„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 110714022, 14.07.2011.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები უნდა დაიგეგმოს პროგრამულ საფუძველზე, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების განკარგვა ხდება ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ა) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ყველა შემოსულობა მიმართული უნდა იქნეს ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსავლები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია; ბ) არ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგინდეს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული შემოსულობა მიმართულ იქნეს ბიუჯეტის კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. ეს შეზღუდვა არ ეხება ისეთ დაფინანსებას, რომელსაც ახორციელებს დონორი და რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების განსხვავებულ პრინციპს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- ------, 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონის ტექსტში, გამოყენებულია ტერმინი - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები. კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ხოლო, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია ორგანოები. შესაბამისად, კანონში, თვითმმართველი ერთეულის აღსანიშნავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, გამოყენებული უნდა იყოს ტერმინი მუნიციპალიტეტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, კანონიდან ამოღებული იქნება ტერმინი ადგილობრივი თვითმმართველობა, ვინაიდან იგი წარმოადგენს მოქალაქეთა უფლებასა და შესაძლებლობას და აღნიშნულის ნაცვლად, დამკვირდება ტერმინი მუნიციპალიტეტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო 3 კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა 1. ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის საშუალებით კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ყოველი შემდგომი თაობისათვის სამართავად შემცირებული ფინანსური ვალდებულებების მქონე ქვეყნის გადაცემის ხელშეწყობის მიზნით დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები: ა) ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 30% ; ბ) ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი ს შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 3% ; გ) სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 6 0% . 2. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზღვარს ან/და ზღვრებს, საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტების პარამეტრები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს მოცემულ პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას. 3. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზღვრის ან/და ზღვრების შეუსაბამო ბიუჯეტის დამტკიცება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ამ ზღვრის/ზღვრების შესაბამისი იყო, გარდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობისა ან/და ეკონომიკური რეცესიისა. 4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები უნდა დაიგეგმოს პროგრამულ საფუძველზე, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. მუხლი 3. ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების განკარგვა ხდება ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ყველა შემოსულობა მიმართული უნდა იქნეს ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსავლები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია; 6 ბ) არ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგინდეს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული შემოსულობა მიმართულ იქნეს ბიუჯეტის კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. ეს შეზღუდვა არ ეხება ისეთ დაფინანსებას, რომელსაც ახორციელებს დონორი და რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების განსხვავებულ პრინციპს.