„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) რეჟიმი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში – განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დამყარდეს დროებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების პერიოდში და რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტებისათვის კანონით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც აუცილებელია მძევალთა განთავისუფლებისათვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს უფლება აქვს მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისათვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს.“. 3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, მუნიციპალიტეტებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- -------, 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას არ მიეკუთვნება ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ამა თუ იმ ღონისძიების გატარება, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ადამიანის კონსტიტუციით განმტკიცებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ორგანოთა თანამშრომლობა. კანონის კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, კანონში არსებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინებით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტები“, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ამასთან, შესაბამისი ძალები და საშუალებები გააჩნია მუნიციპალიტეტს და არა მუნიციპალიტეტის ორგანოს. ვინაიდან, კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონება არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და არა მუნიციპალიტეტის ორგანოების. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინებით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი, როგორც შინაარსობრივად, ასევე, ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. 3 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 1. ტერმინთა განმარტება კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტერორიზმი – ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, მიმართული ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, კომუნიკაციების და სხვა მატერიალური ობიექტების განადგურება-დაზიანება ან მათი განადგურება-დაზიანების მუქარა იარაღის, ასაფეთქებელი მასალების, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების გამოყენებით ან ადამიანის გატაცებითა თუ მძევლად აყვანით, რათა ხელისუფლება ანდა მისი რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული გახდეს, განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც ტერორისტების მართლსაწინააღმდეგო ინტერესებში შედის; ბ) ტერორისტული აქტი – აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ან ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარა; ბ1) ტერორისტული მიზანი − მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება; გ) ტერორისტული საქმიანობა – საქმიანობა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით; დ) საერთაშორისო ტერორიზმი – ტერორისტული საქმიანობა, რომელიც განხორციელდა: დ.ა) ტერორისტების, ტერორისტული ჯგუფების ან ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე), ან თუ ზიანი მიადგა სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოებს); დ.ბ) ერთი სახელმწიფოს მოქალაქეთა მიერ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმართ; დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც როგორც ტერორისტი, ისე ტერორიზმის მსხვერპლი არიან ერთი ან სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები, მაგრამ ტერორისტული აქტი ჩადენილია ამ სახელმწიფოთა ტერიტორიების გარეთ; ე) ტერორისტი – პირი, რომელიც მონაწილეობს ტერორისტულ საქმიანობაში; 6 ვ) ტერორისტული ჯგუფი – ორი ან მეტი პირის გაერთიანება ტერორისტული საქმიანობის (ტერორისტული აქტის) განხორციელების მიზნით; ზ) ტერორისტული ორგანიზაცია – ორგანიზაცია (მიუხედავად მისი ფორმისა), შექმნილი ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით. ორგანიზაცია შეიძლება ცნობილ იქნეს ტერორისტულ ორგანიზაციად, თუ ის არის დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებული ორზე მეტი პირის ორგანიზებული გაერთიანება. ორგანიზებულ გაერთიანებად ჩაითვლება გაერთიანება, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები გაერთიანების წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა; თ) მძევალი – ფიზიკური პირი, აყვანილი იმ მიზნით, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ან სხვა პირები აიძულონ, განახორციელონ რაიმე ქმედება ან თავი შეიკავონ რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, აყვანილი პირის გათავისუფლების პირობით; ი) ტერორიზმთან ბრძოლა – საქმიანობა, რომელიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილების, აღკვეთისა და მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ; კ) კონტრტერორისტული ოპერაცია – სპეციალურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ტერორისტული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ, ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, ტერორისტების გაუვნებლებისაკენ და ტერორისტული აქტის ან/და ტერორისტული მიზნით განხორციელებული სხვა დანაშაულის მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ; ლ) უსაფრთხოების ზონა – ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების აქტიური და მასობრივი მოქმედების ზონა; მ) კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა – ადგილმდებარეობის ან აკვატორიის ცალკეული მონაკვეთები, სატრანსპორტო საშუალება, შენობანაგებობა, დაწესებულება და მათი მიმდებარე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ტარდება აღნიშნული ოპერაცია; ნ) რეჟიმი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში – განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დამყარდეს დროებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების პერიოდში და რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტებისათვის კანონით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც აუცილებელია მძევალთა განთავისუფლებისათვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. 7 მუხლი 8. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ძალები და საშუალებები 1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს უფლება აქვს მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისათვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს. 2. იარაღის, სპეციალური საშუალების გამოყენებისა და ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, ტერორისტული ხასიათის დანაშაულისა და ტერორისტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით მუხლი 10. სამართლებრივი რეჟიმი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში 1. კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისას იქმნება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ორი ზონა – უსაფრთხოების ზონა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა. 2. ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 3. უსაფრთხოების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები უფლებამოსილი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებით: ა) მოაწყონ საგუშაგოები ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების მიზნით; ბ) განახორციელონ პატრულირება და შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები. 4. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც უშუალოდ ტარდება კონტრტერორისტული ოპერაცია. 5. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში ოპერაციის ჩამტარებელ პირებს უფლება აქვთ, გადაუდებელი აუცილებლობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრებამდე მიიღონ ზომები ქუჩებსა და გზებზე ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის დროებით შეზღუდვის ან აკრძალვის თაობაზე; 8 ბ) შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები პიროვნების დადგენის მიზნით; გ) ტერორისტული აქტის აღკვეთისას ან ტერორისტული აქტის ჩადენაში ბრალდებული პირის დევნისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას: დაუბრკოლებლად შევიდნენ (შეაღწიონ) მოქალაქეთა საცხოვრებელ ბინებში, აგრეთვე მათ კუთვნილ სხვა სადგომებსა და მიწის ნაკვეთებში, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) ტერიტორიებზე, სატრანსპორტო საშუალებებში; გამოიყენონ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების კუთვნილი კავშირგაბმულობის საშუალებები, სპეციალური საშუალებების ჩათვლით; დაათვალიერონ მოქალაქეთა პირადი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთი, მათ შორის, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შესვლისას და ზონიდან გამოსვლისას; დ) ტერორისტული აქტის თავიდან აცილების მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის დევნისა და დაკავებისათვის, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის სამედიცინო დაწესებულებაში პირის მისაყვანად, აგრეთვე შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გამოიყენონ მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, გარდა უცხო ქვეყნების საკონსულოების, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი სხვა ორგანიზაციების სატრანსპორტო საშუალებებისა. 6. უსაფრთხოებისა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონებში ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.