„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 14.05.1998, გვ.7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება − საქართველოს კანონმდებლობით, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც ადგენს არქიტექტურული ობიექტის დანიშნულებას, პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს, მიწის ნაკვეთზე განთავსებას, აგრეთვე მისი დაპროექტებისა და მშენებლობის ეკოლოგიურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და სხვა პირობებს.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია დამკვეთის განაცხადი და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნებართვა, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილება, თუ მიწის ნაკვეთი შესაბამისად სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.“. 3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე არქიტექტორთა პროფესიული კავშირები მონაწილეობენ არქიტექტორთა უფლებების დაცვაში და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ არქიტექტორთა შემოქმედებით თავისუფლებას.“. 4. მე-7 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და არქიტექტორთა პროფესიული კავშირების კომპეტენცია“. 5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ორგანოების კომპეტენცია 1. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ კანონმდებლობის შესაბამისად. 2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს არქიტექტურის დარგში 2 სახელმწიფო პროგრამებს, უზრუნველყოფს ნორმატიული ბაზის შექმნას, წარმართავს სალიცენზიო და საკონტროლო სამსახურების საქმიანობას. 3. მუნიციპალიტეტში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი (მთავარი არქიტექტორი), რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთან მოქმედებს არქიტექტურულ-გეგმარებითი საბჭო, რომელიც შედგება სათანადო განათლების ცენზისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან და აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულება. 5. საბჭოს მუშაობის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის.“. 6. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არქიტექტურული საქმიანობის პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების, არქიტექტორთა ინტერესების დაცვისა და არქიტექტურული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები თანამშრომლობენ არქიტექტორთა პროფესიულ კავშირებთან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. თუმცა, მიზანშეწონილია კანონში განსაზღვრული ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობა“ ჩანაცვლდეს ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტი“, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობა არის უფლება, რომელიც რეალიზდება მუნიციპალიტეტებში. მუნიციპალიტეტებს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ჰყავთ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვთ საკუთარი ქონება და ბიუჯეტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებად, რაც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება კოდექსს, ვინაიდან, კოდექსის შესაბამისად, როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონების მესაკუთრეა მუნიციპალიტეტი და არა უფლება და შესაძლებლობა „ადგილობრივი თვითმმართველობის“ სახით. ამასთან, კანონში განსაზღვრულია, რომ არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს ხელმძღვანელობს მთავარი არქიტექტორი, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მთავარი 4 არქიტექტორის თანამდებობა შესაძლოა მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში არ იყოს განსაზღვრული და აღნიშნულ უფლებამოსილებას, ფუნქციურად ასრულებდეს გამგეობაში/მერიაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია უნდა შეიცვალოს და მუნიციპალიტეტში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის საქმიანობის ხელმძღვანელი პირის განსაზღვრის უფლება უნდა მიენიჭოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველობა“ ჩანაცვლდება ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი შინაარსობრივად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, კანონის მე-3 მუხლის მე3 პუნქტში მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ განისაზღვრება მუნიციპალიტეტი. კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს ხელმძღვანელობს მთავარი არქიტექტორი, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, კოდექსი არ ითვალისწინებს, რომელიმე სახის თანამდებობის ცალკე გამოყოფას. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აღმასრულებელ უფლებამოსილებებს ასრულებს თავად ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. შესაბამისად, კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი (მთავარი არქიტექტორი). ამასთან კანონის პროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინები „ცენტრალური ორგანოები“ და „ადგილობრივი ორგანოები“, იცვლება „სახელმწიფო ორგანოებით“ და „მუნიციპალიტეტებით“, ვინაიდან თავისი არსით ცენტრალურ ორგანოებში მოიაზრება სახელმწიფო ორგანოები, ხოლო „ადგილობრივ ორგანოებში“ მუნიციპალიტეტები, რომლებიც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები 5 კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები გამოყენებული ტერმინები: ა) არქიტექტორი _ შესაბამისი განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე; ბ) არქიტექტურული საქმიანობა _ არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომლის ამოცანაა ქალაქთმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ნაგებობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზება, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა; გ) არქიტექტურული ნაწარმოები _ არქიტექტურული პროექტის და არქიტექტურული ობიექტის სახით არსებული არქიტექტურული საქმიანობის შედეგი, რომელიც წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს; დ) არქიტექტურული პროექტი _ არქიტექტურული შემოქმედების შედეგად დოკუმენტურად დაფიქსირებული ავტორისეული ჩანაფიქრი, სადაც ჩამოყალიბებულია არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურა და მოცულობითსივრცითი დაგეგმარების პრინციპი, რომელიც ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად კომპლექსურად წყვეტს ქალაქთმშენებლობით, მხატვრულ-ესთეტიკურ, ფუნქციურ და ტექნიკურ საკითხებს, წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს და არ საჭიროებს ლიცენზირებას; ე) საპროექტო დოკუმენტაცია _ არქიტექტურული ობიექტის რეალიზაციის მიზნით, არქიტექტურული პროექტის საფუძველზე დადგენილი მოცულობით მომზადებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია _ არქიტექტურული საქმიანობის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს და საჭიროებს ლიცენზირებას; ვ) არქიტექტურული ობიექტი _ არქიტექტურული პროექტის საფუძველზე განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი კომპლექსი, შენობა, ნაგებობა, ინტერიერი, ლანდშაფტური გარემო (საბაღე-საპარკო ან სხვა ტერიტორია) ან ისტორიული განაშენიანება და შენობა-ნაგებობა, რომელსაც ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ორგანოს მოთხოვნათა შესაბამისად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეგენერაცია; ზ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი _ ქვეყნის ტერიტორიული განვითარების სქემები, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმები, საწარმოო, სამეურნეო და სხვა ფუნქციური ზონების ქალაქთმშენებლობითი 7 დოკუმენტაცია, სამშენებლო ნორმები, წესები და სტანდარტები, აგრეთვე დადგენილი წესით დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია; თ) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება − საქართველოს კანონმდებლობით, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსითა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც ადგენს არქიტექტურული ობიექტის დანიშნულებას, პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს, მიწის ნაკვეთზე განთავსებას, აგრეთვე მისი დაპროექტებისა და მშენებლობის ეკოლოგიურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და სხვა პირობებს. მუხლი 3. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება 1. არქიტექტურული ობიექტის შესაქმნელად დამკვეთს უნდა ჰქონდეს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის ნებართვა. 2. არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებას დამკვეთის განაცხადის საფუძველზე გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო დადგენილი წესით. 3. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია დამკვეთის განაცხადი და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნებართვა, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება, თუ მიწის ნაკვეთი შესაბამისად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაა. 4. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება უნდა შეიცავდეს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დებულებებს, ეკოლოგიური, სანიტარიულჰიგიენური უსაფრთხოების, ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის სავალდებულო პირობებსა და სხვა განსაკუთრებულ მოთხოვნებს, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვის პირობებს, რომელთა ინტერესებზედაც ზეგავლენას მოახდენს მომავალი მშენებლობა. 5. დაუშვებელია არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში ისეთი მოთხოვნების ჩართვა, რომლებიც ზღუდავს დამკვეთისა და პროექტის ავტორის უფლებებს, გარდა კანონმდებლობით ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით გავალისწინებული შემთხვევებისა. 6. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემაზე უარის თქმა შეიძლება, თუ დამკვეთის განზრახვა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ან ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნებს. არქიტექტურულგეგმარებითი დავალების გაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 7. ცალკეული არქიტექტურული ობიექტების მშენებლობისას, როდესაც არ არსებობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება უნდა შემუშავდეს წინასაპროექტო სამუშაოების საფუძველზე, რომელთა შესრულებასაც უზრუნველყოფს დამკვეთი, ხოლო მის შინაარსსა და მოცულობას განსაზღვრავს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო. 8 8. განსაკუთრებული ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნების არსებობისას არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესადგენად ან საუკეთესო არქიტექტურული გადაწყვეტის შერჩევისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების მიზნით, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანოს წინადადებით, დამკვეთთან შეთანხმებით ტარდება ტენდერი (კონკურსი). 9. ტენდერი (კონკურსი) ტარდება არქიტექტორთა პროფესიული კავშირების მონაწილეობით. მუხლი 11. არქიტექტურული საქმიანობის გარანტიები 1. სახელმწიფო ხელს უწყობს არქიტექტორის შემოქმედებითი თავისუფლების, არქიტექტურული მეცნიერებისა და განათლების განვითარების უზრუნველყოფას. 2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე არქიტექტორთა პროფესიული კავშირები მონაწილეობენ არქიტექტორთა უფლებების დაცვაში და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ არქიტექტორთა შემოქმედებით თავისუფლებას. მუხლი 17. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ორგანოების კომპეტენცია 1. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ კანონმდებლობის შესაბამისად. 2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს არქიტექტურის დარგში სახელმწიფო პროგრამებს, უზრუნველყოფს ნორმატიული ბაზის შექმნას, წარმართავს სალიცენზიო და საკონტროლო სამსახურების საქმიანობას. 3. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს ხელმძღვანელობს მთავარი არქიტექტორი, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მთავარ არქიტექტორთან მოქმედებს არქიტექტურულ-გეგმარებითი საბჭო, რომელიც შედგება სათანადო განათლების ცენზისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან და აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულება. 5. საბჭოს მუშაობის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის. მუხლი 18. არქიტექტორთა პროფესიული კავშირების კომპეტენცია 1. არქიტექტორები თავიანთი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შემოქმედებითი, სოციალური, კოლეგიალური და ეთიკური საკითხების მოგვარების, სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის კოორდინაციის მიზნით, უფლებამოსილნი არიან შექმნან არქიტექტორთა პროფესიული კავშირები. 9 2. არქიტექტორთა პროფესიული კავშირები კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ არქიტექტორთა პროფესიული ინტერესების დაცვას, არქიტექტურული საქმიანობის საზოგადოებრივ რეგულირებას. 3. არქიტექტურული საქმიანობის პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების, არქიტექტორთა ინტერესების დაცვისა და არქიტექტურული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები თანამშრომლობენ არქიტექტორთა პროფესიულ კავშირებთან.