„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.96, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში 1. სახელმწიფო არის ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტი არ ერევა ბიბლიოთეკების პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საბიბლიოთეკო სფეროში სტანდარტებს და ნორმატივებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წინადადებით (შემდგომ - ეროვნული ბიბლიოთეკა) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომ - სამინისტრო). 3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომ ეროვნული ბიბლიოთეკა), შეიმუშავებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების პროგრამებს, ატარებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების სხვა ღონისძიებებს. 4. ეროვნული ბიბლიოთეკა, საბიბლიოთეკო სფეროს განვითარების მიზნით ახორციელებს: ა) საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციული საქმიანობის ორგანიზებას; ბ) წინადადებების შემუშავებას საბიბლიოთეკო სტანდარტებისა და ნორმატივების თაობაზე; გ) საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას; დ) ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს; ე) დადგენილი ნუსხის მიხედვით ბიბლიოთეკებისათვის გამოყოფილი უფასო სავალდებულო ცალების მიღებას; ვ) ბიბლიოთეკების მატერიალურ სტიმულირებას და მხარდაჭერას, რომლებიც მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიან; ზ) კადრების მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას; თ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობას; ი) საბიბლიოთეკო საქმის ინფორმაციულ სრულყოფას.“. 2 2. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია. გამონაკლისია ის ბიბლიოთეკა, რომლის საქმიანობა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასთანაა დაკავშირებული. მუხლი 6. საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საერთაშორისო ხელშეკრულებელი და შეთანხმებები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“. 3. მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/ზემდგომ ორგანოს წაუდგინოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯებესების დასაბუთებელი პროგრამა;“. 4. მე-10 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკასთან საბიბლიოთეკო რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) გაითვალისწინოს ეროვნული ბიბლიოთეკის რეკომენდაციები.“. 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს ეროვნულ ბიბლიოთეკას, მუნიციპალიტეტის, საუწყებო და კერძო ბიბლოთეკების ქსელს. სისტემაში შედის: ეროვნული, სამეცნიერო (უნივერსალური და დარგობრივი), სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი, საბავშვო, სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები.“. 7. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. კერძო ბიბლიოთეკის ფუნქციონირების გარანტიები 1. გარანტირებულია კერძო ბიბლიოთეკის საქმიანობის თავისუფლება, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. 2. კერძო ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს საბიბლიოთეკო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში. 3. კერძო და საჯარო ბიბლიოთეკების ერთობლივი საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.“. 9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ბიბლიოგრაფიულ-ინფორმაციული საბიბლიოთეკო ცენტრი 3 1. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები თავიანთ სამომსახურეო ტერიტორიაზე წარმოადგენენ ინფორმაციის ცენტრებს, რომლებიც ახდენენ დოკუმენტების შერჩევით შეგროვებასა და ინფორმირებას. 2. საქართველოში გამოცემული ყველა ნორმატიული ხასიათისა და საბიბლიოთეკო დოკუმენტის თავმოყრის, სრულად ასახვისა და ინფორმირების ფუნქციები ეკისრება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.“. 10. 19-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია 1. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა. მისი ფუნქციებია: ა) საბიბლიოთეკო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო-მეთოდური ხელშეწყობა; ბ) საერთაშორისო საბიბლიოთეკო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების უზრუნველყოფა. გ) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების კოორდინაცია; დ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება; ე) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ვ) ბიბლიოთეკების რეესტრის წარმოება; ზ) ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრირებული ბიბლიოთეკების დახმარების და განვითარების პროგრამების განხორციელება.“. 11. 21 - ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ორგანოების როლი საბიბლიოთეკო საქმიანობის მართვაში 1. მუნიციპალიტეტის მართვაში/საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საბიბლიოთეკო ქსელის ორგანიზება მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური პირობების, მოსახლეობის რაოდენობის, მისი განსახლებისა და საინფორმაციო მოთხოვნების შესაბამისად.“. 12. 22 - ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის მართვაში/საკუთრებაში არსებული მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავს (ათავისუფლებს), მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავს (ათავისუფლებს) მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით.“. 13. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ბიბლიოთეკის დამფუძნებელთა მიერ შეტანილი 4 თანხები, საქველმოქმედო შემოწირულობანი, აგრეთვე კანონით ნებადართული სხვა შემოსავალი.“. 14. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამების დაფინანსების წყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.“. 15. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ბიბლიოთეკების რეესტრი 1. ბიბლიოთეკების რეესტრს აწარმოებს ეროვნული ბიბლიოთეკა. 2. ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და მასში შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა (განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). 3. ბიბლიოთეკის რეესტრში რეგისტრაციის წესს და პირობებს ადგენს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. 4. რეგისტრაციაზე უარს განიხილავს სასამართლო.“. 16. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდირებული ბიბლიოთეკის ქონების გადაცემის საკითხს, წყვეტს დამფუძნებელი.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს მუნიციპლიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების უძრავი ქონების და საბიბლიოთეკო ფონდის საკუთრებაში გადაცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------- 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
5 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, კანონში არსებული ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ტერმინით „მუნიციპალიტეტი“ შეცვლა. ასევე, მუნიციპალიტეტის კანონით განსაზღვრული ფუნქციები შესაბამისობაში მოვა კოდექსით განსაზღვრულ ფუნქციებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“. ასევე, განხორციელდება მუნიციპალიტეტებისთვის საბიბლიოთეკო საქმის სფეროში მინიჭებული უფლებამოსილებების შესაბამისობაში მოყვანა კოდექსის შესაბამის მუხლებთან. კანონპროექტით რეგულირდება ასევე საბიბლიოთეკო საქმის სფეროში სტანდარტებისა და ინსტრუქციების გამოცემისა და მომზადების კომპეტენციების საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით განხორციელების საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, კანონის პროექტით განისაზღვრება ეროვნული ბიბლიოთეკის როლი საბიბლიოთეკო საქმეში, მისი კომპეტენციები და უფლებამოსილებები. კულტურისა 6 და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები გადაეცემა ეროვულ ბიბლიოთეკას, რომლის როლიც განსაკუთრებულია საბიბლიოთეკო საქმეში. სახელმწიფო სახით საბიბლიოთეკო სფეროში უფლებამოსილებებს განახორციელებს ეროვნული ბიბლიოთეკა. კანონის პროექტის შესაბამისად, განისაზღვრება საბიბლიოთეკო სფეროში მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები. კანონის პროექტის შესაბამისად, იმიჯნება სახელმწიფოს, წარმოდგენილი ეროვნული ბიბლიოთეკის სახით და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები. ამასთან, ზუსტდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები მათ მართვაში არსებული ბიბლიოთეკების მიმართ. იმ გარემოების, გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტების მართვაში არსებობს ბიბლიოთეკების გარკვეული რაოდენობა, კანონის პროექტი ითვალისწინებს მე-2 მუხლს, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს მთავრობამ 2017 წლის აპრილამდე უნდა უზრუნველყოს მუნიციპლიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების უძრავი ქონების და საბიბლიოთეკო ფონდის საკუთრებაში გადაცემა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ 7 გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგთა დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
8 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 4. სახელმწიფოს როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში 1. სახელმწიფო არის ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. იგი არ ერევა ბიბლიოთეკების პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სახელმწიფო ამუშავებს და ადგენს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების პროგრამებს, მართავს საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემას, იცავს მოქალაქეთა უფლებებს საბიბლიოთეკო მომსახურების დარგში, ატარებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ღონისძიებებს. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და ხელშეუხებლობას; ბ) თავიანთ ტერიტორიებზე ყველა მოქალაქის საბიბლიოთეკო მომსახურებას; გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიღებაზე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისათვის ყველა საჭირო პირობას; დ) საბიბლიოთეკო საქმის განვითარებას მისთვის ფინანსური მხარდაჭერით, შესაბამისი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის გატარების გზით; ე) სახელმწიფო ბიბლიოთეკებისათვის სტანდარტებისა და ნორმატივების დადგენას; ვ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას; ზ) ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს; თ) დადგენილი ნუსხის მიხედვით ბიბლიოთეკებისათვის გამოყოფილი უფასო სავალდებულო ცალების მიღებას; ი) საბიბლიოთეკო ქსელისათვის ხელისუფლებისა და ნებისმიერი უწყების გამოუქვეყნებელი ყველა ნორმატიული აქტის მიწოდებას, გარდა აკრძალვას დაქვემდებარებული დოკუმენტებისა; კ) იმ არასახელმწიფო ბიბლიოთეკების მატერიალური სტიმულირებისათვის მხარდაჭერას, რომლებიც მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიან; ლ) სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას კადრების მომზადებისა და გადამზადების, მათი დასაქმების, შრომის ანაზღაურების, სოციალური გარანტიებისა და შეღავათების საქმეში; მ) კადრების მოსამზადებელ სასწავლებელთა შექმნას, დაფინანსებასა და მართვას; 9 ნ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობას; ო) საბიბლიოთეკო საქმის ინფორმაციულ სრულყოფას. მუხლი 5. სახელმწიფო ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება სახელმწიფო ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია. გამონაკლისია იმ უწყების ბიბლიოთეკა, რომლის საქმიანობა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასთანაა დაკავშირებული. ამგვარი ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლების გაფართოება, შეზღუდვა ან მოხსნა ხდება კანონით დადგენილი წესით. მუხლი 6. საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, აფხაზეთისა და აჭარის კონსტიტუციები, ეს კანონი, საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები და აქტები. მუხლი 9. ბიბლიოთეკის უფლებები ბიბლიოთეკა უფლებამოსილია: ა) განაგოს საკუთარი სახსრები საქართველოს კანონმდებლობისა და ბიბლიოთეკის დებულების საფუძველზე; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან უწყების ხელმძღვანელ ორგანოებში წარადგინოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების დასაბუთებული პროგრამა; გ) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საგამომცემლო და საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაში; დ) მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას; ე) ითანამშრომლოს უცხოეთის ბიბლიოთეკებთან, გახდეს საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებათა წევრი; ვ) ეწეოდეს კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას. მუხლი 10. ბიბლიოთეკის მოვალეობანი ბიბლიოთეკა ვალდებულია: ა) თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) დაიცვას სახელმწიფო სტანდარტები; გ) სისტემატურად დააკომპლექტოს ფონდები პროფილის შესაბამისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებით და ოპერატიულად უზრუნველყოს მათი ასახვა ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო საშუალებებში; 10 დ) გაუცვალოს სხვა ბიბლიოთეკებს ზედმეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტები; ე) უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურების მაღალი დონე მათი ინტერესების შესწავლისა და საბიბლიოთეკო რესურსების კოოპერირების საფუძველზე; ვ) შეადგინოს და გააცნოს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; ზ) აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა რეგიონის ბიბლიოთეკებთან საბიბლიოთეკო რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის; თ) აწარმოოს საბიბლიოთეკო სტატისტიკა საქართველოში დადგენილი წესით; ი) საბიბლიოთეკო-სამეცნიერო გამოკვლევების ხელშეწყობის მიზნით ეწეოდეს დამატებითი საბიბლიოთეკო მონაცემების ობიექტურ აღრიცხვას; კ) დანერგოს საბიბლიოთეკო ტექნიკური საშუალებები და უახლესი ტექნოლოგია; ლ) გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და შესაბამისი მეთოდცენტრების რეკომენდაციები. მუხლი 11. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობანი 1. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობანი რეგულირდება შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ბიბლიოთეკის თანამშრომლები ექვემდებარებიან პერიოდულ ატესტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით. მუხლი 12. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა 1. საქართველოს ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს სახელმწიფო და არასახელმწიფო, ადგილობრივი და საუწყებო ბიბლიოთეკების ქსელებს. სისტემაში შედის: ეროვნული, სამეცნიერო (უნივერსალური და დარგობრივი), სამეცნიეროტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი, საბავშვო, სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები. 2. საბიბლიოთეკო სისტემაში შემავალი ბიბლიოთეკებიდან, რომლებიც გაერთიანებული არიან ერთ ქსელში, დამფუძნებელმა ან მესაკუთრემ შეიძლება გამოყოს მთავარი ბიბლიოთეკა. 3. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარ ბიბლიოთეკას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, აფხაზეთსა და აჭარაში – რესპუბლიკური ბიბლიოთეკები. მუხლი 13. სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელი სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელი იქმნება ტერიტორიული და უწყებრივი პრინციპით. მუხლი 14. არასახელმწიფო ბიბლიოთეკის უფლებათა გარანტიები 11 1. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია არასახელმწიფო ბიბლიოთეკის საქმიანობის თავისუფლება, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. 2. არასახელმწიფო ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს სახელმწიფო საბიბლიოთეკო სისტემაში მოქმედი კანონმდებლობით და სურვილისამებრ მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში. 3. სახელმწიფო და არასახელმწიფო ბიბლიოთეკების ერთობლივი საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. მუხლი 15. ბიბლიოგრაფიულ-ინფორმაციული საბიბლიოთეკო ცენტრი 1. ქალაქის, რაიონის და სოფლის ბიბლიოთეკები თავიანთ სამომსახურეო ტერიტორიაზე წარმოადგენენ ინფორმაციის ცენტრებს, რომლებიც ახდენენ დოკუმენტების შერჩევით შეგროვებასა და ინფორმირებას. 2. საქართველოში გამოცემული ყველა ნორმატიული ხასიათისა და საბიბლიოთეკო დოკუმენტის თავმოყრის, სრულად ასახვისა და ინფორმირების ფუნქციები ეკისრება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, აგრეთვე სახელმწიფო საბიბლიოთეკო-ბიბლიოგრაფიულ ცენტრებს, რომლებსაც კულტურის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვთ შესაბამისი სტატუსი. სახელმწიფო ამ ცენტრებს უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარებით. მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. მისი ფუნქციებია: ა) ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკის გატარება; ბ) სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის დაფინანსების ნორმატივების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ქსელის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი წილის განსაზღვრა; გ) საბიბლიოთეკო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის კოორდინირება; დ) საერთაშორისო საბიბლიოთეკო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების უზრუნველყოფა; ე) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრა. ვ) სახელმწიფო ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისადმი ზედამხედველობა; ზ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვისადმი კონტროლი; 12 თ) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებული შეგროვება და ანალიზი. მუხლი 21. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი საბიბლიოთეკო საქმიანობის მართვაში 1. საბიბლიოთეკო საქმიანობას ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საბიბლიოთეკო ქსელის ორგანიზება რეგიონის სოციალურეკონომიკური პირობების, მოსახლეობის რაოდენობის, მისი განსახლებისა და საინფორმაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 22. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირთა დანიშვნა 1. ქალაქის, რაიონის მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავენ (ათავისუფლებენ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კულტურის მინისტრთან შეთანხმებით. ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავს (ათავისუფლებს) რაიონის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი (გამგე), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით. 2. უწყებათა და არასახელმწიფო ბიბლიოთეკათა ხელმძღვანელებს ნიშნავენ მათი დამფუძნებლები. მუხლი 24. სახელმწიფო ბიბლიოთეკის ფინანსური რესურსები და მათი გამოყენება 1. სახელმწიფო ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროა საბიუჯეტო ასიგნება, სახელმწიფო და ადგილობრივი სუბსიდიები, ბიბლიოთეკის დამფუძნებელთა მიერ შეტანილი თანხები, საქველმოქმედო შემოწირულობანი, აგრეთვე კანონით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ბიბლიოთეკა დამოუკიდებლად ანაწილებს და იყენებს ფინანსურ რესურსებს. ფინანსური რესურსების განაწილება-გამოყენების წესი განისაზღვრება ბიბლიოთეკის დებულებით. 3. ფინანსურ საქმიანობას აკონტროლებენ ბიბლიოთეკის დამფუძნებლები და დამფინანსებლები. მუხლი 25. მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიზნობრივ პროგრამებს აფინანსებს სახელმწიფო, ლოკალური მნიშვნელობის პროგრამებს – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან უწყება. მუხლი 28. ბიბლიოთეკის რეგისტრაცია 13 1. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას იწყებს მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. 2. რეგისტრაციას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა (განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელსაც აქვს ათასზე (ერთი ათასი) მეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტი, შესაბამისი ფართი, საქართველოს კულტურის სამინისტროს შესაბამისი ლიცენზია და რომლის წესდება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 3. ბიბლიოთეკისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება ხდება რეგისტრაციის შემდეგ, კანონით დადგენილი წესით. 4. რეგისტრაციაზე უარს განიხილავს სასამართლო. მუხლი 29. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდირებული სახელმწიფო ბიბლიოთეკის ქონება სახელმწიფო საბიბლიოთეკო სისტემის საკუთრებაა. 2. ლიკვიდირებული ბიბლიოთეკის ქონების გადაცემის საკითხს, თუ ის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, გადაწყვეტს სახელმწიფო. 3. აკრძალულია სახელმწიფო ბიბლიოთეკის პრივატიზაცია.