„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 443) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კომისიის წევრი ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ახორციელებს მოსამართლის ბრძანების გარეშე.“. 2. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონში არსებული ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობა“ ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“ შეცვლა. ვინაიდან, კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ორგანოების მეშვეობით, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში. შესაბამისად, ქონების მესაკუთრე ვერ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა. მესაკუთრე კოდექსის შესაბამისად, არის მუნიციპალიტეტი, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობა“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც უფლება არ შეიძლება იყოს ქონების მესაკუთრე. ქონების მესაკუთრე ადგილობრივ დონეზე არის მუნიციპალიტეტი. 3 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 18. კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. კომისიის უფლებამოსილებანი, საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონითა და კომისიის წესდებით. 2. კომისია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) საკუთარი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან ან სახელმწიფო ორგანოსაგან კომისიის მიერ განსახილველად მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) ერთ-ერთი მხარის ინიციატივით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში ჩააბას მესამე პირი. ამ გადაწყვეტილებას იგი იღებს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით; გ) ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოამზადოს ანგარიში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად; დ) განიხილოს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების მიერ კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრები; ე) განიხილოს არსებითად განსახილველი, ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან და ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების მიერ კომიტეტის გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრები. 3. საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით კომისია უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ადმინისტრაციული უფლებამოსილებები; ბ) საჭიროების შემთხვევაში იშუამავლოს მოდავე მხარეებთან დავის გადაწყვეტისას და ხელი შეუწყოს მორიგებას. 4. ნებისმიერი ორგანო, თანამდებობის პირი ან/და კერძო პირი ვალდებულია კომისიას მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული საჭირო ინფორმაცია ან საბუთი, დაეხმაროს მას თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე გარკვეული ქმედებების განხორციელებაში. შესაბამისი ორგანოები და პირები ვალდებული არიან მოთხოვნილი ინფორმაცია გასცენ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 10 დღისა. 5. კომისია ვალდებულია განსახილველ საქმესთან დაკავშირებული დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში საქმე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოებს. 6. კომისიისა და მისი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 6 7. ამ კანონით განსაზღვრული მიზნებისა და საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისათვის კომისიის წევრი კომისიის ან კომისიის კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით უფლებამოსილია: ა) შეაგროვოს მტკიცებულებები, ადგილზე დაათვალიეროს და ადმინისტრაციული ორგანოებისაგან და კერძო პირებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, ჩანაწერი, ასევე დაავალოს მათ ინფორმაციის მოძიება ან დამუშავება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ გაეცნოს ან გამოითხოვოს როგორც დასრულებული, ისე გამოძიების პროცესში მყოფი სისხლის სამართლის საქმის მასალები. ბ) მოსამართლის ბრძანებით წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს, დაათვალიეროს და შეისწავლოს ნებისმიერი ტერიტორია; გ) ნებისმიერ პირს ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მოიწვიოს იგი კომისიის ან კომისიის კომიტეტის სხდომაზე და მოსთხოვოს ახსნა-განმარტების მიცემა; დ) მოითხოვოს გარკვეული ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსაგან, აგრეთვე ჩამოართვას ახსნა-განმარტება სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირს ამ სახელმწიფოსთან წინასწარი შეთანხმებით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. 8. კომისიის წევრი ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ახორციელებს მოსამართლის ბრძანების გარეშე. 9. კომისიისა და მისი კომიტეტის მიერ საქმის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 29. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის ზოგადი ნორმები 1. თავდაპირველი საცხოვრებელი და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონება დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, თუ ქონება: ა) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია; ბ) არაკეთილსინდისიერი მფლობელის ხელშია. 2. თუ თავდაპირველ საცხოვრებელს ან სხვა უძრავ ქონებას ფლობს კეთილსინდისიერი მფლობელი, ეს ქონება შეიძლება დაუბრუნდეს თავდაპირველ მცხოვრებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კეთილსინდისიერ მფლობელს გადაეცემა ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება ან, მისი სურვილის შემთხვევაში, ფულადი კომპენსაცია. 3. უძრავი ქონების განადგურების, დანგრევის ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში თავდაპირველ მცხოვრებს უნდა გადაეცეს შესაბამისი ღირებულების სხვა ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება. 7 4. თავდაპირველ მცხოვრებს ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების სახით უნდა გადაეცეს ქონების გადაცემის მომენტისათვის იმავე საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონება იმ ადგილას, სადაც განთავსებული იყო ჩამორთმეული ან მიტაცებული უძრავი ქონება. თავდაპირველი მცხოვრების თანხმობით შესაძლებელია სხვა ტიპის უძრავი ქონების გადაცემა. 5. თუ უძრავი ქონება საჭიროებს სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, უნდა ანაზღაურდეს ასეთი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება. 6. კომისიის გადაწყვეტილებით ფულადი კომპენსაციის გადახდა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პირისათვის თავდაპირველი საცხოვრებლისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დაბრუნება ან ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების გადაცემა.