„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №14, 12.06.96, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის ორგანოები უზრუნველყოფენ რეფერენდუმის მომზადებისა და მოწყობისათვის საჭირო შენობების, მოწყობილობების გამოყოფასა და მომზადებას.“. 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებული და ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არა უმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით, ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში.“. 3. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ისმენს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- ----- 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფის მიერ გროვდება შესაბამისი ხელმოწერები, საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებული და ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით, ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ აქვს ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების უფლებამოსილება. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება წარმოადგენს ნოტარიუსის ძირითად ფუნქციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხორციელდება შესაბამისი ცვლილება და კანონით გათვალისწინებულ ფურცელზე ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის დამოწმება მოხდება მხოლოდ სანოტარო ბიუროში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. ამასთან, კანონში არსებული ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შესაბამისობაში მოვა კოდექსთან და შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“, ისევე როგორც „ადგილობრივი მმართველობის ორგანო“, ვინაიდან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები 2005 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებენ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 3 კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ და „ადგილობრივი მმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, კანონიდან ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილება, კანონით გათვალისწინებულ ფურცელზე, ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის დამოწმების თაობაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. 4 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 6. რეფერენდუმის მოწყობის მატერიალური უზრუნველყოფა 1. რეფერენდუმის მოწყობის მატერიალური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. 2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ რეფერენდუმის მომზადებისა და მოწყობისათვის საჭირო შენობების, მოწყობილობების გამოყოფასა და მომზადებას. მუხლი 11. ხელმოწერების შეგროვების წესი და ვადები 1. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან. 2. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებული და ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არა უმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით, ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროსა ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. მუხლი 19. სარეფერენდუმო კომისიების უფლებამოსილება 1. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია რეფერენდუმის მოწყობამდე 40 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (პრესა, ტელევიზია, რადიო) აქვეყნებს იმ საოლქო სარეფერენდუმო კომისიების სიას, რომლებსაც დაევალათ შესაბამის ტერიტორიებზე უხელმძღვანელონ რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას. 2. რეფერენდუმის მომზადებისა და მოწყობის პერიოდში ცენტრალური სარჩევნო კომისია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ბ) ხელმძღვანელობს რეფერენდუმის მომზადებასა და მიმდინარეობას და კოორდინაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას; გ) კომისიებს შორის ანაწილებს რეფერენდუმის მოსაწყობად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს, აკონტროლებს საოლქო კომისიების მატერიალურტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ადგენს რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმასა და შენახვის წესს; 6 ე) ისმენს სახელმწიფო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საქართველოს მასშტაბით, აქვეყნებს რეფერენდუმის საბოლოო შედეგებს; ზ) იხილავს საჩივრებს სარეფერენდუმო კომისიების გადაწყვეტილებისა და ქმედებათა შესახებ, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს მათ თაობაზე. 3. საოლქო საარჩევნო კომისია: ა) აკონტროლებს შესაბამის ტერიტორიაზე ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ბ) კოორდინაციას უწევს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების მუშაობას, გ) ხელს უწყობს სარეფერენდუმო საკითხის განხილვას საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე; დ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს დროულად უზრუნველყოფს სარეფერენდუმო ბიულეტენებით; ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე; ზ) იხილავს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების გადწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. 4. საუბნო სარეფერენდუმო კომისია: ა) მოქალაქეებს აცნობს კენჭისყრის მონაწილეთა სიებს, იხილავს განცხადებებს სიებში არსებულ უზუსტობათა შესახებ და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებების შეტანის საკითხს; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია) ; დ) უზრუნველყოფს კენჭისყრისათვის საჭირო შენობის, ყუთების და ოთახების მომზადებას; ე) რეფერენდუმის დღეს ორგანიზაციას უკეთებს კენჭისყრას; ვ) აჯამებს სარეფერენდუმო უბანში კენჭისყრის შედეგებს; ზ) იხილავს განცხადებებსა და საჩივრებს რეფერენდუმის მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზაციის საკითხებზე. იღებს გადაწყვეტილებებს მათ გამო.