„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №15-16, 30.04.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის სფეროში 1. ამ კანონით მუნიციპალიტეტებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები: ა) მეორე ზონის საზღვრების დადგენა ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან; ბ) ადგილზე სანიტარული დაცვის ზონების საზღვრების დაფიქსირება; გ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისა და გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის საკითხებში; დ) სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარის შეთანხმება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება, არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. 3. მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა, განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლის პირველის პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 5. ამ მუხლის პირველის პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმებით, მეორე ზონის საზღვრები შეიძლება დადგინდეს 2 ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არა უმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან.“ 3. მე-12 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებს აფიქსირებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს ექვსი თვისა მისი დამტკიცებიდან.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კურორტებზე, სადაც არ არის ჩატარებული საძიებო სამუშაოები სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტებისათვის, კურორტების მართვის ორგანო შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ სანიტარიული დაცვის ზონის დაპროექტება და დამტკიცება განხორციელდება დადგენილი წესით, კურორტის ამოქმედებიდან არა უგვიანეს ორი წლისა.“. 4. მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემას და გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებს უფლებამოსილებად აქვთ განსაზღვრული მეორე ზონის საზღვრების დადგენა ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან; ადგილზე სანიტარული დაცვის ზონების საზღვრების დაფიქსირება; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისა და გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის საკითხებში. თუმცა აღნიშნული უფლებამოსილებები, კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს აქვს ორი სახის უფლებამოსილება საკუთარი და დელეგირებული. ზემოაღნიშნული უფლებამოსილება, იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხები ადგილობრივ დონეზე ურო ეფექტურად გადაწყდეს შესაძლოა იყოს მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტით, მზიანშეწონილია განხორციელდეს მუნიციპალიტეტებისათვის უფლებამოსილების დელეგირება. ამასთან, კანონში განსაზღვრული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ მიზანშეწონილია შეიცვალოს ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოებით“, ვინაიდან კოდექსის თანახმად, ადგილობრივი 4 თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება, რომელიც რეალიზდება მუნიციპალიტეტებში. სწორედ მუნიციპალიტეტებს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ჰყავთ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ჩანაცვლდება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, მუნიციპალიტეტებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის სფეროში დელეგირებული ექნებათ შემდეგი უფლებამოსილებები: ა) მეორე ზონის საზღვრების დადგენა ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან; ბ) ადგილზე სანიტარული დაცვის ზონების საზღვრების დაფიქსირება; გ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისა და გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის საკითხებში; დ) სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარის შეთანხმება ამ კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულ დელეგირებულ უფლებამოსილებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად განახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შენიშვნა განსაზღვრავს, იმ კანონების ჩამონათვალს, რომლითაც განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცათ მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სახსრები. ამასთან, აღნიშნული კანონების გარდა, ნორმა მიუთითებს სხვა კანონებზე, რომელშიც მოექცევა წარმოდგენილი კანონის პროექტი. შესაბამისად, კანონის პროექტი არ დაუკავშირდება დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 5 კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შენიშვნა განსაზღვრავს, იმ კანონების ჩამონათვალს, რომლითაც განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცათ მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სახსრები. ამასთან, აღნიშნული კანონების გარდა, ნორმა მიუთითებს სხვა კანონებზე, რომელშიც მოექცევა წარმოდგენილი კანონის პროექტი. შესაბამისად, კანონის პროექტი არ დაუკავშირდება დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 6 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
7 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 11. მეორე ზონის საზღვრები 1. მეორე ზონის საზღვრები დგინდება: ა) მინერალური წყლების საბადოებისათვის – ტერიტორიის გეოსტრუქტურულ და ჰიდროგეოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით; ბ) სამკურნალო ტალახის საბადოებისათვის – ზედაპირული წყლების უახლოეს წყალგამყოფ ხაზზე; გ) სხვა ბუნებრივი სამკურნალო რესურსებისათვის – გეოსტრუქტურულ და გეომორფოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით. 2. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმებით, მეორე ზონის საზღვრები შეიძლება დადგინდეს ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არა უმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან. მუხლი 12. მესამე ზონის საზღვრები 1. მესამე ზონის გარე საზღვრები დამოკიდებულია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ფორმირების გარე საზღვრებზე. 2. სანიტარიული ზონის გარე საზღვრები ემთხვევა მესამე ზონის გარე საზღვრებს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – პირველი და/ან მეორე ზონების საზღვრებს. 3. კურორტისათვის, სადაც: ა) წიაღისეული ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის სამი ზონა (პირველი, მეორე და მესამე); ბ) კლიმატი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ორი ზონა (მეორე და მესამე). 4. საკურორტო ადგილისათვის, სადაც: ა) წიაღისეული ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ორი ზონა (პირველი და მეორე); ბ) კლიმატი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ერთი ზონა (მეორე). 5. ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებს აფიქსირებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს ექვსი თვისა მისი დამტკიცებიდან. 6. საზღვრების დაფიქსირებისა და ცალკეულ ზონებში მისი მოქმედების რეჟიმის შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის შეტყობინება წარმოებს დადგენილი წესით. 7. კურორტებზე, სადაც არ არის ჩატარებული საძიებო სამუშაოები სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტებისათვის, კურორტების მართვის ორგანო შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარს 8 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოსთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ სანიტარიული დაცვის ზონის დაპროექტება და დამტკიცება განხორციელდება დადგენილი წესით, კურორტის ამოქმედებიდან არა უგვიანეს ორი წლისა. მუხლი 14. სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტება 1. სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან შეთანხმებით და იგი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. 2. სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტების ხარჯები გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. სანიტარიული დაცვის ზონებისა და საკურორტო ობიექტების საძიებოსაპროექტო სამუშაოებს ახორციელებენ ორგანიზაციები, რომლებსაც ამ სამუშაოების შესრულებაზე აქვთ შესაბამისი ლიცენზია. 4. სანიტარიული დაცვის ზონები და მათი რეჟიმი საფუძვლად უნდა დაედოს ტერიტორიული კომპლექსური სქემების, ფუნქციური ზონების, მიწათმოწყობის, რაიონული დაგეგმარებისა და გენერალური გეგმების ამ კანონთან შესაბამისობას. 5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დადგენილი წესით შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტების პროგრამით გათვალისწინებულ სანიტარიულ დახასიათებას. 6. სანიტარიული დაცვის ზონების პროექტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრები და ამ ზონებში გასატარებელ სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ნუსხა. 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სანიტარიული დაცვის ზონებს ადგენენ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს მთავრობას. 8. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემას და გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციას.