„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.“. 2. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ დააფინანსონ შემოქმედებითი კავშირის ცალკეული პროგრამა. ამ მიზნით გამოყოფილი თანხა არ უნდა დაიხარჯოს სხვა მიზნით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- ------, 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონის შესაბამისად, შემოქმედებითი კავშირის დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. კოდექსის შესაბამისად, ორგანიზაციული წარმონაქმნის დამფუძნებელი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტი და არა მუნიციპალიტეტის ორგანო. კოდექსის მე16 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს, რომლებშიც არ არის გათვალისწინებული შემოქმედებითი კავშირების დაფინანსება. კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განკარგავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და არ შეიძლება მას უფლებამოსილებად განესაზღვროს ისეთი სუბიექტის დაფინანსება, რომლის დაფინანსება არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტისათვის შემოქმედებითი კავშირების დაფინანსების შესაძლებლობის თაობაზე შესაბამისი რეგულაცია კანონიდან უნდა იქნეს ამოღებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, შემოქმედებითი კავშირების დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კანონის პროექტიდან ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, დააფინანსოს შემოქმედებითი კავშირის ცალკეული პროგრამები. 3 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. . განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 16 . შემოქმედებითი კავშირის დამფუძნებლები 1. შემოქმედებითი კავშირის დამფუძნებელია შემოქმედ მუშაკთა (ქმედუნარიან ფიზიკურ პირთა) საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც არანაკლებ 5 პირია გაერთიანებული. 2. დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. 3. შემოქმედებით კავშირში დამფუძნებლების გაწევრებას და კავშირის წევრთა აღრიცხვას ახორციელებს კავშირის მართვის ორგანო/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი კავშირის წესდებით განსაზღვრული წესით. მუხლი 27 . შემოქმედებითი კავშირის ფინანსები 1. შემოქმედებითი კავშირის ფინანსები შედგება: ა ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისაგან; ბ) საწევრო შენატანებისაგან; გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული შემოწირულობებისაგან; დ) ამ კანონით დადგენილი წესით სამეწარმეო ( კომერციული ) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისაგან; ე ) კულტურულ - გასართობი და სხვა ფასიანი ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებისაგან; ვ ) ამ კანონით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან. 2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შეუძლიათ დააფინანსონ შემოქმედებითი კავშირის ცალკეული პროგრამა. ამ მიზნით გამოყოფილი თანხა არ უნდა დაიხარჯოს სხვა მიზნით. 3. შემოქმედებით კავშირს არა აქვს უფლება ფიზიკური პირისათვის დააწესოს რაიმე სავალდებულო გადასახდელი, საწევრო შენატანის გარდა. 4. საწევრო შენატანის ოდენობა განისაზღვრება შემოქმედებითი კავშირის წესდებით.