„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში 12/03/2015, (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), სარეგისტრაციო კოდი: 130030000.05.001.017622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.“. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას; ბ) უზრუნველყოფენ მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგენენ წინადადებებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------, 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებათა შორის სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ პოლიტიკის განხორციელება განსაზღვრული არ არის. სახელმწიფო საიდუმლოება, თავისი არსით წარმოადგენს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში არსებულ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ვინაიდან, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულებაა, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონში არსებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კოდექსთან და შეიცვალოს ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. 3 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 3. სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ 1. სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტი. 2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. 3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. 4. საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს როგორც საკუთარ უწყებაში, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების და ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან. მუხლი 4. სახელმწიფოს უფლებამოსილებანი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში 1. საქართველოს პარლამენტი: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას; ბ) საპარლამენტო კონტროლს უწევს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებას; 6 გ) განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. საქართველოს პრეზიდენტი: ა) საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა სფეროებში, ამ კანონის შესაბამისად წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) განსაზღვრავს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება და რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; გ) ამტკიცებს იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ. 3. საქართველოს მთავრობა: ა) ამტკიცებს: ა.ა) „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესს“; ა.ბ) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხას; ა.გ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია; ა.დ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ; ბ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის/ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით მოახდინოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება. 5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: 7 ა) უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას; ბ) უზრუნველყოფენ მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგენენ წინადადებებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის შესახებ. 6. სასამართლო ხელისუფლება: ა) განიხილავს იმ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას; ბ) საქმეთა განხილვისას უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებით ან დაკარგვით მიყენებული ზარალის ოდენობას, აგრეთვე იმ ზარალის ოდენობას, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის გაცემით მიადგა მის მფლობელს; დ) განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ. 7. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მისდამი მოპყრობის, ამ ინფორმაციის მიღების, გაცემისა და შენახვის წესი და პირობები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.