„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი; გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.“; 2. 51 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ან დაწესებულების მიერ საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის პირად საკუთრებაში გადაცემული სიმბოლური ნიშანი ან სუვენირი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს და რომელიც მიღებულია ერთი წყაროდან ოფიციალური ღონისძიების ჩატარების დროს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. № --- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონის მიხედვით, IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება როგორც სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი, ასევე იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. კოდექსის თანახმად, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების უფლება აქვს მუნიციპალიტეტს და არა მის რომელიმე ორგანოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ ნაცვლად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლად და საწარმოს აქციათა ან 100 პროცენტიან წილის მფლობელად უნდა განისაზღვროს „მუნიციპალიტეტი“. გარდა ამისა, კანონში ასევე ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება, კერძოდ, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შესაბამისობაში მოვა კოდექსთან და შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“. 3 გარდა ამისა, კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ ნაცვლად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლად და საწარმოს აქციათა ან 100 პროცენტიან წილის მფლობელად განისაზღვრება „მუნიციპალიტეტი“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 4 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 2 1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები; ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე; ე1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე; ე2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები; ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ზ1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე; ზ2) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ინიშნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შემადგენლობიდან) და მისი მოადგილე; თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე; თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები; ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; ი 1) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე; კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; კ1) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები ; კ2) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; 6 კ3) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; ნ) შემოსავლების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ; ო) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები; პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი; ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი; რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი; ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი; უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე; ფ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ქ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1973); ღ) მოსამართლე; ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები; შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი; ჩ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი; ც) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე. 2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება: 7 ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი; გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 51 ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქრად“ არ ჩაითვლება: ა) სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო, პრემია; ბ) „დიპლომატიური საჩუქარი“, რომელიც გადაეცემა საჯარო მოსამსახურეს ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტის დროს პროტოკოლით გათვალისწინებული წესით და რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს; გ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან დაწესებულების მიერ საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის პირად საკუთრებაში გადაცემული სიმბოლური ნიშანი ან სუვენირი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს და რომელიც მიღებულია ერთი წყაროდან ოფიციალური ღონისძიების ჩატარების დროს; დ) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც არ წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს; ე) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება; ვ) საჩუქრად გადაცემული ნაბეჭდი გამოცემები, გარდა იმ კულტურული ფასეულობებისა, რომლებიც გათვალისწინებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით.