„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ.40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მუნიციპალიტეტების კომპეტენცია გარეულ ცხოველთა ბუნებრივი გარემოდან ამოღების სფეროში 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას, გარეულ ცხოველთა ბუნებრივი გარემოდან ამოღებას „გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება, არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. 3. მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა, განისაზღვრება შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“. 2. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე სუბიექტი არ შეიძლება იყოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო უწყება და მუნიციპალიტეტი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №--- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, აგრეთვე, მუნიციპალიტეტისათვის გარეულ ცხოველთა ბუნებრივი გარემოდან ამოღების სფეროში უფლებამოსილების დელეგირება. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას. ცხოველთა სამყარო წარმოადგენს ბუნებრივი გარემოს ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად მათი დაცვა და ბუნებრივი გარემოდან ამოღება წარმოადგენს სახელმწიფოს უფლებამოსილებას. თუმცა, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში გარეულ ცხოველების ბუნებიდან ამოღება მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელდება უფრო ეფექტურად. ამასთან, არსებული პრაქტიკით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აღნიშნული უფლებამოსილების ხელშეკრულებით დელეგირებას ახორციელებს შესაბამის მუნიციპალიტეტებზე. იმ შემთხვევაში, თუ გარეულ ცხოველთა ბუნებრივი გარემოდან ამოღება მუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებამოსილებად საკანონმდებლო აქტის საფუძველზე განისაზღვრება, მუნიციპალიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა ხელშეკრულების გაფორმებისა და ხელშეკრულებით, უფლებამოსილების დელეგირების პროცედურის გავლის გარეშე განახორციელონ გარეული ცხოველების გარემოდან ამოღება. ამასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 3 აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონის მოქმედი რედაქციით საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვაში, აღწარმოებასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირებაში, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს, რომელსაც არ მიეკუთვნება კანონით მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ზემოაღნიშნული უფლებამოსილება. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც გარემოს დაცვა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სახელმწიფოს უფლებამოსილებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მიზანია, მუნიციპალიტეტისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილების დელეგირება, იმისთვის, რომ აღნიშნული უფლებამოსილება ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტურად განხორციელდეს. ამასთან, კანონის მოქმედი რედაქციით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, გარეულ ცხოველთა აღწარმოება და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირება, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში მონაწილეობა ამოღებულ უნდა იქნეს, ვინაიდან, იგი არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ამასთან, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტერმინი „თავითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები“ უნდა შეიცვალოს ტერმინით „მუნიციპალიტეტები“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას, გარეულ ცხოველთა ბუნებრივი გარემოდან ამოღებას „გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აღნიშნული უფლებამოსილება იქნება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, ხოლო მასზე დარგობრივ ზედამხედველობას კოდექსის შესაბამისად განახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ამასთან, კანონში განსაზღვრული ტერმინი „თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები“ იცვლება ტერინით - „მუნიციპალიტეტები“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო 4 კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შენიშვნა განსაზღვრავს, იმ კანონების ჩამონათვალს, რომლითაც განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცათ მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სახსრები. ამასთან, აღნიშნული კანონების გარდა, ნორმა მიუთითებს სხვა კანონებზე, რომელშიც მოექცევა წარმოდგენილი კანონის პროექტი. შესაბამისად, კანონის პროექტი არ დაუკავშირდება დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შენიშვნა განსაზღვრავს, იმ კანონების ჩამონათვალს, რომლითაც განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცათ მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სახსრები. ამასთან, აღნიშნული კანონების გარდა, ნორმა მიუთითებს სხვა კანონებზე, რომელშიც მოექცევა წარმოდგენილი კანონის პროექტი. შესაბამისად, კანონის პროექტი არ დაუკავშირდება დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან 5 კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 12. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვაში, აღწარმოებასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირებაში, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 37. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, მათ შორის სხვა სახელმწიფოსიც, საკუთრების ფორმის განურჩევლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე სუბიექტი არ შეიძლება იყოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო უწყება და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანო, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ნადირობის უფლება ეძლევა ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და აქვს ნადირობისათვის აუცილებელი იარაღის ფლობის ნებართვა. 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იყენებს ლიცენზიაში ჩამოთვლილ ყველა უფლებას და პასუხს აგებს მისი პირობების დაცვაზე.