„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით თვითმმართველი ქალაქის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით.“; 2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები.“. 3. 52 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ხოლო რუსთავითბილისის მარშრუტზე ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვას კანონით დადგენილი წესით გასცემს თვითმმართველი ქალაქის − რუსთავის უფლებამოსილი ორგანო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 4. 56 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა არანაკლებ ერთი წლის ვადით. ნებართვის ვადას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №----
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი) ტერმინოლოგიური თვალსაზრისით კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს მუნიციპალიტეტის ორგანოები. შესაბამისად, კანონის ნორმებიდან ამოღებულ უნდა იქნეს ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „თვითმმართველი ერთეული“ და ჩანაცვლდეს ტერმინით „მუნიციპალიტეტები“, ამასთნ ტერმინის „დედაქალაქის“ და „ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, კანონის პროექტის შესაბამის ნორმებში ტერმინიები „ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ - იცვლება ტერმინით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, „თვითმმართველი ერთეული“ – „მუნიციპალიტეტით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ – „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოთი“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 3 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება 1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას. 2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები. 3. მოძრაობა – ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით. მხედველობაში მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების გადაადგილება. 4. (ამოღებულია). 5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად. 6. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით. 7. ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა – საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა. 8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას. 9. (ამოღებულია). 10. (ამოღებულია). 11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ხოლო დედაქალაქის ტერიტორიაზე − ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით თვითმმართველი ქალაქის ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. 12. (ამოღებულია). 13. (ამოღებულია). 14. (ამოღებულია). 15. (ამოღებულია). 16. (ამოღებულია). 5 17. ნებართვა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით. 18. რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს. 19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით. 20. სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო. 21. ტერმინები – ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის შეფასება, პროდუქცია, უსაფრთხო პროდუქცია – განისაზღვრება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 22. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენტო . მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა 1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 11. (ამოღებულია). 2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა. 4. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები. მუხლი 52. ნებართვების გამცემი ორგანოები 1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვებს 6 სააგენტო გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, დედაქალაქში – ქალაქ თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვას კანონით დადგენილი წესით გასცემს თვითმმართველი ქალაქის − რუსთავის უფლებამოსილი ორგანო, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, კონტროლისა და გაუქმების წესი დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 56 . ნებართვის მოქმედების ვადა 1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა არანაკლებ ერთი წლის ვადით. ნებართვის ვადას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. 2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი ვადით. 3. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ნებართვა, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ვადით, ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ან მრავალჯერადი ნებართვა.