„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ.102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებას ახდენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.“. 2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გეოგრაფიული ობიექტები – დედამიწის ბუნებრივი წარმონაქმნები: კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, კუნძულები, მთები, მდინარეები, ტბები, მყინვარები და სხვა, აგრეთვე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, მათი ცენტრები, ქალაქები, დაბები, სოფლები, ქუჩები, მოედნები, პარკები და სხვა მსგავსი ობიექტები;“. 3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, მუნიციპალიტეტებისათვის, ფიზიკური პირებისათვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის.“. 4. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ახლად წარმოქმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და დასახლებებს;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეოსაყოფაცხოვრებო თავისებურებებს და უნდა მიესადაგებოდეს საქართველოს 2 ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარის ტოპონიმიკურ სტრუქტურას. სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან მეტი სიტყვისაგან.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი და იმავე სახის გეოგრაფიულ ობიქეტს არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.“; დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.“. 5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დასახლებაში/მუნიციპალიტეტში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;“. 6. მე-10 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინადადებებს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას წარუდგენენ სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები და მუნიციპალიტეტები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიული პირები. შემოსული წინადადებისა და მასთან ერთად წარმოდგენილი მასალების განხილვის წესი და თანამიმდევრობა განისაზღვრება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მათი ადმინისტრაციული ცენტრების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო ქალაქების, დაბების, სოფლების, სასაზღვრო ზოლში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; ბ) მე-4 - მე-6 პუნქტები ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული დასახლებების, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების, სახელდებას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და სამთავრობო კომისიის თანხმობით. 5. გადაწყვეტილება საქართველოს ქალაქებში, დაბებში და სოფლებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მიიღება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით და სამთავრობო კომისიის თანხმობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – 3 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით.“; 6. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები და მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან, კომპეტენციის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − მუნიციპალიტეტის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედანის, პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივანის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, გეგმარებითი რაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.“. 7. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის წარდგინებით განხორციელებული, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
4 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია. კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს, რომელიც მოიცავს ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის კანონით დადგენილი წესით სახელდების უფლებამოსილებას, თუმცა ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „თვითმმართველი ერთეულები“ შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტები“. ამასთან, კანონის მე-8 და მე-9 მუხლებში გამოყენებულია ტერმინი „რეგიონი“,ხოლო, კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სახელწოდება ერქმევა ახლად წარმოქმნილ დასახლებულ პუნქტებს, თუმცა კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტი კი არის კოდექსით დადგენილი რეკვიზიტების მქონე დასახლება ან დასახლებათა 5 ერთობლიობა. ვინაიდან, არც რეგიონის და არც დასახლებული პუნქტის ცნებას კოდექსი არ იცნობს, მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება და ტერმინები „რეგიონი“ და „დასახლებული პუნქტი“ ჩანაცვლდეს „დასახლებით“ და „საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარით“. კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი დედაქალაქების აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელდების წესს, თუმცა ავტონომიურ რესპუბლიკებს დედაქალაქები არ გააჩნია. ხოლო, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ბათუმი, შესაბამისად, ცვლილების პროექტის შესაბამისად, კანონიდან ამოღებულ იქნება ტერმინი „ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქები“ და იგი ჩანაცვლდება ტერმინით „ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციული ცენტრები“. კოდექსიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილება, რომლის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება სხვა, იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას. მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება კანონში და გეოგრაფიულ ობიექტთა აღრევის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალოს ერთსა და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი და იმავე გეოგრაფიული ობიექტებისათვის ერთი და იგივე სახელწოდების დარქმევა. კანონის მე-10 მუხლში გამოყენებულია ტერმინი „სახელმწიფო საზღვარი“, თუმცა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საზღვარი არის ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც საქართველოს ტერიტორიას - ხმელეთს, წყალს, წიაღს, საჰაერო სივრცეს – გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან, ხოლო მე-10 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საუბარია სასაზღვრო ზოლში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესზე, სასაზღვრო ზოლი კი წარმოადგენს არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილს, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს. შესაბამისად, მიზანშეწონილია ტერმინი „სახელმწიფო საზღვარი“ ჩანაცვლდეს ტერმინით „სასაზღვრო ზოლი“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „თვითმმართველი ერთეულები“ იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტები“. ამასთან, დადგინდება, რომ ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი და იმავე სახის გეოგრაფიულ ობიექტს არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება. 6 კანონპროექტის შესაბამისად, კანონში გამოყენებულ ტერმინი „რეგიონი“ და „დასახლებული პუნქტი“ ჩანაცვლდება „დასახლებით“, ხოლო „სახელმწიფო საზღვარი“ - „სასაზღვრო ზოლით“, ამასთან, „თბილისის ადმინისტრაციული ერთეულების“ ნაცვლად, გამოიყენება ტერმინი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული“. ამასთან, კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტში დაკონკრეტდება გეოგრაფიულ ობიექტა ჩამონათვალი, რომელთა სახელდებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. დამატებით, კანონში გამოყენებული ტერმინი „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქები“ ჩანაცვლდება ტერმინით „ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციული ცენტრები“, ვინაიდან ავტონომიურ რესპუბლიკებს დედაქალაქები არ გააჩნია. ამასთან კანონის პროექტით დაკონკრეტდება, რომ ქალაქების, დაბების, სოფლების, სასაზღვრო ზოლში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, რომელთა სახელდებაც არ არის მუნიციპალიტეტის ან აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება, არის საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. 7 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონის პროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. განვითარებისა ვ) კანონის პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
8 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება 1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული ერთეულების, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის; მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს; მოედნის, პროსპექტის (გამზირის); გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის; სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის; სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებას ახდენს ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 3. ტერმინების განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ობიექტები – დედამიწის ბუნებრივი წარმონაქმნები: კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, კუნძულები, მთები, მდინარეები, ტბები, მყინვარები და სხვა, აგრეთვე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, მათი ცენტრები, ქალაქები, დაბები, თემები, სოფლები, ქუჩები, მოედნები, პარკები და სხვა მსგავსი ობიექტები; ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენა – არსებულ სახელწოდებათა გამოვლენა, სახელწოდებათა არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, აგრეთვე სახელდებული გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელწოდებების გადარქმევა; გ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება – გეოგრაფიული ობიექტების ფართოდ გავრცელებული სახელწოდებების შერჩევა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა კორექტირება ეროვნული ტრადიციების მიხედვით. მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში არსებული ერთიანი მოთხოვნები, ნორმები და წესები 9 1. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში არსებული ერთიანი მოთხოვნები, ნორმები და წესები დადგენილია ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ადგენს ერთიან მოთხოვნებს, ნორმებსა და წესებს, შეიმუშავებს სამთავრობო კომისია და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სამთავრობო კომისია საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების შესახებ. 4. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური პირებისათვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის. მუხლი 8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები 1. სახელწოდებები ერქმევა: ა) ახლად წარმოქმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და დასახლებულ პუნქტებს; ბ) ახლად წარმოქმნილ ან სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს. 2. დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე რეგიონის ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს და უნდა მიესადაგებოდეს რეგიონის ტოპონიმიკურ სტრუქტურას. სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან მეტი სიტყვისაგან. 3. გეოგრაფიულ ობიექტს შეიძლება დაერქვას მისი პირველაღმომჩენის, დამაარსებლის და შემსწავლელ-ამთვისებლის სახელი. 4. გეოგრაფიული ობიექტისათვის თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. რეგიონში რამდენიმე ერთნაირ ობიექტს არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება. მუხლი 9. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა 1. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ: ა) რეგიონში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს; ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია; 10 გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება; დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა, ნომერი ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას. 2. სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენის ან გადარქმევის მიზანშეწონილობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 10. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი 1. წინადადებებს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას წარუდგენენ სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიული პირები. შემოსული წინადადებისა და მასთან ერთად წარმოდგენილი მასალების განხილვის წესი და თანამიმდევრობა განისაზღვრება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი დედაქალაქების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. სახელწოდებებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, რომლებიც განლაგებულია აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიებზე, სამთავრობო კომისია დამატებით ათანხმებს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ხოლო თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მაშინ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 4. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში განლაგებული, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების, მათ შორის, დაბების, თემებისა და სოფლების, სახელდებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და სამთავრობო კომისიის თანხმობით. 5. გადაწყვეტილება საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მიიღება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს 11 სამართლებრივი აქტით და სამთავრობო კომისიის თანხმობით, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით. 6. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − თვითმმართველი ერთეულის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მუხლი 13. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა დაფინანსება 1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონებისა და ცნობარების მომზადება და გამოცემა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარდგინებით განხორციელებული, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან. 3. თუ წინადადება გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას შეაქვს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.