„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 15/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864.) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების უფლების მისაცემად სათანადო ნებართვის გაფორმებისათვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონში გამოყენებულია ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, რაც არ შეესაბამება კოდექსს. ვინაიდან, კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, რომელიც რეალიზდება მუნიციპალიტეტებში. სწორედ მუნიციპალიტეტებს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ჰყავთ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (მუნიციპალიტეტის ორგანოები). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 3 კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი 4 საქართველოს სამინისტრო. რეგიონული ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება: მუხლი 21. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა 1. სამსახური სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში, გააკონტროლოს მათი შესრულება იმ ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა), სადაც ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა; ბ) შეამოწმოს პირი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მიზნით; გ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის იმ ელექტრონული საშუალებების კონტროლი, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შესაქმნელად, დასამუშავებლად, შესანახად და გასაგზავნად; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების უფლების მისაცემად სათანადო ნებართვის გაფორმებისათვის. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ორგანოს, ორგანიზაციის, დაწესებულების, საწარმოს (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ბიუჯეტიდან ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.