„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 221. სააგენტოს ურთიერთობა მუნიციპალიტეტის ორგანოებთან 1. სააგენტოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობის პრინციპია საქართველოს ორგანული კანონიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიის სფეროებში ღონისძიებების განხორციელებისას საერთო პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს: ა) მცენარეთა კარანტინის და ვეტერინარული კარანტინის დროს საკარანტინო მავნე ორგანიზმებისა და დაავადებების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის კარანტინის ან სხვა შეზღუდვის დაწესებას, მოხსნას და მისი განხორციელების ხელშეწყობას; ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; გ) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას.“. 2. 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი, გარდა ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროფილაქტიკური კარანტინისა, წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ; ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ამასთან, მუნიციპალიტეტს აქვს ადმინისტრაციული საზღვრები. შესაბამისად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, ტერმინი „თვითმმართველი ერთეული“ უნდა შეიცვალოს ტერმინით „მუნიციპალიტეტი“, ხოლო ტერმინი „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია“ ტერმინით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“. ამასთან, მუნიციპალიტეტებსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ორგანული კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონს, ვინაიდან აღნიშნული კანონები განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებს ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიის სფეროებში ღონისძიებების განხორციელებისას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, ხოლო „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“, რითიც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან. 3 ამასთან, სააგენტოსა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობის პრინციპი ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიის სფეროებში ღონისძიებების განხორციელებისას საერთო პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის სფეროში დაეფუძნება საქართველოს ორგანული კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 4 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 221. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის პრინციპია ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიის სფეროებში ღონისძიებების განხორციელებისას საერთო პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს: ა) მცენარეთა კარანტინის და ვეტერინარული კარანტინის დროს საკარანტინო მავნე ორგანიზმებისა და დაავადებების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის კარანტინის ან სხვა შეზღუდვის დაწესებას, მოხსნას და მისი განხორციელების ხელშეწყობას; ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; გ) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას. მუხლი 55. ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის დაწესება და მოხსნა 1. საკარანტინო მავნე ორგანიზმისა და გადამდები დაავადების აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია საკარანტინო ზონად ცხადდება. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი, გარდა ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროფილაქტიკური კარანტინისა, წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ; ბ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ამ თვითმმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ. 3. საკარანტინო ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.