„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) გრანტის (გარდა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემული გრანტისა) ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე განთავსება (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით) ან ანგარიშიდან გადარიცხვა;“. 2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოდან ან დაწესებულებიდან, მუნიციპალიტეტის ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებიდან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. ------ 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან. კანონის მე-5 მუხლში არსებული ჩანაწერის მიხედვით, გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გრანტის გაცემის შესაძლებლობა. კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ხოლო, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია ორგანოები. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის აღსანიშნავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს ტერმინი - მუნიციპალიტეტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, კანონიდან ამოღებული იქნება ტერმინი ადგილობრივი თვითმმართველობა, ვინაიდან იგი წარმოადგენს მოქალაქეთა უფლებასა და შესაძლებლობას და აღნიშნულის ნაცვლად, დამკვიდრდება ტერმინი - 3 მუნიციპალიტეტი. ამასთან, იმ სუბიექტებს, რომლებიდანაც შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა ემატება მუნიციპალიტეტის ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც კოდექსის შესაბამისად, არის გამგეობა/მერია. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 4 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 5. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები 1. ამ კანონის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების, ადვოკატებისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების საშუალებით შესრულებული გარიგებების, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს დაქვემდებარებული ქმედებების გარდა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. კომერციული ბანკების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია): ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით; ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ბანკნოტების საშუალებით; გ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული ბანკის საბანკო ანგარიშიდან მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში მოქმედ ან რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე; დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული პირის (მათ შორის, ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის) მიერ სესხის გაცემა ან მიღება, ანდა ასეთი პირის მიერ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება (ოპერაცია); ე) სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა; ვ) საწარმოს (საზოგადოების) კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით), გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ 6 საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების შეძენისა; ზ) ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით განთავსება და გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვისა); თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით; ი) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (გარდა კომერციული ბანკისა და სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) რეგისტრაციიდან (გარდა პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილების რეგისტრაციისა) 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე განთავსება (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით) ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა (გარდა ერთ საბანკო დაწესებულებაში საკუთარ საბანკო ანგარიშებზე შესრულებული ოპერაციებისა); კ) გრანტის (გარდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გაცემული გრანტისა) ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე განთავსება (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით) ან ანგარიშიდან გადარიცხვა; ლ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია). 21. საბროკერო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია): ა) წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით შესრულებული გარიგება; ბ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია); გ) ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის (მათ შორის, ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის) მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება; დ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება. 22. სადაზღვევო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია): 7 ა) დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევა; ბ) ანუიტეტური და საპენსიო დაზღვევა; გ) პრემიის დაბრუნების პირობით პიროვნული დაზღვევა; დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის (მათ შორის, ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის) მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება; ე) დამზღვევის ინიციატივით პირველი სამი თვის განმავლობაში გაწყვეტილი სადაზღვევო კონტრაქტი; ვ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია); ზ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება. 2 3. ადვოკატისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება, როდესაც ადვოკატი ან საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი კლიენტის დავალებით ან კლიენტის სახელით მონაწილეობს შემდეგი სახის საქმიანობაში/გარიგებაში: ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა; ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა; გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა; დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება; ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა; ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა. 3. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა. 4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას. 5. ამ მუხლის პირველი–23 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგებების გარდა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მონიტორინგის განმახორციელებელი პირისათვის შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განსაზღვრულ შემთხვევებში, მის მიერ დადგენილი წესით. 5 1. ადვოკატი და პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას, 8 მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმას აგზავნიან იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს. 6. საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით და ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. თუ ვერ ხერხდება მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაცია, აგრეთვე ამ კანონის 6 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უარს ეუბნება პირს გარიგების შესრულებაზე (კლიენტის მომსახურებაზე). მონიტორინგის განმახორციელებელი პირი გარიგების შესრულებას აჩერებს ასევე იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეყვანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, და დაუყოვნებლივ უგზავნის ანგარიშგების შესაბამის ფორმას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. 8. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები იმაში დასარწმუნებლად, რომ ყურადღებას აქცევენ ყველა გარიგებას (ოპერაციას) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით. 9. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 2 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 2 2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებებს (ოპერაციებს), რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგებების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან, განახორციელონ რისკის შესაბამისი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, პირის გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი, რათა დადგინდეს, გარიგება (ოპერაცია) უჩვეულო გარიგებაა თუ საეჭვო გარიგება. 10. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს. 9 მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 11. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 12. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, საბჭოებსა და ორგანიზაციებში. 1 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. 14. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 15. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას. ანგარიშგების ფორმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების, აგრეთვე საბანკო ანგარიშების (სადაც ეს შესაძლებელია) შესახებ. 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ. 4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს: ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალები ან ასლები), მათ შორის, კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგების (ოპერაციის), მათ შორის, საბანკო ანგარიშის, ან გარიგების (ოპერაციის) დადების ან შესრულების მცდელობის და მისი მონაწილე პირების შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა 10 ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ბ) საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისათვის; გ) ამ კანონის შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; დ) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელ და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში; ე ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან , აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან , რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო - სამართლებრივ უფლებამოსილებებს ; ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების მოთხოვნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს. 5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია: ა) შექმნას საინფორმაციო ქსელი, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და ფუნქციონირება; ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს; გ) შეისწავლოს ამ კანონის შესრულების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის მიზნის მიღწევას. 6. ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით 11 გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, დაავალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს რაიმე ინფორმაციის მოძიება (მოპოვება). 7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები.