„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.“; ბ) 21 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე. 22. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე. 3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. 4. მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი 2 ნაწილის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით. 41. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, გარდა დაჩქარებული მომსახურებისა, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი. 5. სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. 51 . მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე დაადგინოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა. 6. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. 7. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 8. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.“. 3. 61 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 4. 62 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობას და გადახდის წესს, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 5. 121 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წარმოქმნიან ნარჩენებს.“. 6. 122 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3 „2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.“. 7. 131 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ან/და მასზე დარიცხული საურავის გადახდას, მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნით.“; ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, გარდა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.“. 8. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ერთი თვის ვადაში.“. 9. 174 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 175 მუხლი: „მუხლი 175. სარეკრეაციო ტერიტორიების განსაზღვრა ამ კანონის მე-3 მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს მთვრობის დადგენილების მიღებამდე შესაბამისი საკრეაციო ტერიტორიები განისაზღვრება „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
4 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს, რაც კანონში არის ასახული. კანონის კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ და „თვითმმართველი ერთეული“ საჭიროებს ცვლილებას და ისინი უნდა ჩანაცვლდეს ტერმინებით - „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, „მუნიციპალიტეტის ორგანო“, და „მუნიციპალიტეტი“, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობა არის უფლება, რომელიც რეალიზდება მუნიციპალიტეტებში. სწორედ მუნიციპალიტეტებს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ჰყავთ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვთ საკუთარი ქონება, ბიუჯეტი და შემოსულობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ და „თვითმმართველი ერთეული“ ჩანაცვლდება ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, „მუნიციპალიტეტის ორგანო“, და „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, გადახდევინების 5 უზრუნველყოფაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება საგადასახადო ორგანოები, ნაცვლად მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისი სამსახურისა. ამასთან, კანონის თანახმად, მინიციპალიტეტი უფლებამოსილია ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთოსათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე; ასევე მის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სარეკრეაციო ტერიტორიების მიმართ დაადგინოს მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა. კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნება „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულება და დადგინდება, რომ სარეკრეაციო სტატუსის მინიჭების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებთ, რომლის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტს აღარ გააჩნია აღასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, მოქმედი კანონმდებლობით, წარმოადგენს საქართველოს მთავრობა, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, საქართველოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დადგენის წესის დამტკიცება უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო შესაბამისი მთავრობის დადგენილების მიღებამდე, კანონპროექტის თანახმად, სარეკრეაციო ტერიტორიები განისაზღვრება „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით. ამასთან, დაზუსტდა, რომ ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. 6 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი 7 საქართველოს სამინისტრო. რეგიონული ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
8 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. მუხლი 3. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი 1. ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. 2. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 21 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრულსარეკრეაციო ტერიტორიებზე. 22 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე. 3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს. 9 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით. 41. დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, გარდა დაჩქარებული მომსახურებისა, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი. 5. სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. 51 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე დაადგინოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა. 6. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. 7. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 8. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება. მუხლი 61 . მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვოპირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით 10 განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვოპირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. 3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვოპირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს. მუხლი 62. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1 25 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა. 2. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1 25 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობას და გადახდის წესს, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. 3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1 25 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება შენობა-ნაგებობის კლასის ან/და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 7 000 ლარს. მუხლი 121. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის 11 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. 2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. 3. (ამოღებულია). 4. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლა რს თვეში, ხოლოიურიდიული პირის, ორგანიზაციისა დადაწესებულებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრნარჩენებზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სუ ლადობის მაქსიმალურიზღვრულიოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 5. ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 51. ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკისზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად. 6. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს. მუხლი 122. მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის 1.სპეციალური (ზონალური ) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხ დელია ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელმაცგანაშენიანების ინტენსივობის კ ოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიიღო სპეციალური ( ზონა ლური ) შეთანხმება ,რომელიც განსაზღვრულია „ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშ ენებლობის საფუძვლების შესახებ “ საქართველოს კანონით . 2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლ ობით ორგანოს . 3. მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით : L X= — (K 2 1 – K 2 )S K2 სადაც : ა ) x არის მოსაკრებლის ოდენობა ; ბ ) L არის 1 კვ . მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი ; 12 გ ) K 2 1 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური ( ზონალური ) შეთანხმების სა ფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობისკოეფიციენტი ; დ ) K 2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი ; ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი. 4. მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს. 5. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას. მუხლი 131. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი 1. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით. 2. მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობანაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება არა უმეტეს 1,5 ლარით თვეში. 3. შენობა-ნაგებობის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ამ დავალიანების ჯამი შეადგენს 3 თვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დავალიანების წარმოქმნის დღიდან მას ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით. 4. თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების დადგომის შემდეგ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) გადაიხდის მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის ნაწილს, გადახდის მომდევნო დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება მოსაკრებლის თანხის ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, საურავის ნაწილის გარდა. 5. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ან/და მასზე დარიცხული საურავის გადახდას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნით. 6. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება: ა) სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ინფრასტრუქტურის მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობები; ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, გარდა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის. 13 მუხლი 15. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი 1. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან. 3. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.