„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ.1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის 61-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს;“. 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საჯარო შეთავაზება არასამთავრობო ემიტენტების, მათ შორის, მუნიციპალიტეტების მიერ ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- ------, 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონში არსებული ტერმინების „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობები“ ტერმინით, „მუნიციპალიტეტები“ შეცვლა. კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა მატერიალური და არამატერიალური ქონება. შესაბამისად, ფასიანი ქაღალდები წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და არა მუნიციპალიტეტის ორგანოების. კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის უფლება და შესაძლებლობა, ხოლო უფლება და შესაძლებლობა შეთავაზებას ვერ განახორციელებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი გახდა შესაბამისი ცვლილების განხორციელება კანონში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობები“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტები“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო 3 კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 2. ტერმინთა განმარტება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 11 + ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. ანგარიშვალდებული საწარმო – ამ კანონის მე -9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმო . 2. არსებითი (ფაქტი ან მოვლენა) – ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც, კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას. 3. აუდიტორი – პროფესიული ორგანიზაციის წევრი (ფიზიკური ან იურიდიული პირი ) რომელიც გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას ფინანსური ანგარიშგების ან კონსოლიდირებული ანგარიშგების შესახებ აუდიტის საფუძველზე ან / და რწმუნებას ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის პროცედურების საფუძველზე . აუდიტორული კომპანია არ უნდა იყოს აფილირებული და უნდა იყოს დამოუკიდებელი ამ მუხლის მე -11 პუნქტში აღნიშნული იმ პირისაგან , რომელსაც ის ემსახურება , როგორც აუდიტორი . 4. ბანკი – საბანკო დაწესებულება, რომელიც ორგანიზებულია „მეწარმეთა შესახებ“, ხოლო ლიცენზირებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით. 5. ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი , რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია , ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი , ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი , მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი . 51. რეგისტრირებული მესაკუთრე – პირი , რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას : ა ) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი , გარდა ნომინალური მფლობელისა ; ბ ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს , იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის ; გ ) იღებს ფულად მოგებას , როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე ; დ ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება ; ე ) აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება , გახდეს ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მესაკუთრე . 6 6. ბროკერი – ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას. 7. გაზეთი – ნებისმიერი გაზეთი ან ოფიციალური გამოცემა, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს სააგენტო. 8. (ამოღებულია). 9. გაყიდვა – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან სხვაგვარი გასხვისების შესახებ. 10. ლიცენზია – „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზია . 11. დაკავშირებული პირი : ა ) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი , რომელიც , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად , კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება ; ბ ) საწარმო , რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს , რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს , ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე ; გ ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი , რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს , რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს , ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე ; დ ) იურიდიული პირის შემთხვევაში : დ . ა ) პირის მმართველი ორგანოს წევრი ან / და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ; დ . ბ ) პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი , რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს , ზემოქმედება მოახდინოს ამ იურიდიული პირის გადაწყვეტილებებზე . 12. ემისიის პროსპექტი – წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება. 13. წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა სააგენტოს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ. 14. დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია სააგენტოს მიერ. 15. საბოლოო პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია სააგენტოს მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ხოლო თუ საბროკერო კომპანია (კომპანიები) თანახმა არის (არიან) ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელების სახელით – აგრეთვე ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ. 16. ემიტენტი – პირი , რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს . 7 17. (ამოღებულია). 18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა – ეს კანონი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველობს სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 19. (ამოღებულია). 19 1. სააგენტო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს საფინანსო სექტორს. 20. კონტროლი ( მნიშვნელოვანი წილი , მნიშვნელოვანი შენაძენი ) – ვითარება , როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ფლობს ხმების 10%- ზე მეტს ან სხვაგვარად შეუძლია გააკონტროლოს საწარმო . 21. მეორადი საჯარო ვაჭრობა – ფასიანი ქაღალდის იმგვარი ყიდვა ან გაყიდვა, რომელიც: ა) არ ხორციელდება ემიტენტის სახელით ან არ წარმოადგენს ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მუხლების მიხედვით საჯარო შეთავაზების ნაწილს; ბ) ღიაა პირდაპირი ან წარმომადგენლის საშუალებით მონაწილეობისათვის არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი წრისათვის. 22. მმართველი ორგანო –– დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭო. 23. პირი – იურიდიული ან ფიზიკური პირი. 24. რეგისტრირებული მფლობელი – ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში. 25. რეკლამა – განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო- ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერების გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით. 26. საბროკერო კომპანია – იურიდიული პირი , რომელსაც აქვს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია . 27. სამეურნეო წელი – დროის პერიოდი ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 28. სამთავრობო ფასიანი ქაღალდი –– საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი. 29. საფონდო ბირჟა – ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი , რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა - გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვებას , ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას . 8 30 . (ამოღებულია). 31. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევა – დარღვევა , რომელიც არ არის ტექნიკური ხასიათის და წარმოადგენს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კანონების ან საფონდო ბირჟის ან დეპოზიტარის წესების მოთხოვნათა განზრახ უგულებელყოფას . 32. ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდები ) – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები , რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით (ან მათი კომბინირებული ვარიანტით ) ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ ასეთების შეძენის უფლების მატარებლები , საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები . ამ კანონით შემდეგი ინსტრუმენტები არ განიხილება და არ რეგულირდება , როგორც ფასიანი ქაღალდები : ა ) ბანკების ვალდებულებები , დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვადიან დაფინანსებასთან , რომლებსაც წარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი , შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა ; ბ ) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ენუიტური კონტრაქტი , გამოშვებული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი იურიდიული პირის მიერ ; გ ) ჩეკი (რეგულირდება საქართველოს კანონით „ჩეკების შესახებ “); გ 1 ) თამასუქი (რეგულირდება საქართველოს კანონით „თამასუქის შესახებ “); დ) სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც რეგულირდება შესაბამისად ამ კანონით ან სხვა კანონებით. 33. არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი , რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით , მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ნომინალური მფლობელების ჩანაწერებში რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის სახელზე . 34. საინვესტიციო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით. 35. სასესხო ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი , რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე ; იგი მოიცავს სამთავრობო ფასიან ქაღალდებს , თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული . 36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე; 37. ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება) – პროცედურა, რომლის საშუალებითაც ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს. 9 38. ფასიანი ქაღალდების კლასი – ემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი , რომელიც ადასტურებს იდენტურ უფლება - მოვალეობებს . 39. წილობრივი ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში. 40. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე – ინვესტორი, ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე, აუდიტორი. 41. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე – საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ანგარიშვალდებული საწარმო, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი. 42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესებით. 43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში. 44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. 45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი , რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა , კლასი და მათთან დაკავშირებული , კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია . 46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საბროკერო კომპანია (კომპანიები) კისრულობს (კისრულობენ) ვალდებულებას, განათავსოს (განათავსონ) ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად: ა) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტირებული საფუძველი ნიშნავს საბროკერო კომპანიის (კომპანიების) მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, მისი თავის (თავიანთ) საკუთრებაში დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით; ბ) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არაგარანტირებული საფუძველი ნიშნავს საბროკერო კომპანიის (კომპანიების) მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, მისი 10 თავის (თავიანთ) საკუთრებაში დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე. 47. შეთავაზება – გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღოს მონაწილეობა ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში. 48. შეთავაზების განაცხადი – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია, უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითებით. 49. ჩანაწერი – ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ანგარიშის, კორესპონდენციის, მაგნიტურ ფირსა და კომპიუტერის დისკზე ჩანაწერებისა თუ სხვა სახით, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ჩვეულებრივ ან რაიმე ტექნიკური საშუალებებით. 50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება. 501. წევრი – საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტი , რომელიც საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის წესის შესაბამისად აღიარებულია საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის წევრად . 51. წერილობითი ფორმა – კომუნიკაციის ნაბეჭდი, ლითოგრაფიული ან ნებისმიერი გრაფიკული ფორმა. 52. (ამოღებულია – 10.04.2012, №6022 ). 53. განვითარებული ქვეყნები – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები. 54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით. სააგენტოს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი. 55. საინვესტიციო ფონდი – იურიდიული პირი ან კოლექტიური საინვესტიციო სქემა , რომელიც იქმნება ინვესტორების ფულის აკუმულირებისა და განთავსების მიზნით . 11 56. კოლექტიური საინვესტიციო სქემა – ფინანსური ინსტიტუტების მართვაში გადაცემული ფულადი საშუალებები ამ თანხების ინვესტიციებში განთავსების მიზნით . 57. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალი აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირი, რომელიც ასეთად აღიარებულია სააგენტოს მიერ. 58. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი – პირი , რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200,000 ლარს . 59. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი – ფინანსური ინსტიტუტი ან კოლექტიური საინვესტიციო სქემა , შექმნილი ამ კანონის შესაბამისად . მისი მონაწილენი არიან მხოლოდ გათვიცნობიერებული (გამოცდილი ) ინვესტორები . 60. საინვესტიციო ფონდის მმართველი – პირი ან პირთა ჯგუფი , რომელიც მართავს საინვესტიციო ფონდს . 61. ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი – ემიტენტის მიერ გამოშვებული და განთავსებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი, რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას: ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ 5%-იან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს, გარდა იმ ფასიანი ქაღალდების პაკეტისა, რომელსაც დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვების მიზნით რეგისტრირებულ საკუთრებაში ფლობს საერთაშორისო დეპოზიტარი; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს; გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს. 62. უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – სააგენტოს მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა, რომლის წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. ასეთ ბირჟებს, როგორც მინიმუმი, მიეკუთვნებიან განვითარებულ ქვეყნებში არსებული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბირჟები. 63. კოტირება – საფონდო ბირჟის მიერ ფასიანი ქაღალდის ოფიციალური ფასის ან / და ფასთა ინტერვალის დადგენა გარკვეული თარიღისათვის , გაანგარიშებული დადებული გარიგებების ან / და გაკეთებული სავაჭრო განაცხადების საფუძველზე , ბირჟის მიერ დამტკიცებული მეთოდიკის შესაბამისად . 12 64. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში – ფინანსური ანგარიში , რომელიც მოიცავს როგორც მშობელი , ისე შვილობილი საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს . 65. შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას. 66. ფილიალი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი. მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების ცნება 1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობისათვის ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის შესახებ. საჯარო შეთავაზებად მიიჩნევა აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით იმ პირის სახელით წამოყენებული ამგვარი წინადადება, რომელიც არ არის ემიტენტი. ნებისმიერ პირს შეუძლია განახორციელოს საჯარო შეთავაზება, თუ იგი სააგენტოს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ, თავის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ინფორმაციას (დოკუმენტებს) და ძირითად ინფორმაციას თავის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია დააწესოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განსხვავებული წესი. 2. ემიტენტს უფლება აქვს საბროკერო კომპანიასთან დადოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ. 3. იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელს, რომელიც ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას ახორციელებს ამ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, უფლება აქვს წინადადებით მიმართოს ემიტენტს, დადგენილი წესით საჯარო შეთავაზებაში შეიტანოს მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები. 4. საჯარო შეთავაზება არასამთავრობო ემიტენტების , მათ შორის , ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით . 5. საინვესტიციო ფონდის ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და გასხვისების წესები განისაზღვრება ამ კანონით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ფასიანი ქაღალდების შესახებ სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიყიდვა მხოლოდ გამოცდილი ინვესტორებისათვის არ განიხილება , როგორც საჯარო შეთავაზება