„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 633) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტები თავიანთ უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით.“. 2. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში,უსახლკარო პირების შემთხვევაში მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ თავშესაფრით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 6. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონით განსაზღვრული შეღავათებითა და დახმარებებით სარგებლობის უფლების რეალიზება ხორციელდება საბიუჯეტო რესურსების შესაძლებლობების გათვალისწინებითა და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების არსებობის შემთხვევაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს. აღნიშნული მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლებამოსილება მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილბას, თუმცა მე-9 მუხლში, აღნიშნული განსაზღვრულია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ვალდებულებად, რაც ეწინააღმდეგება კოდექსს. კოდექსი არ იცნობს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების“ ცნებას. კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტს გააჩნია მუნიციპალიტეტის ორგანოები, ამასთან, იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოს მიერ ხდება ამა თუ იმ უფლებამოსილების განხორციელება, თანხები გამოიყოფა შესაბამისი ბიუჯეტიდან. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კანონში განსაზღვრულია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ვალდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 პირების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფისათვის, როგორიც არის სარეაბილიტაციო და სამეცნიერო-საწარმოო ცენტრების შექმნა, მათთვის ნედლეულის შეძენა, პროდუქციის გასაღებაში დახმარება და სხვა. აღნიშნული ღონისძიებების საკანონმდებლო აქტში განსაზღვრა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან, აღნიშნული ღონისძიებები შესაძლოა განახორციელონ, როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო პირებმა. ამ შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთ მიმართ სახელმწიფომ შესაძლოა შეიმუშავოს პროგრამები, რომელშიც აისახება კონკრეტული ღონისძიებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გახდა კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც კოდექსის შესაბამისად არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, ამოღებულ იქნება. ამასთან, დადგინდება, რომ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტები თავიანთ უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულსანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით, ხოლო ამათუ იმ ღონისძიებათა განსახრციელებლად აუცილებელი თანხები გამოიყოფა შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია, საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის თანახმად კი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები დგინდება ორგანული კანონით, ცვლილება განხორციელდება კანონში და მუნიციპალიტეტის ვალდებულებად დარჩება მხოლოდ იმ უსაკლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, რომლებიც სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად აღარ საჭიროებენ ყოფნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში. ხოლო, ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციაა, ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა. ამასთან, დაზუსტდება, რომ სოციალური დახმარება ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებით მხოლოდ შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების არსებობისას. კანონის პროექტის შესაბამისად, კანონიდან ამოღებულ იქნება კანონის მე-16 მუხლი და 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ვინაიდან, აღნიშნულ მუხლებში განსაზღვრული საკანონმდებლო ვალდებულება შესაძლოა აისახოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: 4 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 5 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების უზრუნველყოფა კულტურულ-სანახაობით დაწესებულებებსა და სპორტულ ნაგებობებში 1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით. 2. ჩამოთვლილი მომსახურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირე ბი სარგებლობენ უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის წესს, პირობებსა და შეღავათებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მუხლი 11. შეზღუდული საყოფაცხოვრებო მომსახურება შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალურ- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება, მათ შორის, სურსათ-სანოვაგითა და სახალხო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა, კომუნალური და სხვა სახის მომსახურება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით. მუხლი 16. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სარეაბილიტაციო დაწესებულებები სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სარეაბილიტაციო დახმარების მოთხოვნებისა და ადგილობრივი პირობების შესაბამისად, ქმნიან სარეაბილიტაციო, მათ შორის, სამეცნიერო-საწარმოო ცენტრების ქსელს, აღდგენითი მკურნალობის განყოფილებებს ამბულატორიულ და სტაციონალურ სასწავლო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სანატორიულ-საკურორტო დაწესებულებებს, საწარმოებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებს. მუხლი 22. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა შრომის პირობები 7 1. საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაციის ინდივიდუადური პროგრამის შესაბამისად იქმნება შრომის სათანადო პირობები. 2. კოლექტიური და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებებით დადგენილი შრომის პირობები, მათ შორის, შრომის ანაზღაურება, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმი, წლიური და დამატებითი შვებულებების ხანგრძლივობა არ უნდა აუარესებდეს ან ზღუდავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა მდგომარეობასა და უფლებებს სხვა მუშაკებთან შედარებით. 3. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ეხმარებიან შინ ან ინდივიდუალურად მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს აღნიშნული საქმიანობისათვის არასაცხოვრებელი შენობების გამოყოფაში, ნედლეულის შეძენასა და პროდუქციის გასაღებაში. 4. შრომითი დასახიჩრებით ან პროფესიული დაავადებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ად ცნობილ მოქალაქეებს მიყენებულ ზარალს უნაზღაურებენ ბრალეული საწარმოები, ორგანიზაციები (საკუთრების და მეურნეობის ფორმის მიუხედავად) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 27. პანსიონატებსა და სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებეში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები 1. სახელმწიფო საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად და მათი სურვილის გათვალისწინებით. პანსიონატებში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თათვის შექმნილმა პირობებმა უნდა უზრუნველყონ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაცია. 2. თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ თა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართობით, მათ შორის, ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს – სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 29. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები 1. სოციალური დახმარება ხორციელდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით, აგრეთვე ორგანიზაციათა და მოქალაქეთა ნებაყოფლობითი შენატანებით. 8 2. ის საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სოციალური დახმარების ღონისძიებებს აფინანსებენ, იბეგრებიან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.