„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საარჩევნო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე; ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;“; ბ) „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი - საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე; შ) მაჟორიტარი კანდიდატი - საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;“; გ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;“; დ) „ჭ“ – „ხ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 ჭ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – მუნიციპალიტეტის საკრებულო; ჭ1) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - თვითმმართველი ქალაქში მერი, თვითმმართველი თემში გამგებელი; ხ) პოლიტიკური თანამდებობის პირი - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, გამგებელი/მერი, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი;“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. არჩევნების საჯაროობა ამ კანონით დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.“. 4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში - ქალაქ თბილისის საკრებულო) არჩევნების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - ქალაქ თბილისის მერი) არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“. 5. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“. 6. მე-19 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას თითო საოლქო საარჩევნო კომისია ერთი ან ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ხოლო ათი საოლქო საარჩევნო კომისია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3 „8. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო და გამგეობა/მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.“. 7. 21-ე მუხლის: ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებისთვის; ე) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“. 4 8. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის/გამგებლობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);“. 9. 23-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობანაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება.“. 10. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი/მერი და მათი მოადგილეები;“. 11. 31-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, აგრეთვე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი;“; ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5 „ბ) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − მუნიციპალიტეტის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედანის, პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივანის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, გეგმარებითი რაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ ცესკოს და სააგენტოს.“. 12. 32-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებისას – ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლისა);“. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მერის/ გამგებლის არჩევნებში ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია: ა.ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით, 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში და მერის/გამგებლის არჩევნებში; ა.ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი, შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული 6 საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი, შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“. 13. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა; დ) მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და მისი მოადგილისა;“. 14. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვთ, ერთი ან რამდენიმე სახის არჩევნებისას დანიშნონ მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში. საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.“. 15. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან მეტი კვალიფიციური პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით. ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე).“. 16. 45-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;“; ბ) მე-6-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7 „6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება. 7. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად. 8. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს. 9. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო ვალდებულია, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობანაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ცესკოს ვებგვერდზე.“. 17. 46-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ან მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი. 8 5. ამ მუხლის შესაბამისად სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.“. 18. 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ან/და მუნიციპალიტეტის კომპეტენციას.“. 19. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება: ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება; გ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.“. 20. 49-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური 9 რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.“; გ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ საარჩევნო უბნების მოწყობის დაფინანსებაზე, ხოლო შუალედური არჩევნების დროს აღნიშნული პუნქტები მოქმედებს მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებთან მიმართებით, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები. 6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება. 7. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია მუნიციპალიტეტის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.“. 21. 51-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 10 „7. ამ მუხლის მიზნებისათვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.“; გ) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) რომელმაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა.“; დ) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო ან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 10 პროცენტისა;“. 22. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 500 000 ლარს საკრებულოს/მერის/გამგებლის არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.“. 23. 58-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული არიან, დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობის კომუნალური ხარჯები.“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი 11 შენობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია;“. 24. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით: „3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და გადასატანის) დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, ხოლო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოსი) არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3 დამკვირვებლისა.“. 25. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის) მერის, თვითმმართველი თემის გამგებლისა და შუალედური არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.“. 26. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტის, საკრებულოსა და მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.“. 27. 78-ე მუხლის: ა) მე-10 პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;“; 12 ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.“; ბ) მე-11 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, საკრებულოს არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თემის მერის/გამგებლის არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მერობის/გამგებლობის კანდიდატები, ან/და ამ კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატები რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ მაჟორიტარული 13 წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა.“; გ) მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), მაჟორიტარ კანდიდატს, მერობის/გამგებლობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას.“. 28. 93-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“. 29. XV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები“. 30. 133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 133. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნების დანიშვნა 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მერის/გამგებლის მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მერის/გამგებლის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, შესაბამისად, საკრებულოს, მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა. 3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს მუნიციპალიტეტის არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა. 4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.“. 31. 134-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის 14 შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც.“; ბ) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის/გამგებლის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები; მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის/გამგებლის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით; 6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის/გამგებლის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრების გარეთ მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლები, აგრეთვე არჩევნების დღეს საქართველოს საზღვრების გარეთ დროებით მყოფი ამომრჩევლები.“. 32. 135-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მერის/გამგებლის უფლებამოსილებათა ვადები“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მორიგ არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, აგრეთვე მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.“. 33. 136-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, მერობის/გამგებლობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის, მერობის/გამგებლობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ: ა) საქართველოს პრეზიდენტს; ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრებს; ე) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეებს; 15 ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს; ზ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეებს; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს; ი) მოსამართლეს; კ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს; ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები); მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს; ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს; ო) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს და მის მოადგილეებს; პ) პროკურორს, მის მოადგილეს, თანაშემწეს და გამომძიებელს.“. 34. 137-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნებისათვის ყოველი დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს. 2. ცესკო განკარგულებით ადგენს იმ საოლქო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალს, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც ერთზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს აზუსტებს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით.“. 35. 138-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 138. საარჩევნო სისტემა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.“. 36. 140-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა“. 37. 1411 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1411. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის გარანტიები დამსაქმებელს უფლება არა აქვს, შეზღუდოს დასაქმებულის უფლება, მონაწილეობა მიიღოს კანდიდატად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, 16 გახდეს საკრებულოს წევრი, მერი/გამგებელი. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. აკრძალულია ზემოაღნიშნული საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა და სხვაგვარი დისკრიმინაცია.“. 38. 142-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას; ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არის არჩეული ან რომელიც არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელიც პარლამენტის არჩევნებში არ მონაწილეობდა, და ამ არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია, თუ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში მითითებული იყო ამ პარტიის წევრობა; ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას.“. 39. 143-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.“. 40. 144-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ: ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას; ბ) საარჩევნო ბლოკს; 17 გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით.“. 41. 145-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მათ გადასცემს კანდიდატის მოწმობებს.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობა იმ სიითი ნომრით, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში, რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-40 დღისა. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ იქნა გამოყენებული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი უარს განაცხადებს – მომდევნოს და ა. შ.. თუ საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ.“. 42. 147-ე მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი. 2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება პარტიების/საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) დადგენილი რიგითობის შესაბამისად. 18 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“. კანდიდატის შესახებ მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე10 დღისა. 4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს.“. 43. 150-ე მუხლის მე-4 პუნ ქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს: ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას; ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას; გ) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას; დ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას.“. 44. 151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 151. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.“. 45. 152-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ საარჩევნო უბანში ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრა, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს კენჭისყრის დღიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატსა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატს შორის სხვაობა ნაკლებია ამ უბნის ან გაბათილებული უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.“. 46. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 153. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულთა რეგისტრაცია 19 არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.“. 47. 154-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციაც ხორციელდება ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“. 48. 155-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის – საკრებულოს არჩევნები“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (შემდგომ – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. 5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში ცესკო განკარგულებით ქმნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და ადგენს მათ საზღვრებს.“. 49. 157-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს ქალაქ თბილისის მერის, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისათვის.“. 50. 164-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თბილისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული 20 პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციაც ხორციელდება ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“. 51. 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 166. საარჩევნო ოლქები 1. მერის/გამგებლის არჩევნებისათვის მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქია. 2. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი არის ერთი საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილ საარჩევნო ოლქებს.“. 52. 167-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის/გამგებლობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის/გამგებლის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;“. 53. 1692 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი, მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად.“. 54. 176-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებული და ცესკოს დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არა უმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ 21 ყოველ ფურცელს თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
22 განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში უნდა განხორციელდეს, როგორც ტერმინოლოგიური, აგრეთვე შინაარსობრივი ცვლილებები. ვინაიდან, 2014 წლის 5 თებერვალს მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით შეიცვალა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩევის წესი და აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს არა პირთა ერთობლიობა ორგანიზაციული სახით, არამედ ერთი პირი გამგებელი/მერი, რომელიც არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. საარჩევნო კოდექსში გარკვეული უფლებამოსილებები/ვალდებულებებია განსაზღვრული „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებისათვის“, მაშინ როდესაც „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“ არ წარმოადგენს ორგანიზაციულ წარმონაქმნს, არამედ აღმასრულებელი ორგანო ერთი პირია გამგებლის/მერის სახით. ამასთან, საარჩევნო კოდექსში საუბარია მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობების საარჩევნო კომისიებისათვის უსასყიდლოდ დათმობაზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ქონება, როგორც მოძრავი ასევე უძრავი სახით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. საარჩევნო კოდექსი ადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას რეფერენდუმის დროს დაამოწმოს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა. მიზანშეწონილია, მოხდეს მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ ხელმოწერის 23 ნამდვილობის დამოწმების შესაძლებლობის ამოღება, რადგან კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას არ მიეკუთვნება დოკუმენტის ან/და დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების უფლებამოსილება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობაში ერთიანი მიდგომისა და ტერმინოლოგიურად ერთი და იმავე ტერმინის გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველ ერთეული“, „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“, „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“, შეიცვალოს ტერმინებით „მუნიციპალიტეტი“, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“. კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, ჰყავს არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომში − მუნიციპალიტეტის ორგანოები) და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“, „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, „ადგილობრივი თვითმმართველობა“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ იცვლება ტერმინებით, „მუნიციპალიტეტი“, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, „მუნიციპალიტეტები“ და „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, ამოღებულ იქნება დათქმა, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას დაამოწმოს ხელმოწერის ნამდვილობა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს არა მუნიციპალიტეტის, არამედ ნოტარიუსის უფლებამოსილებას. ამასთან, პროექტის შესაბამისად, მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ დაეთმობა საარჩევნო კომისიებს. კანონის პროექტის შესაბამისად, პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და არა აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი. კანონის პროექტის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ აირჩევა/დაინიშნება გამგებელი/მერი და მისი მოადგილეები და არა აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები. ამასთან, ადგილობრივი 24 დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელის უფლებამოსილება არ ექნება გამგებელ/მერს, მის მოადგილეებს და არა აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს. კანონპროექტის შესაბამისად, საარჩევნო კოდექსიდან ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილება დაამოწმოს რეფერენდუმის დროს მოქალაქეთა ხელმოწერები. კანონპროექტის შესაბამისად, დაკონკრეტდება უკანონოდ ჩამოხსნილი, დაზიანებული პლაკატების არსებობისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს აღმასრულებელ საქმიანობას და იგი მხოლოდ აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას შეიძლება მიეკუთვნებოდეს. კანონის პროექტის შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში დაკონკრეტდება გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა სახელდების შესახებ, ინფორმაციაც უნდა მიეწოდოს ცესკო-ს. ვინაიდან, ამჟამად, აღნიშნული ჩამონათვალი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში არსებული ჩამონათვალისგან განსხვავებულია და არ არის ამომწურავი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. 25 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
26 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რეფერენდუმი – საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ბ) პლებისციტი – ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა; გ) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა; დ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები: დ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში; დ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო; ე) შუალედური არჩევნები – შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად; ვ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება: 27 ვ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა; ვ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში; ვ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით; ზ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა; თ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა; ი) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე; კ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე; ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით; მ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება; ნ) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში; ო) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად; პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით; ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში; 28 რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი; რ1) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (გარდა ამ კანონის 51-ე მუხლის მიზნებისა) − ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კვალიფიციური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია; ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები; ტ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი; უ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცესკოს მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით; უ1) კვალიფიციური პარტია (გარდა ამ კანონის 51-ე მუხლის მიზნებისა) – პარტია, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს; ფ) საარჩევნო ბლოკი – ცესკოს მიერ რეგისტრირებული 2 ან 2-ზე მეტი პარტიის გაერთიანება; ქ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე; ღ) მერობის/გამგებლობის კანდიდატი – მერის/გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე; ყ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე; შ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე; ჩ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი), რომელშიც ხორციელდება არჩევნებისა და რეფერენდუმის ორგანიზება და ტარდება არჩევნები და რეფერენდუმი; 29 ც) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; ძ) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად; წ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას; ჭ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულო, თვითმმართველი თემის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქის საკრებულო; ჭ1) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო − თვითმმართველი ქალაქის მერი, თვითმმართველი თემის გამგებელი; ხ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი; ჯ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ჰ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ჰ1) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა; ჰ2) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები – საარჩევნო სუბიექტის/რეფერენდუმში მონაწილის საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული 30 ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა; ჰ3) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, ოდენობის და მიღების თარიღის შესახებ; ჰ4 ) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა; ჰ5 ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში შესული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათები და სხვა დოკუმენტაცია. ჰ6) ბიომეტრიული რეგისტრაცია − ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება და პირადი მონაცემების აღრიცხვა (ანკეტირება), აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირზე ეს დოკუმენტი გაიცა ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლის შემდეგ; ჰ7) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ; ჰ8) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; ჰ9) მხარდაჭერის მიმღები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები. მუხლი 4. არჩევნების საჯაროობა ამ კანონით დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ. მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება 1. ცესკო: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 31 აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას; ბ) დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს; გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე; დ) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს; ე) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს ან/და აზუსტებს მათ საზღვრებს; ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა; ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება; თ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს; ი) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს; კ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე; 32 ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; მ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს; ნ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს; ო) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/ საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს; პ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში; ჟ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ვებგვერდზე განთავსებასაც; რ) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს; ს) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას და გავრცელებას; ტ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებას და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს; უ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს; ფ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; 33 ქ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით – ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს; ღ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს; ყ) განკარგულებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე; [ ყ) ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე განკარგულებით ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)] შ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს; ჩ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას; ც) აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას , რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან ; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის ; ძ) დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას; წ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს; ჭ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს; ხ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს; 34 ჯ) განკარგულებით ადგენს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში არჩევნების ჩატარების წესსა და ვადებს; ჯ 1) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს; ჰ) განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის; ჰ1 ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ცესკოს ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. ცესკოს განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„მ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება მიღებიდან 3 დღის ვადაში. 3. ცესკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ცესკოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც. მუხლი 15. ცესკოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის უფლებამოსილება 1. ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია. 2. ცესკოს თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში; ბ) უძღვება ცესკოს სხდომას; გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს; დ) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში; ე) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ სიებსა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს; ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს; ზ) სათანადო მოწმობებს აძლევს საქართველოს პრეზიდენტობისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს; თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მერსა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეებს; 35 ი) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ − ამ კომიტეტს გადასცემს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას; კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ლ) ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს; მ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს. 3. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება; ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა). 4. ცესკოს მდივანი: ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და ცესკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას; ბ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს; გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს; დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს; ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს; ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 19. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა 36 1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვაზე პასუხისმგებელი არიან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის უფლება საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან. 2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას თითო საოლქო საარჩევნო კომისია ერთი ან ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის საზღვრებში, ხოლო ათი საოლქო საარჩევნო კომისია – ქალაქ თბილისში. 3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ცესკომ აირჩია ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე არჩევნების დანიშვნის შემდეგ, განისაზღვრება მათი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით. 4. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო. 5. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 7 წევრს ნიშნავენ ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პარტიები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით. 6. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 13-მდე შეავსოს. 7. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 8. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო – საკრებულო ან გამგეობა, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი. 8 1. აკრძალულია პარტიის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა განთავსებული. 9. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი 37 (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. 10. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე. [ 9. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. 10. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)] მუხლი 21. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება საოლქო საარჩევნო კომისია: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას; ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს; გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი; დ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის; ე) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის 38 შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე; ვ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; თ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს; ი) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას; კ) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას; ლ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; მ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; ნ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას; ო) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 22. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება 39 1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში; ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას; გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს; ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის/გამგებლობის კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა); ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს; ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს, აგრეთვე გამგებელს/მერს (გარდა ქალაქ თბილისის მერისა); თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის/გამგებლის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს; ი) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა). 3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი: ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას; ბ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს; 40 გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს; დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს; ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს; ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 23. საარჩევნო უბნები 1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად. 2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა. 3. ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში. 4. გამონაკლის შემთხვევებში (სამხედრო ნაწილი, რომელშიც არის 50-ზე მეტი ამომრჩეველი (სამხედრო მოსამსახურე, ოფიცერი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირი), საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, რომელშიც არის 50-ზე მეტი ამომრჩეველი, და სხვა) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა. საავადმყოფო (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება), სამხედრო ნაწილი (შენაერთი), რომელშიც ამომრჩეველთა (ავადმყოფთა, სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს. შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით საარჩევნო უბანი შესაძლებელია შეიქმნას ისეთ სამხედრო ნაწილში (შენაერთში), რომელშიც ამომრჩეველთა (სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება. 41 5. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, თვითმმართველი ქალაქის/თემის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება. 6. სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით. 7. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 20 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის. ამ საარჩევნო უბნების შედეგებს ცალკე ოქმით აჯამებს ცესკო. 8. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს. მუხლი 24. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა 1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 4. საუბნო საარჩევნო კომისიის 7 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები. 5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; ბ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ; გ) პირი, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; დ) საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი; ე) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები; ვ) სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები; 42 ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები – საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, მერი და მათი მოადგილეები; თ) სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები; ი) მოსამართლეები და მათი თანაშემწეები; კ) პროკურატურის თანამშრომლები; ლ) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი; მ) დამკვირვებელი. 6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა. მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი მოთხოვნები. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საჯარო მოხელეს დროებით შეუჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 31. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი 1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით. 2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“); ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი; 43 ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში); თ) სქესი. 3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. 5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება: ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა რეგისტრაციას არ გაივლიან სააგენტოში; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, აგრეთვე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების იმ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო 44 უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების იმ სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება; ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებებად ცნო და რომლებიც, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არიან მოთავსებული; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან პენიტენციური დაწესებულებიდან. 6. ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − იმავე ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს; ბ) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − თვითმმართველი ერთეულის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ ცესკოს და სააგენტოს. 7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება 45 აქვთ, გაეცნონ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7 1. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი. 8. საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს. 9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. 10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში. 11. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) 46 დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. 12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს. 13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-13-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. 14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში. მუხლი 32. ამომრჩეველთა სპეციალური სია 1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ: ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა; ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალებისა და შენაერთების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და 47 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ პირთა სიას ადგენენ ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების შესაბამისი დანაყოფების/ნაწილების მეთაურები და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ: დ.ა) მორიგი საერთო არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 ივლისისა; დ.ბ) რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში – არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში; დ.გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა; ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან; ვ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირები. 2. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. 4. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. 5. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს: ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას – ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლისა); ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში, თუ იგი ხმას აძლევს სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. 48 6. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის) მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია: ა.ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით, 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში და მერის/გამგებლის არჩევნებში; ა.ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი, შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. იგი მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მონაწილეობს, თუ მისი დისლოკაციის ადგილი, შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 7. საქართველოს პარლამენტის პროპორციული/მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს სამხედრო შენაერთის დისლოკაციის ადგილის მიხედვით. თუ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა უნდა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მან არჩევნებამდე არა უგვიანეს 16 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანის მოთხოვნით. 7 1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გამონაკლისია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ფოტოსურათების გარეშე, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტში 49 აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიძლება შეტანილ იქნეს ფოტოსურათების გარეშე. 8. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება „გადასატანი ყუთი“, ასევე მისი შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. მუხლი 39. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები 1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება (სადამფუძნებლო დოკუმენტი) რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა. 4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა; ე) მოსამართლისა; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა; ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა; თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა; ი) საარჩევნო კომისიის წევრისა. 5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო 50 დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა; ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება; გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა; დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა; ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა. 6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება ცესკოში. ამასთანავე, ცესკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას ცესკოში. მუხლი 42. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება 1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში. 2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვთ, ერთი ან რამდენიმე სახის არჩევნებისას დანიშნონ მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში. საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში 51 ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი. 31. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კომისიაში (ცესკოს გარდა) წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ზემდგომი საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ზემდგომი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი. 4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი/საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში აღნიშნული უნდა იყოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). 5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით. 6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. მუხლი 43. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება 1. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან მეტი კვალიფიციური პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით. ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო 52 ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების თანხას ცესკო შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხავს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ეს თანხა გადაანაწილოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შესაბამის წარმომადგენლებზე ისე, რომ თითოეულ კომისიაში დაფინანსდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლის საქმიანობა; ამასთანავე, ერთსა და იმავე წარმომადგენელზე არ გაიცემა სამზე მეტი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა. 3. თუ დაფინანსების მქონე პოლიტიკურ პარტიას არ ეყოლება წარმომადგენელი საარჩევნო ოლქში ან/და საარჩევნო უბანში ან/და არ მოხდა თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება. 4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ამ მუხლის საფუძველზე მიღებული დაფინანსება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება. ( გავრცელდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე). მუხლი 45. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) 1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით. 2. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. 3. პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. 4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: 53 ა) საარჩევნო კომისიის წევრისა; ბ) მოსამართლისა; გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა; დ) გენერალური აუდიტორისა; ე) საქართველოს სახალხო დამცველისა; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა. 5. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; ბ) სასამართლოები; გ) სამხედრო ნაწილები. 6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება. 7. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად. 8. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს. 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობანაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით 54 შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ცესკოს ვებგვერდზე. 10. საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მიმართვაზე თანხმობად. 11. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. მუხლი 46. სააგიტაციო მასალა 1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით. 2. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. 3. პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. 4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: ა) საარჩევნო კომისიის წევრისა; ბ) მოსამართლისა; გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა; დ) გენერალური აუდიტორისა; ე) საქართველოს სახალხო დამცველისა; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; 55 ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა. 5. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; ბ) სასამართლოები; გ) სამხედრო ნაწილები. 6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება. 7. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად. 8. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს. 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობანაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ცესკოს ვებგვერდზე. 10. საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მიმართვაზე თანხმობად. 56 11. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. მუხლი 47. ამომრჩევლის მოსყიდვა 1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა); ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას. 2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში. მუხლი 48. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა 1. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება: ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა; 57 ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება; გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. 3. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია. 4. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების შემთხვევაში − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში. 41. უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან. 5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი − კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც. 6. კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, აგრეთვე პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. 7. უწყებათაშორისი კომისია იხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები), ან დამკვირვებელი ორგანიზაციები. 8. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის სხდომაზე შესაძლოა მიწვეულ იქნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 58 9. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეკომენდაციით მიმართოს ნებისმიერ საჯარო მოსამსახურეს, ადმინისტრაციულ ორგანოს, ცესკოს გონივრულ ვადაში შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით. მუხლი 49. საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა 1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს: ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას; გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენების შემთხვევაზე. 3. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება. 4. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, 59 სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო უბნების მოწყობის დაფინანსებაზე, ხოლო შუალედური არჩევნების დროს აღნიშნული პუნქტები მოქმედებს მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებთან მიმართებით, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები. 6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება. 7. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა. მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა 1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად. 2. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა 60 და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-5, მე-6 და 61 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით, ხოლო ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტი, რომელში გაერთიანებული პარტიაც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას: ა) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი; ბ) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით; გ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი; დ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი. 5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში არაუმეტეს 60 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. 6. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. 61. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია გამოყოს დრო წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად (თუ ფასიანი რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საუკეთესო დროის შუალედში 61 განთავსდა, უფასო სარეკლამო დროც ქვემოთ დადგენილი პროპორციით იმავე შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს უნდა გამოიყოს. ყველა სხვა შემთხვევაში უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოიყოს სამაუწყებლო ბადეში ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის): ა) ზემოაღნიშნული საარჩევნო სუბიექტისთვის − მის მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის, გარდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტებისა − დრო, რომელიც ტოლია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სუბიექტთა მიერ შეძენილი ჯამური სარეკლამო დროის ამ სუბიექტთა რაოდენობაზე განაყოფისა და რომელიც თანაბრად უნდა განაწილდეს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს შორის, იმ პირობით, რომ ერთი სუბიექტისთვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამზე მეტს არ დაიკავებს; გ) ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისა − ამ პუნქტის შესაბამისად შეძენილ ჯამურ სარეკლამო დროზე ორჯერ მეტი დრო, რომელიც თანაბრად უნდა განაწილდეს მათ შორის, იმ პირობით, რომ ერთი სუბიექტისთვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამზე მეტს არ დაიკავებს. 62. ამ მუხლის 61 პუნქტში აღნიშნული მაუწყებლები, რომლებსაც სურთ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემენ ინფორმაციას ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ, რომელიც 1 დღის ვადაში განთავსდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს და შესაბამის მაუწყებელს გადასცემს ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით, სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). მაუწყებელი, რომელშიც სუბიექტმა შეიძინა სარეკლამო დრო, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის 62 ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის 61 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროში რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. უფასო სარეკლამო დროის მიღების უფლების მქონე სუბიექტი შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი კუთვნილი დროის გამოყენების სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს რეკლამას. 63. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის პერიოდში ეთერში გაშვებულ არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი. 7. ამ მუხლის მიზნებისათვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. 8. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება. 9. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი: ა) რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) რომლის კანიდატმა (კანდიდატებმა) მისი მომსახურების ზონაში შემავალ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა (გაიმარჯვეს), არჩევნების მეორე ტურში გავიდა (გავიდნენ) ან მიიღო (მიიღეს) ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა; გ) რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა. 10. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს: ა) პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 10 პროცენტისა; ბ) პოლიტიკური პარტია, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის 63 კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით; გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით. 11. ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება; ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ; გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა; დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით; ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას; ვ) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს: ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა; ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო; ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; ვ.ი) შერჩევის ზომა; ვ.კ) ცდომილების ფარგლები; ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე. 12. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებული 64 არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის. 13. თუ პარტიებმა, რომლებიც გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში, გაერთიანებამდე გამოიყენეს უფასო საეთერო დრო, მათ მიერ გამოყენებული უფასო სარეკლამო დრო (გარდა ბლოკის პირველი ნომერი პარტიის უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობისა) უნდა გამოაკლდეს ბლოკისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტისთვის, ბლოკის შექმნის შემდეგ გამოსაყოფი უფასო საეთერო დროის ხანგრძლივობას. 14. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე. 15. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურებას. 16. კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. 17. (ამოღებულია - 12.06.2015, №3695). 18. (ამოღებულია - 12.06.2015, №3695). 19 . (ამოღებულია - 12.06.2015, №3695). 20. (ამოღებულია - 12.06.2015, №3695). 21. (ამოღებულია - 12.06.2015, №3695) . მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 500 000 ლარს საკრებულოს/მერის/გამგებლის არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. 65 აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს მე15 დღისა. 4. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს მაუწყებელს აუნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მუხლი 58. კენჭისყრის შენობის მოწყობა 1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული არიან, დაფარონ გადაცემული შენობანაგებობის კომუნალური ხარჯები. [ 11 . სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისათვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის 66 ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ( ამოქმედდეს 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დღიდან)] 2. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია: ა) პარტია; ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია; გ) პოლიციის სამსახურები (გარდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიისა). 21. აკრძალულია პარტიის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საარჩევნო კომისიაა განთავსებული. 3. (ამოღებულია - 07.03.2014, №2093). 4. კენჭისყრის შენობაში: ა) ხმის მიცემის ადგილი იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობა. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ხმის მისაცემი ადგილისა, სადაც უნდა იყოს 1 კალმისტარი; ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების განთავსებისათვის; გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი; დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები). 5. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას, როგორც საარჩევნო უბანში, ისე ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში). 6. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტოდა ვიდეოგადაღება აკრძალულია. მუხლი 63. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი 1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც. 2. საარჩევნო უბნებზე ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 67 ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს. 3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და გადასატანის) დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსი) არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3 დამკვირვებლისა. 4. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისია აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადებაზე პასუხისმგებელი პირების თაობაზე. 5. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ბიულეტენები. 6. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. 7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია საარჩევნო ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისათვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორის) ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის. 8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო 68 რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი რიცხვისა. 9. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს. 10. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ცალი შესაბამისი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე აქტის ხელმომწერი მხარეები ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობის გარკვევის შემდეგ ითვლიან საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას და მონაცემები შეაქვთ მიღება-ჩაბარების აქტში; ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ მხარეები. 12. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს: ა) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება და არჩევნების/რეფერენდუმის ჩატარების თარიღი; ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი; გ) საარჩევნო უბნის ნომერი (ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო ბიულეტენზე); დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისას – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის) მერის, თვითმმართველი თემის გამგებლისა და მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის 69 მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“; ე) სარეფერენდუმო ბიულეტენში ასევე აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: „დიახ“ და „არა“; ვ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი. 13. თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილია სხვა საარჩევნო უბნისთვის/ოლქისთვის ან იგი არ შეესაბამება მითითებულ რაოდენობას ან მას აქვს ბეჭდური ან სხვა სახის წუნი, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სათანადო აქტის საფუძველზე შემაჯამებელ ოქმში დააფიქსიროს ბიულეტენთა რეალური რაოდენობა. 14. საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს: ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერის ადგილი; ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი. 15. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის სახელის/სახელწოდების გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“. 16. საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება. 17. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს. 18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა, აგრეთვე ყალბი საარჩევნო ბიულეტენის გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით. 19. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის – ასევე დევნილის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად) წარდგენის შემთხვევაში. 20. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი. 21. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ორი სახის ბიულეტენი – მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები. 22. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს. 23. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს. 70 მუხლი 71. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა 1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს. 2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის) მერის, თვითმმართველი თემის გამგებლისა და შუალედური არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი. 3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი; ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე; გ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება; დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს); ე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები; ვ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; ზ) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; თ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე; ი) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით); კ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; მ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა; ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო; ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას). 4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. 71 5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. 6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. 7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს. 8. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია ოქმის ასლს (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს ან პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს. 9. კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. აღნიშნული ასლები დამოწმებული უნდა იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით და საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს. 10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობას ამავე კანონით დადგენილი წესით. 11. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია, თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს უგზავნის ცესკოს, რომელიც მათ ახარისხებს და არქივში ინახავს. 12. კენჭისყრის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. 72 13. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები. 14. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ფაქსით, სადაც არის ამის შესაძლებლობა) გაუგზავნოს ცესკოს. მუხლი 75. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტის, საკრებულოსა და მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; ბ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება; გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს); დ) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში; ე) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში; ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ზ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; თ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა; ი) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი); კ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი; ლ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი; მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო; 73 ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას); ო) არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში − ამავე პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, ასევე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, მეორე ტურში გასულ პირთა ვინაობა და მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა. 3. თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში (უბნებში) და ამ უბანში (უბნებში) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო ოლქში არჩეული ან მეორე ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად. 4. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. 5. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. 6. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში. 7. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს. 8. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს. 9. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიების დალუქულ ჩანაწერთა 74 წიგნებს, გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამ კანონის 65-ე მუხლის 2 2 პუნქტით და 67-ე მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები (ამის შემდეგ ჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), თავისი ხელმოწერით დაამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან (პირადობის მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს ცესკოს. მუხლი 78. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე 1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადა და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ. 3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს. 4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს. 5. ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს. 6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს. 7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 29-ე მუხლით 75 გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება. 8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება. 9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს ცესკოს. 10. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს: ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან გააუქმა მათი რეგისტრაცია; ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია; გ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა; დ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად 76 დაინიშნენ შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა. 11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის, მერობის/გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, საკრებულოს არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თემის მერის/გამგებლის არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მერობის/გამგებლობის კანდიდატები, ან/და ამ კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია; ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა; 77 გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატები რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა. 12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. 13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. 14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. 78 15. ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას; ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), მაჟორიტარ კანდიდატს, მერობის/გამგებლობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას. 16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ ამ კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს. 161 . (ამოღებულია - 12.06.2015, №3695). 17. ამ კანონის 48-ე და 118-ე მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა. 18. (ამოღებულია - 25.07.2013, №864). 19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. 20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის 79 წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. 21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. 23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. 24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატს (საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. მუხლი 93. სამართალწარმოება 1. ამ კანონის 79-ე, 81-ე და 86-ე−92-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცესკო, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები). 2. ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 3. ამ კანონის 84-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური . 4. უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ 80 სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 5. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. თავი XV. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მუხლი 133. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნების დანიშვნა 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, შესაბამისად, საკრებულოს, მერის, გამგებლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა. 3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა. მუხლი 134. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც. 2. თვითმმართველი ქალაქის/თემის მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც. 81 3. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერი/გამგებელი. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. 6. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრების გარეთ მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლები, აგრეთვე არჩევნების დღეს საქართველოს საზღვრების გარეთ დროებით მყოფი ამომრჩევლები. მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის უფლებამოსილებათა ვადები 1. მორიგ არჩევნებში არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 2. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე. 3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილება იწყება მისი პირველი შეკრებისთანავე. 4. თვითმმართველი ქალაქის/თემის ახალარჩეული მერის/გამგებლის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის/გამგებლის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს. 5. თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის/გამგებლის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის/გამგებლის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს. მუხლი 136. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, თვითმმართველი ქალაქის მერობის და 82 თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის, თვითმმართველი ქალაქის მერობის ან თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ: ა) საქართველოს პრეზიდენტს; ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრებს; ე) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეებს; ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს; ზ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეებს; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს; ი) მოსამართლეს; კ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს; ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები); მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს; ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს; ო) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს და მის მოადგილეებს; პ) პროკურორს, მის მოადგილეს, თანაშემწეს და გამომძიებელს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე. მუხლი 137. საარჩევნო ოლქები 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებისათვის ყოველი დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს. 2. ცესკო განკარგულებით ადგენს იმ საოლქო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალს, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც ერთზე მეტ თვითმმართველ ერთეულს მოიცავს. 83 3. არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს აზუსტებს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით. 5. საოლქო საარჩევნო კომისიები ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში. მუხლი 138. საარჩევნო სისტემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე. მუხლი 140. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა 1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან. 2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება: ა) პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ს აღემატება; ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ს არ აღემატება. მუხლი 1411. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის გარანტიები დამსაქმებელს უფლება არა აქვს, შეზღუდოს დასაქმებულის უფლება, მონაწილეობა მიიღოს კანდიდატად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში, გახდეს საკრებულოს წევრი, მერი/გამგებელი. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. აკრძალულია ზემოაღნიშნული საფუძვლით პირის 84 სამსახურიდან გათავისუფლება, სხვაგვარი დისკრიმინაცია. დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა და მუხლი 142. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას; ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არის არჩეული ან რომელიც არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელიც პარლამენტის არჩევნებში არ მონაწილეობდა, და ამ არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია, თუ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში მითითებული იყო ამ პარტიის წევრობა; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას. 2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ იგი არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. 3. (ამოღებულია - 07.03.2014, №2093). 4. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები. 5. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის: ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში; ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და ხელმოწერის ნიმუში; 85 გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები; დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება); ბ) საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს თავმჯდომარეს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება); გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა. 7. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 2 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება 86 პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 37-ე დღისა. 10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. 11. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება. 12. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის: ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, ასევე ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი; ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები; დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება); ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მათი გამოყენების უფლება); 87 გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა. 14. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება: ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში; ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ჩამონათვალი; გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება; დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები; ე) პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება; ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი; ზ) საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე პასუხისმგებელი პირების, მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი; თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი. 15. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში. 16. ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკო საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ. 17. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და ცესკოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12–მე-15 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად 88 უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს. 18. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა. 19. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში. 20. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ, გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა. 21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე. 22. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს. მუხლი 143. პარტიული სიის წარდგენა 1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა. 2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. 89 3. წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას. 4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი. 5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით, და გენდერული ბალანსის დაცვა უკავშირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას. 6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი; გ) პროფესია; დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“); ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; თ) რეგისტრაციის ადგილი; ი) ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი. 7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით. 8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე. 9. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. 90 საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ. მუხლი 144. საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ: ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას; ბ) საარჩევნო ბლოკს; გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს. 2. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. 3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი; გ) პროფესია; დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ზ) რეგისტრაციის ადგილი; თ) საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად; ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“). 4. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით. 5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად). სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე. 91 6. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.“. მუხლი 145. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 1. საკრებულოს არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიას, საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების სრულყოფისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. 3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში 92 შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მათ გადასცემს კანდიდატის მოწმობებს. 5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის მითითებით; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით; გ) ორი ფოტოსურათი; დ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. 6. პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში): ა) თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის: ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი; ა.ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ა.გ) კანდიდატის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ა.დ) კანდიდატის მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ა.ე) კანდიდატის პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში); თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“; ა.ვ) კანდიდატის თანამდებობა და სამუშაო ადგილი; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“; ა.ზ) კანდიდატის საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი; ა.თ) კანდიდატის თანხმობა საკრებულოს წევრად კენჭისყრაზე; ა.ი) იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად; ა.კ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი; ბ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია; გ) თუ კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე; დ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე; ე) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის/გამგებლობის კანდიდატად წარდგენაზე; 93 ვ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა; ზ) თუ დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნები. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ ატარებს. 8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობა იმ სიითი ნომრით, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში, რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-40 დღისა. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ იქნა გამოყენებული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი უარს განაცხადებს – მომდევნოს და ა. შ.. თუ საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ. 9. საარჩევნო სუბიექტების რიგითობა განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ამ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე. 10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მიეკუთვნებათ მათი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომერი. 11. თუ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ გაუქმდა, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს. 12. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. იმავე ვადაში ქვეყნდება იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე. 94 მუხლი 147. საარჩევნო ბიულეტენი 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი. 2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება პარტიების/საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) დადგენილი რიგითობის შესაბამისად. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“. კანდიდატის შესახებ მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა. 4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს. 5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების შესახებ, ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 კანდიდატის რიგით ნომერს. მუხლი 150. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 1. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება. 2. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. 95 3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს: ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას; ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას; გ) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას; დ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. 5. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ცესკოს, მეორე რჩება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო მესამე გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას. 6. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი ეგზემპლარი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება ცესკოს, მეორე ეგზემპლარი ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მესამე ეგზემპლარი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას, ხოლო ოქმის დამოწმებული ასლები გადაეცემათ პარტიების, საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს. 7. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის. 8. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრის პარტიულობა (თუ საკრებულოს წევრი უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი. მუხლი 151. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. მუხლი 152. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები 1. თუ საარჩევნო უბანში ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრა, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს კენჭისყრის დღიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატსა და მომდევნო 96 შედეგის მქონე კანდიდატს შორის სხვაობა ნაკლებია ამ უბნის ან გაბათილებული უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. 2. განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად. 3. თუ საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა. მუხლი 153. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულთა რეგისტრაცია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს. მუხლი 154. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი 1. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ მან ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. 2. თუ საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ საკრებულოს გამოკლებული წევრი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. 3. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. შუალედური არჩევნები ტარდება უახლოეს მაისში ან ოქტომბერში, იმ პირობით, რომ შესაბამისი თვის ბოლომდე 60 დღე მაინც არის დარჩენილი. შუალედური არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი. 4. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკო განკარგულებით ნიშნავს შუალედური არჩევნების თარიღს და განკარგულებითვე ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით. 97 5. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციაც ხორციელდება ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 6. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საჭიროებს პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია. 7. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. მუხლი 155. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნები 1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს (შემდგომ – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა. 3. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე. 4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე. 5. თბილისის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში ცესკო განკარგულებით ქმნის თბილისის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და ადგენს მათ საზღვრებს. მუხლი 157. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება 98 1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში. 2. პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს. 3. თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიების/საარჩევნო ბლოკების/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს თბილისის მერის, სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისათვის. 5. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. მუხლი 164. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი 1. თუ პროპორციული წესით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. 2. თუ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ საკრებულოს გამოკლებული წევრი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. 3. პროპორციული წესით არჩეული თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე ვალდებულია ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობა განაცხადოს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ 99 შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს კანდიდატი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. 4. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. შუალედური არჩევნები ტარდება უახლოეს მაისში ან ოქტომბერში, იმ პირობით, რომ შესაბამისი თვის ბოლომდე 60 დღე მაინც არის დარჩენილი. შუალედური არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი. 5. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. იგი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს. 6. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. 7. თბილისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციაც ხორციელდება ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 8. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჭიროებს პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია. მუხლი 166. საარჩევნო ოლქები 1. მერის/გამგებლის არჩევნებისათვის თვითმმართველი ერთეული ერთი საარჩევნო ოლქია. 2. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნებისათვის თბილისი არის ერთი საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილ საარჩევნო ოლქებს. მუხლი 167. მერობის/გამგებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა 100 1. მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. 2. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. 3. მერობის/გამგებლობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით. მერობის/გამგებლობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 4. პარტია/საარჩევნო ბლოკი მერობის/გამგებლობის კანდიდატის საბუთებს წარუდგენს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის/გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის/გამგებლობის კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში. 6. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის/გამგებლობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. 7. მერობის/გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას. 8. მერობის/გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: 101 ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით; გ) ორი ფოტოსურათი. 9. კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) სქესი; დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); ზ) თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“; თ) პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“; ი) საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი; კ) თანხმობა მერად/გამგებლად კენჭისყრაზე; ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი. 10. მერობის/გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამავე მუხლის მე-4–მე-6 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით – ამ პუნქტის „ა“– „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ, თუ: ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია; ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის/გამგებლობის კანდიდატის თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის/გამგებლის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები; დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის მოთხოვნები. 11. მერობის/გამგებლობის კანდიდატს მიეკუთვნება მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. 102 მუხლი 1692. მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 1. მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით, მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს. 2. თუ მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი, მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 3. რიგგარეშე არჩევნებში მერი/გამგებელი აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. 4. რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. 5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჭიროებს პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს მერის/გამგებლის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია. მუხლი 176. ხელმოწერების შეგროვების წესი და ვადები 1. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან. 2. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებული და ცესკოს დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არა უმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.