„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს სააგენტო მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე .“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- -----, 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული შესაბამისად, საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია საქართველოს საჰაერო კოდექსის (შემდგომში - საჰაერო კოდექსი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. საჰაერო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით. კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს, ხოლო საავიაციო სფეროს რეგულირება არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. შესაბამისად, საჰაერო სფეროში არ იკვეთება მუნიციპალიტეტის მონაწილეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადემონსტრაციო ფრენის ნებართვის გაცემაზე თანხმობის გაცემა სცილდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას. აღნიშნულ სფეროში, სადემონსტრაციო ფრენების თავისებურებების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს სადემოსნტრაციო ფრენების ნებართვის გაცემისას მუნიციპალიტეტთან კონსულტაცია. ამდენად, საჰაერო კოდექსის, კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 48-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, თანხმობის გაცემის თაობაზე და აღნიშნული ჩანაწერი უნდა შეიცვალოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან კონსულტაციით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს სააგენტო მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე. 3 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება: მუხლი 48. ფრენა დასახლებულ ადგილებზე. სადემონსტრაციო ფრენა 1. დასახლებულ ადგილებზე ფრენა დასაშვებია ისეთ სიმაღლეზე, რომელიც საშუალებას იძლევა, ხომალდის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დაფრენა დასახლებული ადგილის ფარგლებს გარეთ. ამ წესიდან გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც აეროდრომის ასაფრენდასაფრენი ზოლის განლაგება არ იძლევა საჰაერო ხომალდის აფრენისა და დასაფრენად შესვლის საშუალებას დასახლებულ ადგილზე გადაუფრენლად. 2. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის წესს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 3. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.