-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
  12. მუხლი 62. სამართალწარმოება — 364 გადაწყვეტილება, 7 საგადასახადო დავა

    …საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოსარკვევია ადგილი აქვს თუ არა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი გზით სარგებლობაში ხელშეშლას. 13. სადავო საკითხის გამორკვევის მიზნით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის ძალით სასამართლოს აქტები სავალდებულოა შესასრულებლად, მათი შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა კანონით ისჯება. სასამართლოს…
    საქმე №ას-1353-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
  13. მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება — 256 გადაწყვეტილება, 6 საგადასახადო დავა

    …26.01.2024; №ას-351-2024 26 ივნისი, 2024 წელი). 50. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „სამართალი აწესრიგებს საზოგადოებრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, რომელიც მიემართება პირთა განუსაზღვრელ წრეს. ამიტომაც, კონსტიტუციის მე-14 მუხლზე მსჯელობისას, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ…
    საქმე №ას-1012-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
  14. მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო — 242 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …დაცვა და მასზე ზრუნვა, შედის არამხოლოდ ცალკეული პირის, არამედ მთლიანად საზოგადოების ინტერესებში (erga omnes), რომლის გამოც თითოეული პირი სპეციალურად არის აღჭურვილი კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვისა და მისი დაცვის უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და…
    საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  15. მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები — 227 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს სახელდობრ: 11.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ,,პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე - კონსტიტუციის მე-12 მუხლს, რომელიც…
    საქმე №ას-44-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2025
  16. მუხლი 6. ეკონომიკური თავისუფლება — 207 გადაწყვეტილება, 3 საგადასახადო დავა

    …და დასაქმებულის გათავისუფლებას შორის (საქმე №ას-280-2020, 2021 წლის 5 მარტის განჩინება). 35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის კონსტიტუციური უფლება, ამასთან, მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 დანაწესი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმოებისა და კონკურენციის განვითარებაზე.…
    საქმე №ას-480-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
  17. მუხლი 36. პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება — 204 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …ქმედება შეფასდა საფრთხის შემცველად. შესაბამისად, არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი მოსაზრება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რათა განეხორციელებინა თავისი უფლებების ეფექტიანი დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის 36.2 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მშობლები ფლობენ მუდმივი ბინადრობის…
    საქმე №ბს-411(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2024
  18. მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება — 199 გადაწყვეტილება

    …ზემოქმედებას ახდენს მოსარჩელეების მიერ საკუთარი საცხოვრებელი ბინებით, მათ შორის, აივნებით სარგებლობაზე. 24. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით [ საქართველოს კონსტიტუციის 29.1 მუხლი ]. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა [ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70.1…
    საქმე №ას-148-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
  19. მუხლი 27. განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება — 164 გადაწყვეტილება

    …7. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო კურსის გასავლელად მოსარჩელეთა დაშვების წინაპირობების არსებობა. 8. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა…
    საქმე №ბს-924(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2025
  20. მუხლი 11. თანასწორობის უფლება — 151 გადაწყვეტილება, 8 საგადასახადო დავა

    …შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. 36. საკასაციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე. რაც შეეხება ნორმაში ჩამოთვლილ განმასხვავებელ ნიშნებს, ისინი…
    საქმე №ას-549-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2025
  21. მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო — 135 გადაწყვეტილება

    …და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტით (22-ე და მე-9 მუხლები), ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-5 და 41-ე მუხლებით, რადგან დასახელებული ნორმები არ არეგულირებენ დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრეროგატივაა. ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის…
    საქმე №ას-1132-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
  22. მუხლი 35. საქართველოს სახალხო დამცველი — 135 გადაწყვეტილება

    …კომპეტენციას. სასამართლო გადაწყვეტილებით ცენტრს დაევალა განცხადების განხილვა და სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები. სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა…
    საქმე №ბს-485(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2019
  23. მუხლი 44. პარლამენტის სესია და სხდომა — 122 გადაწყვეტილება

    …აქტის გამოცემა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლებაზე, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ვალდებულებაზე, ადამიანის…
    საქმე №ბს-1489(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2020
  24. მუხლი 20. შემოქმედების თავისუფლება, კულტურული მემკვიდრეობა — 117 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …და მომსახურების ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 44-ე კლასის მომსახურებისათვის, კერძოდ, სამედიცინო მომსახურებისათვის. მოპასუხე ორგანიზაცია სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს როგორც ინტერნეტით, ისე სხვადასხვა საშუალებით. 12. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია. 13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ის…
    საქმე №ას-251-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
  25. მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება — 106 გადაწყვეტილება, 3 საგადასახადო დავა

    …ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპების დაცვას, რადგან საქმის მასალებიდან არ იკვეთება გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენებისა და ასევე ხარჯების გაწევას. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, ადამიანის დაკავება დასაშვები კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ, დაკავებული პირს უნდა…
    საქმე №ბს-516(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2025
  26. მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება — 90 გადაწყვეტილება

    …ვერ მოდის თანხვედრაში, არამედ ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ფორმალური შესაბამისობის, პროცედურული მოთხოვნების დაცვის მიუხედავად, ადმინისტრაციული აქტი წარმოშობს ზემოთდასახელებულ საჯარო-სამართლებრივ პრინციპებთან შეუსაბამო შედეგებს. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. მითითებული ნორმა მოიცავს სახელმწიფო…
    საქმე №ბს-1118(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2025
  27. მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობა — 88 გადაწყვეტილება

    …დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები. 8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად,…
    საქმე №2კ-121-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2025
  28. მუხლი 22. გაერთიანების თავისუფლება — 85 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …მეგობრებს ეტლის გადმოღებაში და უხეში მოძრაობით დახურეს საბარგულის კარები. მოსარჩელის მითითებით, პატრულ ინსპექტორებმა უსაფუძვლოდ არ მისცეს მას გადაადგილების საშუალება, რის გამოც მოახდინეს უფლების დაცულ სფეროში ჩარევა და დაარღვიეს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გარანტირებული თავისუფალი მიმოსვლის უფლება. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელით დ. ხ-ა უკანონოდ მიიჩნევს პატრულ ინსპექტორების ქმედებას, რის მოტივადაც…
    საქმე №ბს-448(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
  29. მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა — 80 გადაწყვეტილება, 6 საგადასახადო დავა

    …სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, §§II-11, II-29.). აღნიშნულ საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირის ერთადგილიან საკანში მოთავსების მარეგულირებელი სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში არსებული ნორმატიული შინაარსის ნაწილში, კერძოდ იმ ნაწილში „რომელიც…
    საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
  30. მუხლი 41. პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები — 65 გადაწყვეტილება

    …არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტისაგან განსხვავებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცვის სუბიექტი არის პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც…
    საქმე №ბს-189(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
  31. მუხლი 24. საარჩევნო უფლება — 63 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …რეპუტაცია. შესაბამისად, მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის დასაცავად. მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოსაყენებელი საკანონმდებლო ნორმები 28. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და…
    საქმე №ას-836-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
  32. მუხლი 3. დემოკრატია — 52 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …საჯარო ინფორმაცია და გაეგზავნა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 13 იანვრის №07 დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. წერილში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ წარმოებას…
    საქმე №ბს-39(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
  33. მუხლი 37. პარლამენტის არჩევნები — 47 გადაწყვეტილება

    …ვარ?“ თ. ბ–მა უპასუხა -,,ეგ იმათ მოკითხე ვინც გაგიჩალიჩა“. ამოღებულ ფულად თანხასთან დაკავშირებით კი სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოწმე ნ. ნ–ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ეს თანხა იყო ავტომანქანის გაყიდვით მიღებული. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ…
    საქმე №2კ-1310აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2023
  34. მუხლი 10. სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები — 45 გადაწყვეტილება

    …სამართლიანი და კანონიერი, ხოლო სააპელაციო პალატამ დაადგინა უკანონო განაჩენი, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა. 10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია…
    საქმე №2კ-532აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2025
  35. მუხლი 63. მოსამართლე — 42 გადაწყვეტილება

    …და მიუკერძოებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედი და მართლმსაჯულების ფუნქციონირების უმთავრესი პრინციპია, ხოლო მის წარმოებაში არსებულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა მოსამართლის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ იგი ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს და რაიმე…
    საქმე №ას-1175-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
  36. მუხლი 2. სახელმწიფო სიმბოლოები — 37 გადაწყვეტილება, 3 საგადასახადო დავა

    …საკასაციო სასამართლო ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას მოიხმობს - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური.…
    საქმე №ას-1046-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
  37. მუხლი 45. კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი — 34 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ…
    საქმე №ბს-35-34(3კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2018
  38. მუხლი 70. თავდაცვის ძალები — 33 გადაწყვეტილება

    …საკითხი: «გსურთ თუ არა, რომ ბატონ ე. შ-ეს გაუგრძელდეს საქართველოს პრეზიდენტობის უფლებამოსილების ვადა სიცოცხლის ბოლომდე?» ეწინააღმდეგება «რეფერენდუმის შესახებ» ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული…
    საქმე №3გ-ად-3-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2003
  39. მუხლი 28. ჯანმრთელობის დაცვის უფლება — 26 გადაწყვეტილება

    …დამტკიცებული წესის მე-92 პუნქტის სამართლებრივ შინაარსის განმარტებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზე. კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ…
    საქმე №ბს-930(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
  40. მუხლი 23. პოლიტიკური პარტიების თავისუფლება — 25 გადაწყვეტილება

    …ამასთან, მოსამართლეს (სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას) საკმარისი კვალიფიკაცია, პროფესიული ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს იმის გადასაწყვეტად, თუ რა შემთხვევაშია საჭირო ექსპერტი-სპეციალისტის ცოდნის გამოყენება. 26. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს…
    საქმე №ას-57-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
  41. მუხლი 49. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი — 21 გადაწყვეტილება

    …მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის…
    საქმე №ბს-516(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2025
  42. მუხლი 39. საქართველოს პარლამენტის წევრი — 19 გადაწყვეტილება

    …შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 39.5 მუხლის, ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 19.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის…
  43. მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები — 15 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …საქმეთა პალატის 29.06.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ი. თ-ი არაეთიკური ქმედების ჩადენის გზით ზიანს აყენებდა ადმინისტრაციის რეპუტაციასა და საჯარო ინტერესს. საქართველოს კონსტიტუციის 34.2 მუხლის თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. კასატორის მოსაზრებით სიტყვისა და…
    საქმე №ბს-65(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
  44. მუხლი 73. ეროვნული თავდაცვის საბჭო — 14 გადაწყვეტილება

    …მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი. ა. ფ-ეს საასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის 1 დღე - 2011 წლის 31 მარტი. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის №02/10/01 განკარგულების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277…
    საქმე №ბს-58(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2023
  45. მუხლი 8. სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა — 13 გადაწყვეტილება

    …გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება იმ შედეგების შესახებ, რაც მოყვებოდა მისი მხრიდან კონკრეტული საპროცესო მოქმედებების შეუსრულებლობას, ვერ იქნება გაზიარებული. დასმულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის…
    საქმე №ას-312-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
  46. მუხლი 59. სასამართლო ხელისუფლება — 12 გადაწყვეტილება

    …II-27). 5.7. ამასთან, „ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებად დასახელებულია, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს, რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს…
    საქმე №2კ-441აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
  47. მუხლი 52. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები — 11 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებამოსილებად ასახელებს ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის…
    საქმე №ბს-649(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
  48. მუხლი 38. პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა — 10 გადაწყვეტილება

    …სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2024წ. განჩინება კერძო საჩივრით 25.11.2024წ. გასაჩივრდა ა(ა)იპ „ს...ის“ მიერ, რომელიც საკასაციო პალატას გადმოეცა 26.11.2024წ.. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს…
  49. მუხლი 67. გადასახადები და მოსაკრებლები, ეკონომიკური პოლიტიკა — 10 გადაწყვეტილება, 31 საგადასახადო დავა

    …უსაფუძვლო გამდიდრების წესებით უნდა მოხდეს ქონებრივი სარგებლის დაბრუნება იმ პირისთვის, ვისაც ეს სიკეთე ეკუთვნოდა, მაგრამ სხვა პირის ხელში აღმოჩნდა სხვადასხვა მიზეზით. 8. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 67.1 მუხლი (დღეს მოქმედი რედაქცია) სავალდებულოდ აცხადებს გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდას კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით და…
    საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
  50. მუხლი 75. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები — 10 გადაწყვეტილება

    …მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისგან. საბიუჯეტო კოდექსის 65.2 მუხლი) და სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია ( საქართველოს კონსტიტუციის 75.1 მუხლი), თუმცა მუნიციპალური ბიუჯეტი ახდენს ადგილობრივ დონეზე სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელების ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც სახელმწიფოსა…
    საქმე №ას-685-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2025
  51. მუხლი 1. სახელმწიფო სუვერენიტეტი — 8 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …არის სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი, თუმცა პირადობის ნეიტრალური მოწმობის გამო, ვერ იღებს სახელმწიფოსგან შესაბამის სოციალურ პაკეტს. საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა მიუთითეს საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლზე, რომლის მიხედვითაც საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის…
    საქმე №ბს-695(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2024
  52. მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები — 6 გადაწყვეტილება

    …რომელმაც გამოსცა ეს აქტი. განსახილველ შემთხვევაში, მის მიერ დადასტურდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვის გაცემის საფუძველი, შესაბამისად, უარის თქმის საფუძვლების კანონიერება მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი…
    საქმე №ბს-781(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
  53. მუხლი 74. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები — 6 გადაწყვეტილება

    …საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 26.10.2004წ. N515 დადგენილებით) მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 75-ე მუხლის მე-2 პუნქტზე,,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის…
    საქმე №ბს-977(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
  54. მუხლი 60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო — 5 გადაწყვეტილება, 17 საგადასახადო დავა

    …საქართველოს მთავრობას დაევალა. იგივე ითქმის კონსტიტუციით დადგენილ კონსტიტუციურ მართლწესრიგზე, რომელიც სხვადასხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან ერთად არეგულირებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი ძალის საკითხს ( კონსტიტუციის მე-60 მუხლი) და აღნიშნული წესრიგის საწინააღმდეგოდ, რომელიმე ნორმაზე მოთხოვნის დაფუძნება, საფუძველშივე უშედეგოა, რადგან ასეთი მოთხოვნა შეეწინააღმდეგება…
    საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
  55. მუხლი 65. პროკურატურა — 5 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …გამოსაყენებლად, საფუძველს მოკლებული იყო, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იყო „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის და 24-ე მუხლები) და მისი სავალდებულოდ აღიარებისთვის არ იყო საჭირო რატიფიკაცია ( საქართველოს კონსტიტუცია 65-ე მუხლი, „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი 14-ე მუხლი). ამასვე ადასტურებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს…
  56. მუხლი 76. ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები — 5 გადაწყვეტილება

    …იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან. კონსტიტუციის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები. პალატა ყურადღებას ამახვილებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“…
  57. მუხლი 48. იმპიჩმენტი — 4 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …წლის 24 მარტის კანონმა 1 ივლისიდან დეკემბრის ბოლომდე აღადგინა ზემოთ მითითებული მიწის ფართობების დაბეგვრა, მაგრამ 2000 წლის 29 დეკემბრის კანონმა გააუქმა ის და აღადგინა 1999 წლის დეკემბერში მიღებული კანონი. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით “არავინ არ აგებს პასუხს იმ მოქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს,…
  58. მუხლი 71. საგანგებო და საომარი მდგომარეობა — 4 გადაწყვეტილება

    …შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,…
    საქმე №ას-709-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
  59. მუხლი 77. კონსტიტუციის გადასინჯვის წესი — 4 გადაწყვეტილება

    …მოქალაქეთა ნებით შექმნილი უმაღლესი კანონი. კონსტიტუციით გარანტირებული სამართლებრივი წესრიგი, რომელიც შეიქმნა მოქალაქეთა ნების საფუძველზე, ვერ შეიცვლება მხოლოდ კანონმდებლის ან/და სასამართლოს ნებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო…
    საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
  60. მუხლი 43. პარლამენტის წევრის კითხვა და ინტერპელაცია — 3 გადაწყვეტილება

    …დაკავშირებითაც გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ინტერესები, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპიდან _ საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, 44-ე და 45-ე მუხლების დებულებებიდან გამომდინარე. კასატორი ასევე აღნიშავდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში, ანუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობს…
  61. მუხლი 53. თანახელმოწერა — 3 გადაწყვეტილება

    …დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 53.3 მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს…
  62. მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია — 3 გადაწყვეტილება

    …52557/14, § 48, 13 ოქტომბერი 2015)“ - (იხ. CASE OF ZELIKHA MAGOMADOVA v. RUSSIA (Application no. 58724/14), § 98). მამისა და შვილის ურთიერთობის თაობაზე იხ. აგრეთვე - AFFAIRE ZAVŘEL c. RÉPUBLIQUE TCHÈQUE (Requête no 14044/05). 8. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური…
    საქმე №ას-163-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2021
  63. მუხლი 47. საერთაშორისო ხელშეკრულებები — 2 გადაწყვეტილება

    …წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან -,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან,,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად,…
  64. მუხლი 64. იუსტიციის უმაღლესი საბჭო — 2 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …შემდეგ გარემოებათა გამო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში 2001 წლის 7 ივლისს შეტანილი ცვლილებების შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, ხოლო მოქმედი კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სასამართლომ მიუთითა...... განმარტებაზე, რომ…
    საქმე №ას-642-1019-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2007
  65. მუხლი 69. სახელმწიფო აუდიტის სამსახური — 2 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში აღმასრულებელ ხელისუფლებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ…
  66. მუხლი 50. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი — 1 გადაწყვეტილება

    …მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად კონსტიტუციური კანონპროექტის წარდგენის უფლება გააჩნიათ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების გასვლამდე არაუგვიანეს 15 დღისა. თუ…
    საქმე №3გ-ად-3-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2003
  67. მუხლი 54. მთავრობა — 1 გადაწყვეტილება

    …დამატებითი პირობები, მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის ვალდებულება, განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით. საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო…
    საქმე №ბს-1099(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
  68. მუხლი 57. უნდობლობის გამოცხადება — 1 გადაწყვეტილება

    …შეწყვეტას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თანხმობის შემდეგ. საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 13 ივნისის დადგენილებით კასატორ დ. ჩ-ს ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება. საქართველოს კონსტიტუციის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა დანიშვნასთან და განთავისუფლებასთან…
    საქმე №3კ-872-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2000
  69. მუხლი 58. ნდობის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით — 1 გადაწყვეტილება

    …ნორმატიული აქტის ბათილობას. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 11.08.2000 წ. განჩინებით საქართველოს პარლამენ-ტის ფრაქცია «......-ს” უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-41-ე მუხლების, «საპარლამენტო ფრაქციის შესახებ” კანონის საფუძველზე მიუთითა, რომ საპარლამენტო…
  70. მუხლი 61. საქართველოს უზენაესი სასამართლო — 1 გადაწყვეტილება

    …მოქმედების უფლებამოსილებით აღჭურავს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ხასიათისაა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 თავი განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის ორგანიზაციისა და საქმიანობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლი აწესრიგებს რიგგარეშე სესიების და სხდომების მოწვევის წესს. ამ კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, სხვა…
  71. მუხლი 66. სახელმწიფო ბიუჯეტი — 1 გადაწყვეტილება

    …ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის კონსტიტუციურ წარდგინებაზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მიუხედავად «რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს კანონის სახელწოდებისა, იგი მიღებულია ორგანული კანონის მიღებისათვის საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვორუმით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 03.12.02წ. გადაწყვეტილების…
    საქმე №3გ/ად-53-გ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2003
  72. მუხლი 72. თავდაცვის ძალების გამოყენება — 1 გადაწყვეტილება

    …აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელ პირებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საარჩევნო ამკრძალავი ნორმა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე. საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ…
  73. მუხლი 46. კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება — 0 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა