„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 24/06/2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792.) 98-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის მოსამზადებლად მისი გათავისუფლებიდან 3 თვემდე ვადის განმავლობაში პრობაციის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და იმ მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, სადაც არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ან სადაც ის აპირებს დაბრუნებას.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში არსებული ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ შეცვლა, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მათ მიერ არჩეული ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ეს უფლება ხორციელდება მუნიციპალიტეტებში, რომელთაც, როგორც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ჰყავს არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით, - „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, ნორმიდან ამოსაღებია ტერმინი „ტერიტორიულ/ადმინისტრაციულ ერთეულებში“ ვინაიდან, კოდექსის შესაბამისად, მოხოლოდ მუნიციპალიტეტს აქვს საზღვრები და სხვა დამოუკიდებელი ტერიტორიული/ადმინისტრაციული ერთეული საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათალისწინებული. 3 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება: მუხლი 98. არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მზადება 1. საპატიმრო სასჯელის არანაკლებ ორი მესამედის მოხდის შემდეგ, მაგრამ გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება: ა) ატყობინებს არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დანაშაულის პრევენციის ცენტრს (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის ცენტრი) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს; ბ) არასრულწლოვანს უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამით; გ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში ამზადებს მისი სოციალური ჩართულობის საქმეს დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის გადასაცემად, არასრულწლოვნის რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის; დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულს მისთვის გასაგები ფორმით აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზით შეუძლია მას გათავისუფლების შემდეგ შესაბამისი დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება. 2. დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები: ა) არასრულწლოვანს ხვდებიან დაწესებულებაში; ბ) იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა არასრულწლოვნისთვის გასაგები იყოს მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის პირობები და საჭიროება; გ) ეცნობიან არასრულწლოვნის სოციალური ჩართულობის საქმეს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; დ) გათავისუფლების შემდეგ ყოფილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მათთვის მიმართვის შემთხვევაში ამტკიცებენ მისი რესოციალიზაციარეაბილიტაციის გეგმას მიმართვიდან არაუგვიანეს 3 თვისა; ე) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დაწყებული პროგრამების დასრულებას და სრულყოფას. 3. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში – სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური დეპარტამენტი: ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ატყობინებს მისი გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს; 6 ბ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის მოთხოვნით. 4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი: ა) აფასებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებს და განსაზღვრავს მის საჭიროებებს; ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების დასრულებისთანავე შესაბამის დოკუმენტებს უგზავნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მიმართვის და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის ფორმასა და წესს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზეა დანიშნული და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 3 თვეს არ აღემატება. 7. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმა უნდა მომზადდეს მის გათავისუფლებამდე სულ მცირე 2 თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადის დაცვა შეუძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლების ან ამნისტიის/შეწყალების აქტის გამოცემის ანდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის გამო. 8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის მოსამზადებლად მისი გათავისუფლებიდან 3 თვემდე ვადის განმავლობაში პრობაციის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და იმ ტერიტორიულ/ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სადაც არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ან სადაც ის აპირებს დაბრუნებას.