„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 15.07.2004, მუხ. 85) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სათანადო დოკუმენტებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თანხმობის მისაღებად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონში არსებული ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ ტერმინით, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“ შეცვლა, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, რომელიც რეალიზდება თვითმმართველ ერთეულში, ხოლო, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 3 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 4 ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება: მუხლი 3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი 1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი ხელს უწყობს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში. 2. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს: ა) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირებისათვის; ბ) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს; გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლში მითითებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის შესახებ; დ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტებს; ე) იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელთა პარლამენტისათვის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება; ვ) სათანადო დოკუმენტებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თანხმობის მისაღებად. 4. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ა) საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს და უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას; ბ) საჭიროების შემთხვევაში ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომებს და მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკითხების განხილვაში; 6 გ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხებს; დ) საქართველოს მთავრობის თანხმობის ან საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს მთავრობისთვის/საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას; ე) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს; ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 5. ცალკეული საკითხების საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს. 6. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს. 7. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.