„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაცვის ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიზნით მოიზიდოს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების და მუნიციპალიტეტის ორგანოთა ძალები და საშუალებები, მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- ------, 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. შესაბამისად, კოდექსთან კანონის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონში უნდა განხორციელდეს ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება. კერძოდ, კანონში არსებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კოდექსთან და შეიცვალოს ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოთი“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 3 კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება: მუხლი 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს: ა) დაცვის ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიზნით მოიზიდოს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები და საშუალებები, მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; ბ) დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღოს ოპერატიული ცნობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრში დატოვებით დანიშნოს სამსახურის თანამშრომლები სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად; დ) კანონის ფარგლებში მოითხოვოს დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ე) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების მიზნით შეამოწმოს ცალკეული ობიექტები და ტერიტორიები, აგრეთვე დაცვის ობიექტებზე ან ღონისძიების მიმდინარეობის ადგილზე შემსვლელი პირები და მოითხოვოს მათგან ნივთებისა და იარაღის დროებით სამსახურის თანამშრომლისთვის ჩაბარება, ღონისძიების დასრულებამდე გაათავისუფლოს შესაბამისი ობიექტები გარეშე პირებისგან, სატრანსპორტო საშუალებებისგან და სხვა ხელის შემშლელი საგნებისგან, დალუქოს ობიექტები და დროებით შეზღუდოს აღნიშნულ ადგილებზე დაშვება; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებით შეუძლებელია სრულყოფილი დაცვის უზრუნველყოფა, შეზღუდოს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება და მიყვანა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა, სატრანსპორტო საშუალებების, ნივთებისა და დოკუმენტების დროებით ჩამორთმევა; ვ) დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას და გამოიყენოს საინფორმაციო სისტემები, კონსპირაციის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ოპერატიულ მუშაობაში ჩართული პირების, ობიექტებისა და ტექნიკის შესანიღბი დოკუმენტები და საშუალებები; ღონისძიებათა განხორციელებისას 5 ხელშეკრულების ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენოს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო პირების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სადგომები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება; გამოიყენოს სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირების ნებაყოფლობითი, უსასყიდლო ან სასყიდლიან საფუძველზე დამყარებული კონფიდენციალური თანამშრომლობა. აკრძალულია კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, გენერალური აუდიტორის , საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატისა და გამომძიებლის კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.