„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №15-16, 26 აპრილი, 1997, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან), სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) დამოუკიდებელნი არიან სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისაგან, არ არიან მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი და არ ექვემდებარებიან მათ კონტროლს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 3. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლიათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე მათ მიერ დაყენებული საკითხებისა და წინადადებების განხილვაში.“. 4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას, ამ ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“. 5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ინფორმაციის მიღება და განხილვა 2 პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ მიიღონ და განიხილონ საწარმოთა ადმინისტრაციის, დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისაგან თავისი საწესდებო საქმიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფორმაცია შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. 6. 21-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პროფესიული კავშირის ურთიერთობა დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებთან“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ურთიერთობა დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან რეგულირდება სოციალური პარტნიორობის საფუძველზე მათ შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) კანონმდებლობის შესაბამისად.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან), სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან თავისი საწესდებო ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- ------, 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული მიზნით ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება. კერძოდ, კანონში არსებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შესაბამისობაში მოვა კოდექსთან და შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, ვიანიდან კოდექსის შესაბამისად „ადგილობრივი თვითმმართველობა“ არის უფლება და შესაძლებლობა, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება თვითმმართველ ერთეულში, რომელსაც კოდექსი უწოდებს მუნიციპალიტეტს. ამასთან, კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტს ჰყავს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ორგანოებით“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. 4 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი 5 საქართველოს სამინისტრო. რეგიონული ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 1. კანონის მიზნები 1. საქართველოს კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“ ადგენს პროფესიული კავშირების (პროფკავშირების) შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს, უფლებებსა და საქმიანობის გარანტიებს. 2. ეს კანონი აწესრიგებს: ა) საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიული კავშირების შექმნის, უფლებებისა და საქმიანობის გარანტიების რეალიზებასთან; ბ) პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან), სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. მუხლი 5. პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობა 1. პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) დამოუკიდებელნი არიან სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისაგან, არ არიან მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი და არ ექვემდებარებიან მათ კონტროლს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. პროფესიული კავშირი არ ქმნის და არ მიეკუთვნება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას (გაერთიანებას). მუხლი 10. მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება 1. პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) იცავენ და წარმოადგენენ პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს. 2. პროფესიულ კავშირებს, პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ შესაბამის ორგანოებში შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტების პროექტების წინასწარ განხილვაში, შეიმუშაონ ალტერნატიული წინადადებები. 3. პროფესიული კავშირი წარადგენს წინადადებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმებისა და კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ. 7 4. პროფესიული კავშირი იცავს თავისი წევრების უფლებებს თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც. 5. შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების სისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობას კანონმდებლობის მიხედვით აწესებენ დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები), შესაბამისი პროფესიული კავშირების მონაწილეობით, რაც მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ (სატარიფო) ხელშეკრულებებში (შეთანხმებებში). 6. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლიათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე მათ მიერ დაყენებული საკითხებისა და წინადადებების განხილვაში. 7. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ ინტერესებთან და უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებულ პირობებში. მუხლი 12. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადებისა და შესრულებისადმი კონტროლის უფლება 1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას, ამ ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 2. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები), აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან აწარმოონ მოლაპარაკება პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, პროფესიულ კავშირებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებებთან (ასოციაციებთან) შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) გამოვლენ ასეთი ინიციატივით, და ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები). 8 მუხლი 14. ინფორმაციის მიღება და განხილვა პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ მიიღონ და განიხილონ საწარმოთა ადმინისტრაციის, დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან თავისი საწესდებო საქმიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფორმაცია შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 21. პროფესიული კავშირის ურთიერთობა დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებთან 1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ურთიერთობა დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან რეგულირდება სოციალური პარტნიორობის საფუძველზე მათ შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ სხვა სოციალურ პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ მშრომელთა სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილ სახელმწიფო ფონდების (კომპანიების) მართვაში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან), სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთანთავისი საწესდებო ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონმდებლობის შესაბამისად. 4. საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში არსებული მშრომელთა სხვადასხვა წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანოები არ შეიძლება გამოყენებულ იქნენ პროფესიული კავშირების კანონიერი საქმიანობის შესაზღუდავად. 5. სახელმწიფო ხელს უწყობს პროფესიულ კავშირებს წესდებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებაში.