„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-15 მუხლის პირველი - მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მხარე სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/მუნიციპალიტეტია, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება. 2. სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს . 3. სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი.“. 2. 32-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სასამართლოს გადაწყვეტილებას ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას, სასამართლო უფლებამოსილია ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ნაცვლად გამოაცხადოს ძალადაკარგულად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, ტერმინების, - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობა“ ტერმინებით, „მუნიციპალიტეტი“ და „მუნიციპალიტეტის ორგანოთი“ შეცვლა. ვინაიდან, კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება თვითმმართველ ერთეულში, ხოლო თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს მუნიციპალიტეტის ორგანოები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობა“ იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტი“ და „მუნიციპალიტეტის ორგანოები“. ამასთან, ადმინისტრაციულ პროცესში მხარედ შეიძლება გამოვიდეს, როგორც მუნიციპალიტეტი ასევე, მუნიციაპლიტეტის ორგანო, ვინაიდან, კოდექსის შესაბამისად, შესაბამისი სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 3 კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომლშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება: მუხლი 15. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით 1. თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება. 2. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს. 3. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი . 4. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაუშვებელია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის მუშაკი. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 32. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით 1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, 5 სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. 2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარის შუამდგომლობით სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღსრულების გაუქმების წესის შესახებ. 3. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. 4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. 5. სასამართლოს გადაწყვეტილებას ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ აქვს სავალდებულო ძალა . თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას , სასამართლო უფლებამოსილია ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ნაცვლად გამოაცხადოს ძალადაკარგულად . 6. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, რა წესითაც იყო გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი. გამოქვეყნება ხორციელდება ნორმატიული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯით.