„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, აგრეთვე რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ხოლო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს გამგებლის/მერის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს – საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.“. 2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული და ფიზიკური პირი, მოქალაქეთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანება, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო ვალდებულია შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის წევრთა მიერ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც მათი უფლებამოსილებიდან წარმოდგება.“. 3. 413 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- ------, 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა - საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანოა - გამგებელი/მერი. წინამდებარე კანონპროექტით ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები. კანონში არსებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შესაბამისობაში მოვა კოდექსთან და შეიცვლება ტერმინებით „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“, ხოლო, „თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანოს“ ნაცვლად, გამოყენებული იქნება ტერმინი „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“. ამასთან, დაზუსტდა ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო, გამგებლი, მერი“ და კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განისაზღვრა შემდეგნაირად „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს - გამგებლის/მერის“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოთი“; „თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანო“ - ტერმინით „მუნიციპალიტეტის 3 წარმომადგენლობითი ორგანო“ და წინადადება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის“ - ტერმინით „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს - გამგებლის/მერის“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად და შინაარსობრივად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. 4 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 21 1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. 2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია. 3. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, აგრეთვე რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს – საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია. 4. საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება სასამართლოში არსებითად განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას. 5. საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას. 6. თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება. 7. თუ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობა, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოდ მიიჩნია საერთო სასამართლომ ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში აღნიშნული პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა. 71. თუ ამ კანონის 412 მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა 6 ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება სადავო აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობა. 8. საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. მუხლი 24 1. ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული და ფიზიკური პირი, მოქალაქეთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის წევრთა მიერ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც მათი უფლებამოსილებიდან წარმოდგება. 2. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი წევრები უფლებამოსილი არიან საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ორგანოდან, იურიდიული და ფიზიკური პირისაგან, სამეცნიერო დაწესებულებიდან და საინფორმაციო ცენტრიდან, რეგლამენტის შესაბამისად მოიწვიონ სპეციალისტები საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად. 21. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი წევრები უფლებამოსილი არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებისათვის ამ კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ გონივრული ვადა, ხოლო შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია, ამ ვადაში მიაწოდოს სასამართლოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 4. საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი წევრების უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოთხოვნის შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. მუხლი 413 1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევა ში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე1 თავის ნორმათა დარღვევა.