„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 საქართველოს კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 17/10/1995) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოცილურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემას; გ) ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან, ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.“. 2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, კონცერნებს, ასოციაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ვეტერანებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და ცენტრალური ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები (მათ შორის, შესაბამისი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების სააბონენტო გადასახადებისგან განთავისუფლება), რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში დააწესეს მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა, ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.“. 4. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აღნიშნული კატეგორიის დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის ნეშტის მომზადება გადასატანად, დაკრძალვის ადგილზე ნეშტის გადატანა, დაკრძალვა და 2 საფლავის მოწყობა ხორციელდება საქართველოს იმ სამინისტროებისა და უწყებების ხარჯებით, რომელთა დაქვემდებარებულ ჯარებსა და დაწესებულებებში გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან მუშაობდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები ან მონაწილენი, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, სამხედრო ძალების ვეტერანები. მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ საფლავის ადგილის გამოყოფას დაღუპულის (გარდაცვლილის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე – საძმო სასაფლაოზე.“ 5. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისათვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას.“. 6. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ვეტერანებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნას, ვინაიდან, კანონში მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილებები, როგორც ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები, აისახება კოდექსის შესაბამის მუხლში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებული იქნება მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, ვინაიდან კანონში განსაზღვრული უფლებამოსილებები არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთარ უფლებამოსილებებს. ამასთან, კანონით მუნიციპალიტეტებისათვის მინიჭებული უფლებამოსილებები აისახება მუნიციპალიტეტების ნებაყოფლობით უფლებამოსილებებში, იმისთვის, რომ გაიმიჯნოს სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები. კოდექსი წარმოადგენს ორგანულ კანონს, შესაბამისად, იგი კანონთან მიმართებით უპირატესი ურიდიული ძალის მქონეა. კანონში არსებული უფლებამოსილებები ვერ დაავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, ვინაიდან, კოდექსში მსგავსი უფლებამოსილებები არ არის განსაზღვრული, ხოლო კოდექსში ასახული დებულებები მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონეა. 4 ამასთან, კანონში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ვეტერანების სოციალური დაცვის იმ ღონისძიებების (მათ შორის, შესაბამისი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების სააბონენტო გადასახადებისგან განთავისუფლება), დაფინანსება, რომლებიც კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დააწესეს მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან 5 კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მათი ამოღება: მუხლი 1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს: ა) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნას; ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დაგენილი სამართლებრივი და სოცილურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემას; გ) ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას. მუხლი 2. ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა 1. ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებებს. 2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები. 3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, კონცერნებს, ასოციაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული. 4. (ამოღებულია ). მუხლი 4. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება 1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ვეტერანებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას. 2. დამატებითი სახსრების მიღება ვეტერანების სოციალური დაცვის ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად, დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროდან საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად. 7 3. ვეტერანების სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტისა და სხვა კანონიერი წყაროების ხარჯზე. 4. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 5. ვეტერანთა საზოგადოებრივ გაერთიანებებში ნებაყოფლობით შესულ ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს იყენებენ ეს ორგანიზაციები დადგენილი წესით. მუხლი 21. სარიტუალო სამსახურის გაწევა 1. დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდების ან მონაწილების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, სამხედრო სამსახურის ვეტერანების დაკრძალვა ხდება დაღუპულის (გარდაცვლილის) ნათესავების სურვილით შერჩეულ ადგილებში (სამხედრო მოსამსახურეების – სამხედრო პატივის მიგებით). 2. აღნიშნული კატეგორიის დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის ნეშტის მომზადება გადასატანად, დაკრძალვის ადგილზე ნეშტის გადატანა, დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხორციელდება საქართველოს იმ სამინისტროებისა და უწყებების ხარჯებით, რომელთა დაქვემდებარებულ ჯარებსა და დაწესებულებებში გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან მუშაობდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები ან მონაწილენი, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, სამხედრო ძალების ვეტერანები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ საფლავის ადგილის გამოყოფას დაღუპულის (გარდაცვლილის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე – საძმო სასაფლაოზე. 3. უმუშევარი ვეტერანის დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხდება იმ ორგანოების ხარჯზე, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ. თუ დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის დაკრძალვის ორგანიზაცას დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრები ან სხვა მოქალაქეები იკისრებენ, მათ ეძლევათ ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 22. ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებები 1. ვეტერანების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში, ავტონომიურ რესპუბლკებში, ქალაქებში, რაიონებში, საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იქმნება 8 ვეტერანების შესაბამისი საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ვეტერანების სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღებას, სახელმწიფო ორგანოებში და საზოგადოებრივ გაერთიანებებში წარმოადგენენ და იცავენ ვეტერანების ინტერესებს. 2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისათვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას. 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). მუხლი 24. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა 1. ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. 2. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. 3. ვეტერანებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები.