„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ადგილობრივი ტყის ფონდი – სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნაწილი, რომელთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებენ მუნიციპალიტეტები;“. 2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მუნიციპალიტეტების კომპეტენცია ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებაში მონაწილეობა და მათ მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი; დ) ადგილობრივი ტყის ფონდით სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ბილეთის გაცემა; ე) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის ტყითსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ წინადადებების წარდგენა; ვ) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების უზრუნველყოფა; თ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებების წარდგენა; ი) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსი-ლებების განხორციელება. 3. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მეშვეობით მართავს მუნიციპალიტეტი.“ 2 4. 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხეტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო.“. 5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1181 მუხლი: „მუხლი 1181 ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა 2020 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მომზადების მიზანია საქართველოს ტყის კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან ტერმინოლოგიურ შესაბამისობაში მოყვანა. ამ მიზნით, ტერმინები „თვითმმართველი ერთეული“ და „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“ შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, ჰყავს არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ამასთან, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ცნებას. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები გათვალისწინებული იყო 1997 წელს მიღებულ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წელს მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, 2005 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონიერებენ. ტყის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს შესაბამისი სამსახურის მეშვეობით მართავს თვითმმართველი 4 ერთეული. თუმცა კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია მუნიციპალიტეტის ორგანოები, ნაცვლად სამსახურებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება და დაზუსტდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მმართველი ორგანო/თანამდებობის პირი. ამასთან, დამატებით მოწესრიგებას საჭიროებს ტყის კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საკითხი. არსებული მოწესრიგებით, ხე ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. ვინაიდან ბუნებრივი რესურსების მართვა საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას მიეკუთვნება და შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს, აუცილებელია ერთიანი და ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად, მიზანშეწონილია 93-ე მუხლიდან ამოღებულ უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა უფლებამოსილება გასცეს ნორმაში მითითებული ცნობა. ხოლო, 2020 წლის 1 იანვრის შემდგომ აღნიშნული უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოდ უნდა განისაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტყის კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან ტერმინოლოგიურ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინები „თვითმმართველი ერთეული“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები“ შეიცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები. ამასთან დადგინდება, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მეშვეობით მართავს მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, კანონის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგინდება, რომ საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხეტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ხოლო, კანონის გარდამავალ დებულებებს დაემატება მუხლი, რომელიც დაადგენს, რომ 2020 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხემცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი 5 ორგანოს ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, გარდა კანონის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 6 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
7 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 5. კოდექსში გამოყენებული ტერმინების განმარტება ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტყე – გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით ტყისთვის მიკუთვნებული ხეების, მათი გავრცელების არეალში მოქცეული მიწის, აგრეთვე ბუჩქების, ბალახების, ცხოველებისა და სხვათა ერთობლიობას, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და გავლენას ახდენენ ერთმანეთსა და გარემოზე; ბ) სახელმწიფო ტყე – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყე; გ) საქართველოს ტყის ფონდი – სახელმწიფო ტყის ფონდისა და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით არსებული ტყეების და მათი რესურსების ერთობლიობა; დ) სახელმწიფო ტყის ფონდი – საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობა; ე) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდი – სახელმწიფო ტყის ფონდი, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების გარდა; ვ) ადგილობრივი ტყის ფონდი – სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნაწილი, რომელთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები; ზ) ხის მეორეხარისხოვანი მასალები – მერქნიანი მცენარეების ფესვები, ქერქი, ლაფანი, ნეკერი, ძირკვი, ფიჩხი, თესლი, ტოტები; თ) სატყეო ურთიერთობები – სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისა და ტყითსარგებლობის დროს წარმოშობილი ურთიერთობები; ი) ტყითმოსარგებლე – საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას; კ) ტყეთმოწყობა – სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის შემადგენელი ნაწილი; ლ) ტყეკაფი – საქართველოს ტყის ფონდის ტყის განსაზღვრული უბანი, რომელზედაც განსაზღვრულია მოსაჭრელი ხეების ოდენობა და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები; მ) მოვლითი ჭრა – სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ნ) ხის უკანონო ჭრა ხეების ნებართვის გარეშე მოჭრა; ო) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი; 8 პ) ტყის კულტურები – თესვით ან დარგვით გაშენებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები; ჟ) ვარჯშეუკვრელი კულტურები – ტყის აღდგენის მიზნით გაშენებული ტყის კულტურები ვარჯების ურთიერთგადაფარვამდე; რ) დაცვითი ნარგაობა – ნიადაგის დაცვის მიზნით გაშენებული მერქნიან მცენარეთა ნარგავები; ს) სატყეო უბანი – სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა ოპტიმალურად ორგანიზების მიზნით გამოყოფილი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია; ტ) ხე-ტყის დამზადება – ხეების მოჭრა, სამანქანო გზამდე მოთრევა და დახარისხება; უ) (ამოღებულია) ; ფ) ტყის სუბალპური ზოლი – ტყის სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი; ქ) ჭალის ტყე – ვაკე რელიეფზე მდინარეების აუზში არსებული ტყეები; ღ) ქვეტყე – მერქნიან და ბუჩქოვან მცენარეთა სახეობების ერთობლიობა, რომლებიც არ ქმნიან და არსებულ პირობებში ვერ შექმნიან კორომის ზედა საბურველს; ყ) სერტიფიცირება – კომპეტენტური ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის, მისი რესურსების, ტყის დაცვის ღონისძიებების და სხვათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარება; შ) ხე - ტყე − საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი ; ჩ) სოციალური ჭრა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისა თვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება; ც) მრგვალი ხე - ტყე (მორი ) − ხე - ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის , მოთხრილ - მოტეხილი სგან ) მიღებული , 12 სმ - ზე მეტი (წვრილი ბოლოდან ) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი ; ძ) ხე - ტყის მარკირება – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით მრგვალი ხე - ტყის ( მორის ) სპეციალური ფირნიში საშუალებით აღრიცხვა ; წ) სპეციალური ფირნიში − ფირნიში , რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე - ტყის ( მორის ) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში; ჭ) სახერხი საამქრო − მრგვალი ხე - ტყის ( მორის ) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი ; ხ) საკონტროლო ფირნიში − სპეციალური ფირნიშის განუყოფელი ნაწილი, რომელიც სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების 9 შემდეგ აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნით, დადგენილი წესით უნდა წარედგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომ – დეპარტამენტი). მუხლი 13. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენცია ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებაში მონაწილეობა და მათ მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი; დ) ადგილობრივი ტყის ფონდით სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ბილეთის გაცემა; ე) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის ტყითსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ წინადადებების წარდგენა; ვ) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების უზრუნველყოფა; თ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებების წარდგენა; ი) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსი-ლებების განხორციელება. მუხლი 16. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა 1. სახელმწიფო ტყის ფონდს, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა , მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო . 2. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, შესაბამისი სამსახურის მეშვეობით მართავს თვითმმართველი ერთეული. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებულ ტყის ფონდს მართავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. 10 მუხლი 93. მრგვალი ხე - ტყის (მორის ) მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები 1. ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხეტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ამავე წესის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. 3. იმ ხე-ტყის ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში არ აქვს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, აგრეთვე იმ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელიც დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გასხვისება.