„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/05/2012, სარეგისტრაციო კოდი: 460030000.05.001.016744) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ინვესტორი ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებით იბეგრება ამ ტერიტორიისათვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი განაკვეთით. ამასთანავე, იგი თავისუფლდება ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებისაგან ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- ----------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში და ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება. ხოლო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, უფლებამოსილებას მიეკუთვნება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენა მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა, თუმცა კანონში არსებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: 3 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება: მუხლი 5. ინვესტორისა და კონტრაქტორის გადასახადებით დაბეგვრა 1. ინვესტორი და კონტრაქტორი გადასახადებით იბეგრებიან ამ კანონით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. 2. ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება: ა) დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადისაგან: ა.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისა თვის საჭირო სამშენებლო და დეკორაც იული მასალების იმპორტისას; ა.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისა თვის საჭირო მანქანა-დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ( გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას; ა.გ) ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სრულყოფილი ფუნქც იონირებისათვის საჭირო ინვენტარის , ავეჯისა და სხვა მოწყობილობების (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სიის მიხედვით) იმპორტისას; ბ) მოგების გადასახადისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში; გ) დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში. 3. ინვესტორს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით უბრუნდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი. 4. ინვესტორი ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებით იბეგრება ამ ტერიტორიისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი განაკვეთით. ამასთანავე, იგი თავისუფლდება ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებისაგან ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. 5. კონტრაქტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად ინვესტორისაგან მიღებული/მისაღები ანაზღაურების ნაწილში თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში. 6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ ინვესტორსა და კონტრაქტორს უფლება არა აქვთ, გამოქვითონ წინა პერიოდის აუნაზღაურებელი ზარალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6 7. ინვესტორის მიერ ქონების გასხვისების შემთხვევაში ქონების ახალ მესაკუთრეზე (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინვესტორისა) არ გავრცელდება ამ მუხლით ინვესტორისათვის გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის რეჟიმი.