„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს მთავრობა, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთარ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას არ მიეკუთვნება საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს განსაკუთრებული გამგებლობის სფეროს მიეკუთვნება სახელმწიფო საზღვრების სტატუსი, რეჟიმი და დაცვა. შესაბამისად, აღნიშნული გამორიცხავს მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების მონაწილეობას სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებაში. მუნიციპალიტეტებს კანონმდებლობის ფარგლებში არ აქვთ მინიჭებული კომპეტენცია სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელების ნაწილში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: 3 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება: მუხლი 9. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკა 1. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. 2. საქართველოს მთავრობა, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. 3. (ამოღებულია). 4. საქართველო სახელმწიფო საზღვრის დადგენისას, სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობათა რეგულირებისას სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლის სამართლებრივი მოწესრიგებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: ა) საქართველოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) ურთიერთხელსაყრელი და ყოველმხრივი თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან; გ) სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვა; დ) სასაზღვრო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 5. საქართველო მოსაზღვრე სახელმწიფოებთან სასაზღვრო საკითხებს წყვეტს ურთიერთმეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად. 6. თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მოსაზღვრე სახელმწიფოსთან გაფორმებული არ არის საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მისი დადგენა, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხდება ამ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.