„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ.117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“. 4. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული განათლების დაფინანსება შეიძლება განახორციელონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა,აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისმა ორგანოებმა, სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მომზადების მიზანია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, ტერმინის - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ტერმინით „მუნიციპალიტეტი“ შეცვლა, ვინაიდან კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს მუნიციპალიტეტის ორაგნოები. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია. კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს, თუმცა აღნიშნული მუხლი არ მოიცავს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განახორციელოს და დააფინანსოს პროფესიული განათლების სფეროში სხვადასხვა ღონისძიებები, ხოლო მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ორგანული კანონით. შესაბამისად, კანონიდან ამოღებულ უნდა იქნეს მუხლი, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტის ვალდებულებას მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსოს პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე ღონისძიებები, ვინაიდან კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი შემოსულობები და ქონება და თავადვეა უფლებამოსილი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს ისინი. 3 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმაში, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტი“. ამასთან, ამოღებულ იქნება შესაბამისი ნორმა, რომელითაც განისაზღვრებოდა მუნიციპალიტეტის ვალდებულება, რომელიც კოდექსის თანახმად არ წარმოადგენს მის საკუთარ უფლებამოსილებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. 4 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები 1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან: ა) საქართველოს მთავრობა; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ბ1 ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; გ) (ამოღებულია); დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ვ) (ამოღებულია); ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; თ) (ამოღებულია); ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით. მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: ა) ხელს უწყობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედებებს, უფლებამოსილი არიან, განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ მათ მართვაში; გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს; დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6 მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 2. სამეთვალყურეო საბჭო: ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს; გ) აკონტროლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; დ) ითანხმებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 35. პროფესიული განათლების დაფინანსება 1. პროფესიული განათლების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. 3. (ამოღებულია). 4. პროფესიული განათლება შეიძლება დააფინანსონ კერძო პირებმა. 5. (ამოღებულია – 28.06.2013, №780 ). 6. (ამოღებულია). 61. (ამოღებულია – 28.06.2013, №780 ). 7 7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ დაწესებულების მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავალი და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში. აღნიშნულ დაწესებულებას აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში და ბეჭედი. ამასთანავე, დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.