„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 51 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო უწყებები ქმნიან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგობრივ ფონდებს, ხოლო ამ ფონდების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა, შესაბამისად კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მომზადების მიზანია „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტსა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში საუბარია სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების არსებობას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, აღნიშნული ორგანოები გათვალისწინებული იყო „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წელს მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად, კანონიდან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები ამოსაღებია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნება შესაბამისი ნორმა, რომელითაც განისაზღვრებოდა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებები, ვინაიდან აღნიშნული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ ფუნქციონირებენ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო 3 კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 51 . საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი 1. საქართველოს მთავრობა ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, რისთვისაც: ა) შეიმუშავებს წინადადებებს სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მოცულობის შესახებ და განსაზღვრავს ქვეყნისათვის აუცილებელი სტრატეგიული კვლევების პროგრამებს; ა1) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ; ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პრიორიტეტებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) დასაბუთებას და მათ ორგანიზებულად განხორციელებას სახელმწიფო ფინანსური რესურსებით; გ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოებისათვის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით და აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვითა და უცხოური ლიცენზიების მოზიდვით; დ) უზრუნველყოფს ინტელექტუალური (სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების შედეგები) და სხვა სამეცნიეროტექნოლოგიური საქმიანობის შედეგებისა, მათ შორის, წარმოების წესის საიდუმლოების „ნოუჰაუს“ დაცვის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიცირების, სამეცნიეროტექნიკური ინფორმაციის, სახელმწიფო გამოკვლევებისა და დამუშავების რეგისტრაციის, და სახელმწიფო სისტემების ეფექტიან მუშაობას და შეუსაბამებს მათ საერთაშორისო მოთხოვნებს; ე) ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას როგორც საბიუჯეტო, ისე სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებისა და არაპირდაპირი სტიმულირების გზით; ვ) თანამშრომლობს საერთაშორისო სარბიელზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში; ზ) უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ექსპერტიზას (შეფასებას) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საქმიანობას; თ) ხელს უწყობს კერძო ინოვაციურ საქმიანობას სამეცნიერო პროდუქციისა და სამეცნიერო მომსახურების სფეროში ბაზის უზრუნველსაყოფად; 6 ი) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების შესახებ. 2. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში და რეგიონის განვითარების საჭიროებათა შესაბამისად უფლებამოსილნი არიან ხელი შეუწყონ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, მონაწილეობენ რეგიონულ და რეგიონთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შემუშავებასა და განხორციელებაში, აფინანსებენ მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სამეცნიეროტექნოლოგიური განვითარების რეგიონული ან სხვა ადგილობრივი ფონდებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნან სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების მართვის რეგიონალური ორგანოები. 3. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის სფეროში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის. მუხლი 21. საინოვაციო საქმიანობისათვის სახელმწიფო ხელშეწყობა 1. ყველა იმ დაწესებულებასა და ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, სახელმწიფო აძლევს საინოვაციო საქმიანობის დაცვის გარანტიას, საკუთრების ფორმის მიუხედავად. 2. სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და ინსპექციები, სხვა სახელმწიფო უწყებები ქმნიან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგობრივ ფონდებს, ხოლო სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, აუცილებლობის შემთხვევაში – რეგიონალურ ფონდებს. ამ ფონდების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაცია. 3. სახელმწიფო საინოვაციო პოლიტიკის გატარებას ხელს უწყობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი იურიდიული პირები. 4. (ამოღებულია). 5. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შექმნან მეცნიერების განვითარებისა და მეცნიერთა მხარდამჭერი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.