„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობაში, სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებში.“. 2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს მეთაური (უფროსი) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ერთად.“. 3. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები. 2. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონში არსებული ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ შეცვლა, ვინაიდან კოედქსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება, რომელიც რეალიზდება მუნიციპალიტეტებში. სწორედ მუნიციპალიტეტებს, როგორც დამოუკუდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ჰყავთ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ჩანაცვლდება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 3 კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 5. სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა 1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობაში, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. 2. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა და სამსახური შეთავსებით, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სამედიცინო საქმიანობისა, თუ ეს ხელს არ შეუშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. მუხლი 16. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო უზრუნველყოფა 1. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს მეთაური (უფროსი) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად. 2. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ევალება მეთაურს (უფროსს). მასვე ეკისრება სამხედრო სამსახურის გავლის, სამხედრო წვრთნის, საბრძოლო მომზადებისათვის მეცადინეობების ჩატარების, სამხედრო ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციის და სხვა სამუშაოთა შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა. 3. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურისა, დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. 41. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების დროს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს 5 მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. 5. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში, სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში სარგებლობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობის უფლებით. მუხლი 20. წინადადებები, განცხადებები, საჩივრები 1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები. 2. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია მეთაურის (უფროსის) მეშვეობით ან პირადად სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. 3. სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა და მასზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარისო წესდებებით გათვალისწინებული წესით. საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ან საჩივრის განხილვის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს ზემდგომ მეთაურს (უფროსს), პროკურატურას ან სასამართლოს. 4. აკრძალულია სამხედრო მოსამსახურის საჩივრის განხილვის შეჩერება, აგრეთვე საჩივრისათვის დასჯა ან დევნა. 5. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც საჩივარი შეიტანა, არ თავისუფლდება ბრძანებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბრძანების გამცემს. 6. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მისი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ გამოცემული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 3 თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში.