„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 2. 73-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადამდები (მათ შორის ზოოანთროპონური, ზოონოზური ბუნების), ენდემური დაავადებებისა და ეპიდემიების, აგრეთვე, განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები დაავადებების კონტროლიხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 3. 851 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 851 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განსაზღვრული ვალდებულებები აისახება შესაბამის პროგრამებში.“. 4. 852 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 852 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელია გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული ან/და გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირი. მუნიციპალიტეტების საქმიანობაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსი მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რომელიც მიეკუთვნება ნებაყოფლობით უფლებამოსილებებს. ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით პროგრამების შემუშავება, არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, ხოლო ნებაყოფლობითი უფლებამოსილება არ უნდა ატარებდეს საკანონმდებლო აქტში ვალდებულებით სახეს. გადამდები დაავადებების კონტოლი, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილება არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის, საკუთარ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ხოლო დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი განსაზღვრულია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. ამასთან, კანონში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებზე, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ცნებას არ ითვალისწინებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გადამდები (მათ შორის ზოოანთროპონური, ზოონოზური ბუნების), ენდემური დაავადებებისა და 3 ეპიდემიების, აგრეთვე, განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები დაავადებების კონტროლის სფერო იქნება სახელმწიფოს უფლებამოსილება და არა მუნიციპალიტეტის. ახალი რედაქციით ყალიბდება 852 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირად განისაზღვრება გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული ან/და გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირი. ხოლო მუნიციპალიტეტების საქმიანობაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან 4 კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 17 ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 73 1. გადამდები (მათ შორის ზოოანთროპონოზური , ზოონოზური ბუნების ), ენ დემური დაავადებებისა და ეპიდემიების, აგრეთვე,განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები დაავადებების კონტროლი შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური დაადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებ ის პრეროგატივაა. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ადამიანთა და ცხოველთა განსაკუთრებით საშიშიზოოანთროპონოზუ ლი დაავადებებისაგან და ტოქსიკოინფექციებისაგან დაცვის მიზნით , სახელმწიფო ხ ელისუფლების შესაბამისდაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს სათანადო პროგრა მებს და ახორციელებს ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს . მუხლი 851 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ვალდებულებები აისახება შესაბამის სახელმწიფო და ადგილობრივ პროგრამებში. მუხლი 852 საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა განხორცილებისათვის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად იქმნება ქალაქებისა და რაიონების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები, რომელთა მეთოდურ ხელმძღვანელობას ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.