„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიღების, სტატუსის განსაზღვრის და განთავსების ხარჯები ანაზღაურდება სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებით.“. 2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. 32-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის და მათი ოჯახის წევრების მიღების, განთავსებისა და ინტეგრაციის საკითხებზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზურ უფლებამოსილებას არ წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უზრუნველყოფის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. აღნიშნულ პირთა დაცვა და მათი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულება. შესაბამისად, კანონით არ იმიჯნება აღნიშნულ სფეროში მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილება. ამასთან, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ნებაყოფლობით განახორციელოს ის უფლებამოსილება, რომელიც არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების არცერთი ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული კანონით. კანონპროექტით იმიჯნება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, რითაც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. კანონის პროექტით, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება „მუნიციპალიტეტით“, ვინაიდან ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების შემსრულებელი არის მუნიციპალიტეტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიღების, სტატუსის განსაზღვრის და განთავსების ხარჯები ანაზღაურდება სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო 3 ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებით. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ იქნებიან კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოები. ხოლო, კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები ამოღებული იქნება, რითაც გაიმიჯნება სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. 4 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 22. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები 1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურეკონომიკურ გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებს (კერძოდ, მისი მიღების, განთავსების, განათლებისა და უსაფრთხოების საკითხებს) წყვეტს სამინისტრო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დახმარების სფეროში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალურეკონომიკური გარანტიების მოქმედება შეჩერდება იმ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიმართ, რომელმაც: ა) 1 თვეზე მეტი ხნით დატოვა საქართველო; ბ) ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას; გ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე- 5 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტის შესაბამისად არ გაიარა ყოველწლიური რეგისტრაცია და რეგისტრაციის დასრულების შემდ ე გ 3 თვის განმავლობაში არ გამოცხად დ ა სამინისტროში და არ წარმოადგ ინა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი; დ) პირადი განცხადებით უარი თქვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარებების მიღებაზე. 3. თავშესაფრის მაძიებლის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიღების, სტატუსის განსაზღვრის და განთავსების ხარჯები, მათ შორის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მათ ტერიტორიაზე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მიღებასა და განთავსებასთან, ანაზღაურდება სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებით. 4. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია შესაბამისი დახმარების მისაღებად მიმართოს სხვა სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მუხლი 23. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები 1. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი არიან შემდეგი ორგანოები: 6 ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; ე ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 2. დაუშვებელია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები ამ კანონის ან ამ კანონით განსაზღვრული სფეროს მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების აღსრულებისას ინფორმაციის გაცვლის მიზნით დაუკავშირდნენ თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის წარმოშობის ქვეყნის ხელისუფლებას. მუხლი 31. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგინონ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის ათვის საცხოვრებელ ადგილად შეთავაზებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს აწვდის ინფორმაციას ამ პუნქტებში არსებული საცხოვრებელი პირობების შესახებ. მუხლი 32. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთო პასუხისმგებლობა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები: ა) თანამშრომლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თავშესაფრის მაძიებლის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის და მათი ოჯახის წევრების მიღების, განთავსებისა და ინტეგრაციის საკითხებზე; ბ) თანამშრომლობენ საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ორგანიზაციებთან თავშესაფრის მაძიებლ ის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად; გ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის აღსრულებისათვის.