„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები 1. კულტურული მემკვიდრეობის დაცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. 2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტების გამოცემის უფლებამოსილება ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს უფლებამოსილებები შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით შეიძლება გადაეცეს მუნიციპალიტეტს. უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს მინისტრი.“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში: 2 ა) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, ზრუნავენ მის მოვლა-პატრონობაზე, შესწავლასა და რეაბილიტაციაზე; ბ) სამინისტროს აწვდიან ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ; გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობენ სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან; დ) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციას და რეაბილიტაციას. 2. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხა, რომელთა მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციას და რეაბილიტაცია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ძეგლების ნუსხაში შეტანა/ამოღება ხორციელდება შესაბამისი მუნციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის შემთხვევაში ვალდებული არიან შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს.“. 5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ;“. 6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მინისტრი ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გამოვლენილი (აღმოჩენილი) კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო აღრიცხვას, რის შესახებაც სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ პირს, ასევე მუნიციპალიტეტს.“. 7. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური 3 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“. 8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.“. 9. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია: ა) სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს შესაბამისად სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ინფორმაცია ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და გააფორმოს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან ძეგლის მოვლაპატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ძეგლის მდგომარეობის, მისი შენახვის პირობების ან გარემოს ცვლილებების შესახებ; გ) ხელი შეუწყოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და სპეციალისტებს ძეგლის დათვალიერებასა და მისი მდგომარეობის შესწავლაში, მათი მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ძეგლის შესახებ, თუ ის არ არის სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დადგენილი სხვა საიდუმლოება; დ) არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება; ე) ძეგლის გასხვისების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს, ხოლო ძეგლის შემძენს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ძეგლის სტატუსის შესახებ; ვ) უზრუნველყოს ძეგლზე საზოგადოების დაშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.“. 10. 30-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4 „1. ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) სამინისტრო/ მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მისაღებ ზომებს, კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და მათი უზრუნველყოფის გონივრულ ვადას, თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე): ა) არღვევს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობებს; ბ) არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოებს.“; ბ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სამუშაოების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სამინისტროს/მუნიციპალიტეტის ორგანოების ან მათ მიერ განსაზღვრული სამუშაოების შემსრულებელი პირის მიერ ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეულ იმ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ანაზღაურებს ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე). 7. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებას, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.“. 11. 32-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა ფლობისა და სარგებლობის უფლებით“; ბ) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძეგლის, კულტურული ფასეულობის, არქეოლოგიური დაცვის ზონაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის 5 უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის გასხვისება. ამ ძეგლის სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, მისი მოვლაპატრონობისა და დაცვის პირობით. 3. აკრძალულია სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის (მოძრავი ძეგლის) გასხვისება.“. 12. 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა დგინდება ავტომატურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა ან მისი შემადგენელი არეალი შეიძლება გაფართოვდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ნაგებობის შემთხვევაში მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან მისი შემადგენელი არეალის გაფართოების შესახებ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 5. ზოგადი დამცავი ზონები დგინდება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“. 13. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44. კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მომტანი ან ამგვარი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის აღკვეთა დამცავი ზონის რეჟიმით დაუშვებელი, ზონაში ან ზონის მიღმა არსებული კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მომტანი ან ამგვარი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში სამინისტრო საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ორგანოებს.“. 14. 46-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, სამინისტროს წარდგინებითა და მუნიციპალიტეტის ინიციატივით კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში შესაძლებელია დადგინდეს კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალი, რისი საფუძველიცაა სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 6 „3. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები პასუხისმგებელი არიან სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელებასა და მის ზედამხედველობაზე.“; გ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;“. 15. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „გ) თუ უძრავი ობიექტი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრება, ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელიც განაცხადებს განსაზღვრულ სამუშაოებზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 16. 55-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ანდა ეს სამუშაოები სხვა პირს დაუკვეთოს, თუ: ა) არსებობს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები; ბ) არქეოლოგიური ობიექტი ან მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია იგი, არ არის სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრება ან ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემულია სხვა პირზე, ამასთანავე, მესაკუთრე (მფლობელი) არაა თანახმა არქეოლოგიურ ობიექტზე სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე და არსებობს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.“; 17. 56-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ----- 2016 წელი. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
7 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონპროექტით ხორციელდება როგორც ტერმინოლოგიური, ასევე შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებები. კერძოდ, მკვიდრდება კოდექსისეული ტერმინოლოგია, ხოლო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში კანონი შესაბამისობაში მოდის კოდექსთან, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია განისაზღვრება, როგორც მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონის მთელს ტექსტში, გამოყენებულია ტერმინი - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ხოლო, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია ორგანოები. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოს აღსანიშნავად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ ნაცვლად, გამოყენებული უნდა იყოს ტერმინი „მუნიციპალიტეტის ორგანო“; თვითმმართველი ერთეულის აღსანიშნავად, გამოყენებული უნდა იყოს ტერმინი „მუნიციპალიტეტი“; ხოლო თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აღსანიშნავად 8 „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“. ამასთან, ცვლილება განხორციელდება შესაბამის ნორმებში და „ქალაქ თბილისის ტერიტორიის“ ნაცვლად გამოყენებულ იქნება შემდეგი ჩანაწერი: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. გარდა აღნიშნული ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებისა, კანონში ხორციელდება შინაარსობრივი ცვლილება. კერძოდ, კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონისა და კოდექსის რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მთელ რიგ უფლებამოსილებებს, კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში. კანონში ცალკე მუხლად ყალიბდება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობა ხდება აუცილებელი ელემენტი, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა/ამოღებისას. აღნიშნული ნუსხა კი მტკიცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით. გარდა ამისა, კანონპროექტი მუნიციპალიტეტს ანჭებს მთელ რიგ უფლებამოსილებებს, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენისა და გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სამინისტროსთვის; ძეგლის მესაკუთრის უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის რეალიზების ნაწილში; ასევე ზოგადი დამცავი ზონების დადგენისა და აღნიშნულ ზონაში ზიანის მომტანი ან ამგავრი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის აღკვეთის საკითხებში; კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის დადგენისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების საკითხებში. ინფორმაციის ცნობების ვალდებულება მხოლოდ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. კანონპროექტი აწესებს შესაბამისი პირების ვალდებულებას, მიაწოდოს მუნიციპალიტეტს ინფორმაცია, რომელიც ეხება კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენას, გამოვლენას ან საფრთხის შექმნას; გამოვლენილი (აღმოჩენილი) კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო აღრიცხვის შესახებ; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და ა.შ. მუნიციპალიტეტს ასევე ენიჭება თავისი ინიციატივით ჩაატაროს ძეგლზე სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები. თუმცა, კანონპროექტით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი განსაკუთრებული უფლებამოსილება არის როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება, ასევე, სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის დაფინანსება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: 9 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში 10 ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
11 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები 1. კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. 2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. მუხლი 5. სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო: ა) ზედამხედველობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შეიმუშავებს და წარმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, დაცვას, პოპულარიზაციას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას; დ) უზრუნველყოფს გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზასა და სახელმწიფო აღრიცხვას, ადგენს შესაბამის წესებს; ე) ზედამხედველობს ძეგლზე წარმოებულ და არქეოლოგიურ სამუშაოებს და ქმნის სამუშაოების მიმღებ კომისიებს; ვ) აკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ გატანას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ზ) უზრუნველყოფს ისტორიული არეალების დაფარვით ინვენტარიზაციას, შეიმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათ ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს; 12 თ) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო სისტემასა და ბაზას; ი) შეიმუშავებს და ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნობრივ და სახელმწიფო პროგრამებს, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სახის საქმიანობას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას; ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის, მათზე რეაგირებისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს; მ) ახდენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ (აუდიო-, ვიდეო, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას; ნ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე; ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით გადასცეს ამ კანონით განსაზღვრული, სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება მის ტერიტორიულ ორგანოს, ასევე სტრუქტურულ ერთეულს. 3. მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტების გამოცემის უფლებამოსილება ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. 4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში – საბჭო). 5. საბჭო დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით. საბჭოს საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 6. საბჭო იხილავს: ა) ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე ძეგლის კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხებს; 13 ბ) ძეგლზე და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების სამეცნიერო-მეთოდურ საკითხებს; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტებს, ისტორიული დასახლებებისათვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხებს; დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისა და მათ ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გამოცემის საკითხებს; ე) „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 1972 წლის კონვენციით შექმნილ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში (შემდგომში – მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა) შესატანად ძეგლების წარდგენის საკითხებს; ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განსახორციელებელ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებს; ზ) საბჭოს დებულებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებს. 7. საბჭოს გადაწყვეტილებები მინისტრისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში: ა) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, ზრუნავენ მის მოვლა-პატრონობაზე, შესწავლასა და რეაბილიტაციაზე; ბ) სამინისტროს აწვდიან ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ; გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობენ სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან; დ) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას. მუხლი 9. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში 1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან: ა) დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას; ბ) სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის 14 აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ; გ) ხელი შეუწყონ მუზეუმ-ნაკრძალს შესაბამის სამოქმედო არეალში მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შემოწმებაში. 2. ფიზიკური და იურიდიული პირების სხვა მოვალეობები და უფლებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 10. გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის პირველადი (დროებითი) დაცვის რეჟიმი 1. თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი გამოავლენს ან აღმოაჩენს კულტურულ მემკვიდრეობას, ან ამის შესახებ გაუჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, ისეთი საქმიანობის პერიოდში, რომლის გაგრძელებამაც შეიძლება დააზიანოს, გაანადგუროს ან ამის საფრთხე შეუქმნას მას, საქმიანობის მწარმოებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა და კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის ან აღმოჩენის ან ამის შესახებ საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისა და საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობოს სამინისტროს არა უგვიანეს 7 დღისა. 2. სამინისტრო ვალდებულია ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა გადაამოწმოს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის (აღმოჩენის) ფაქტი და შედეგის შესახებ წერილობით აცნობოს დაინტერესებულ პირს. სამინისტროს მიერ აღნიშნული ვადის გაშვების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია განაგრძოს შეწყვეტილი საქმიანობა. 3. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მინისტრი ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გამოვლენილი (აღმოჩენილი) კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო აღრიცხვას, რის შესახებაც სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ პირს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. 4. თუ კულტურული მემკვიდრეობა გამოვლინდება არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა აითვლება შესაბამისი ნებართვით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებიდან. 5. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში აღრიცხულ და დაცულ კულტურულ მემკვიდრეობაზე ვრცელდება ამ კანონის 22-ე, 23-ე და 25-ე მუხლებით ძეგლის მიმართ დადგენილი პრინციპები და წესები. მუხლი 15. ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება 1. ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. 15 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ასევე შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობას, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთეულია. ამ შემთხვევაში მის უძრავ და მოძრავ ნაწილებზე ვრცელდება ამ კანონით უძრავი და მოძრავი ძეგლების მიმართ დადგენილი შესაბამისი წესები. 3. ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 4. თუ ვერ ხერხდება ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა, ასევე როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს, მინისტრი უფლებამოსილია მაინც შეიტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში. ამ მომენტიდან მასზე ვრცელდება ამ კანონის VI და IX თავებით ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. 5. ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიძლება შეტანილ იქნეს 6 თვის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვისა. 6. სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მისი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის თაობაზე მონაცემებს წარუდგენს საბჭოს. 7. თუ სათანადო კვლევების შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭოს დასკვნის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია ამორიცხოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიიდან ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე. 8. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის ან სიიდან ამორიცხვის შესახებ, აგრეთვე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების მომენტიდან. 9. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში აისახება ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. მუხლი 17. ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა 16 ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი. მუხლი 28. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლებამოვალეობანი 1. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია: ა) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს ინფორმაცია ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და გააფორმოს სამინისტროსთან ძეგლის მოვლაპატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ძეგლის მდგომარეობის, მისი შენახვის პირობების ან გარემოს ცვლილებების შესახებ; გ) ხელი შეუწყოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და სპეციალისტებს ძეგლის დათვალიერებასა და მისი მდგომარეობის შესწავლაში, მათი მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ძეგლის შესახებ, თუ ის არ არის სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დადგენილი სხვა საიდუმლოება; დ) არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება; ე) ძეგლის გასხვისების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს, ხოლო ძეგლის შემძენს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ძეგლის სტატუსის შესახებ; ვ) უზრუნველყოს ძეგლზე საზოგადოების დაშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 11 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ძეგლის მესაკუთრე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სამინისტროსთან მიმართები თ ასრულებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე. 2. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) უფლებამოსილია: ა) გამოიყენოს ძეგლი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მიიღოს შემოსავალი; 17 ბ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვა შეღავათებით; გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებისაგან ანაზღაურების გარეშე მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური და სამართლებრივი კონსულტაცია თავის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ძეგლის შესახებ. მუხლი 30. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) პასუხისმგებლობა 1. ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) სამინისტრო აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლის მოვლაპატრონობასთან დაკავშირებით მისაღებ ზომებს, კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და მათი უზრუნველყოფის გონივრულ ვადას, თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე): ა) არღვევს სამინისტროსთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობებს; ბ) არღვევს სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოებს. 2. ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართობის მესაკუთრეთა (კანონიერ მოსარგებლეთა) ერთობლიობა განიხილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ეძლევა და მისი შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ამხანაგობას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში დამრღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება ჯარიმა. 4. დაჯარიმებიდან 6 თვის ვადაში ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) ყოველ ექვს თვეში ეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა. 5. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, სამინისტრო უფლებამოსილია, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სამუშაოების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. 18 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სამინისტროს სახელმწიფო ორგანოების ან მათ მიერ განსაზღვრული სამუშაოების შემსრულებელი პირის მიერ ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეულ იმ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია სამინისტროსთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ანაზღაურებს ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე). 7. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებას, სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. 8. ეს მუხლი და ამ კანონის 32-ე მუხლი არ ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე. 9. ამ მუხლით განსაზღვრულ სამინისტროს უფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. მუხლი 32. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა ფლობისა და სარგებლობის უფლებით 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლის, კულტურული ფასეულობის, არქეოლოგიური დაცვის ზონაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლაპატრონობის პირობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის გასხვისება. ამ ძეგლის სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, მისი მოვლაპატრონობისა და დაცვის პირობით. 3. აკრძალულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის (მოძრავი ძეგლის) გასხვისება. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესისგან გამონაკლისია საბინაო ფონდი, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში არსებული არასაბინაო ფართობები. მუხლი 34. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა და დადგენის წესები 19 1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან. 2. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი. 3. ზოგადი დამცავი ზონებია: ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა. 4. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა დგინდება ავტომატურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა ან მისი შემადგენელი არეალი შეიძლება გაფართოვდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე − სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ნაგებობის შემთხვევაში მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან მისი შემადგენელი არეალის გაფართოების შესახებ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 5. ზოგადი დამცავი ზონები დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 6. საქართველოს მთავრობის განკარგულება ზოგადი დამცავი ზონის დადგენის თაობაზე, ასევე მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის დადგენის ან გაფართოების შესახებ ქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 7. ერთი ტერიტორია შეიძლება მოექცეს რამდენიმე დამცავი ზონის ფარგლებში, რომელთაგან ზოგადი დამცავი ზონა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. 8. თუ ერთი ტერიტორია რამდენიმე დამცავი ზონის ფარგლებში მოექცევა, დამცავი ზონების რეჟიმებიდან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოქმედებს ამკრძალავი ნორმა. 9. დამცავი ზონების შემუშავების მეთოდოლოგია, შესაბამისი გრაფიკული და ტექსტური მასალების შედგენის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 44. კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მომტანი ან ამგვარი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის აღკვეთა 20 დამცავი ზონის რეჟიმით დაუშვებელი, ზონაში ან ზონის მიღმა არსებული კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მომტანი ან ამგვარი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში სამინისტრო საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. მუხლი 46. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალი 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, სამინისტროს წარდგინებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინიციატივით კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში შესაძლებელია დადგინდეს კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალი, რისი საფუძველიცაა სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამა. 2. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის დადგენის საფუძველია: ა) ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების მაღალი კონცენტრაცია; ბ) მაღალი ისტორიულ-კულტურული ღირებულების სივრცითარქიტექტურული გარემო; გ) ისტორიული განაშენიანების მძიმე ფიზიკური მდგომარეობა, დეგრადირების საფრთხის წინაშე მდგარი ავთენტიკური ისტორიული განაშენიანება და გარემო. 3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები პასუხისმგებელი არიან სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელებასა და მის ზედამხედველობაზე. 4. საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამა უნდა მოიცავდეს: ა) სარეაბილიტაციო არეალში არსებული სიტუაციის კომპლექსურ შეფასებას; ბ) სარეაბილიტაციო არეალში არსებული განაშენიანების ისტორიული და მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების შეფასებას; გ) სარეაბილიტაციო არეალში არსებული ძეგლების კვლევას და შეფასებას; დ) სარეაბილიტაციო არეალში არსებული ეკონომიკური და სოციალური სიტუაციის, ტურისტული, ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის განვითარების ანალიზს; ე) სარეაბილიტაციო არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პირობებს; ვ) სარეაბილიტაციო არეალში არსებული ურბანული ქსოვილის გაჯანსაღების პირობებს; ზ) სარეაბილიტაციო არეალში არსებული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტებს; 21 თ) სარეაბილიტაციო არეალში არსებული მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მაგისტრალური ქსელებისა და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროექტებს; ი) სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაციის პროექტებს; კ) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის ხარჯთაღრიცხვას; ლ) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადას; მ) საზოგადოების ინფორმირებისა და სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელებაში მისი ჩართვის მექანიზმებს. 5. სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტები; დ) შემოწირულებები; ე) კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი; ვ) ის სახსრები, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. 6. „კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი“ დგინდება კანონით, სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით. მუხლი 48. განცხადების წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 1. განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახეობისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი. 2. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი, სათანადო წესით დამოწმებული, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცემა ნებართვის მფლობელს. 3. განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, დამატებით უნდა დაერთოს: ა) შესაბამისი სამუშაოების ამ კანონით განსაზღვრული სრული საპროექტო დოკუმენტაცია, გარდა ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) უძრავი ობიექტის შემთხვევაში – შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკადასტრო რუკა, ხოლო თუ 22 ნებართვის მაძიებელი არ არის შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის მესაკუთრე, – ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) თუ უძრავი ობიექტი სახელმწიფო საკუთრებაა – უძრავი ობიექტის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, რომელიც განცხადებით განსაზღვრულ სამუშაოებზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს მუზეუმის, ინსტიტუტის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების თანხმობის წერილი სამუშაოთა ჩატარების შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის განთავსებისა და მისი შენახვის პირობების უზრუნველყოფის შესახებ. 5. თუ ძეგლზე სხვა სამუშაოებთან ერთად ან დამოუკიდებლად უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები, განცხადებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს ამ კანონით განსაზღვრული არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია. მუხლი 55. არქეოლოგიური სამუშაოებისა და ძეგლზე სამუშაოების მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე ჩატარება 1. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ანდა ეს სამუშაოები სხვა პირს დაუკვეთოს, თუ: ა) არსებობს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები; ბ) არქეოლოგიური ობიექტი ან მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია იგი, არ არის სახელმწიფოს საკუთრება ან ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემულია სხვა პირზე, ამასთანავე, მესაკუთრე (მფლობელი) არაა თანახმა არქეოლოგიურ ობიექტზე სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე და არსებობს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანო ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს მესაკუთრეს (მფლობელს) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამუშაოების მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომლის საფუძველზედაც სამინისტრო გასცემს შესაბამის ნებართვას. სასამართლო განცხადებას განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. სასამართლოს მიერ ამ 23 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს სამუშაოთა ჩატარების უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი. 4. სამუშაოთა ჩატარების უფლების მინიჭების შესახებ განცხადება წარედგინება სასამართლოს. განცხადება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულისა, ასევე უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას ჩასატარებელი სამუშაოების სახეობებისა და მათი ჩატარების ვადების შესახებ; ბ) დასაბუთებას სამუშაოთა ჩატარების აუცილებლობისა და შესაბამისი გარემოებების არსებობის შესახებ; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესაკუთრისათვის (მფლობელისათვის) ზიანის მიყენების ალბათობისას – მითითებას საკომპენსაციო თანხის ოდენობისა და გადახდის ვადის შესახებ; დ) ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მითითებას ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) მიერ სამუშაოს შემსრულებლისათვის ძეგლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დახარჯული თანხის ოდენობისა და გადახდის ვადის შესახებ. 5. განცხადებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა დაერთოს ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია. თუ სარეაბილიტაციო (არქეოლოგიური) სამუშაოების პროექტის შესადგენად აუცილებელია წინასწარი კვლევითი სამუშაოების ჩატარება, განცხადებას უნდა დაერთოს კვლევითი სამუშაოების პროექტი, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო დაინტერესებულ მხარეს განუსაზღვრავს კვლევითი სამუშაოების ჩატარებისა და სარეაბილიტაციო (არქეოლოგიური) სამუშაოების პროექტის მომზადების ვადას, რომლის განმავლობაშიც სასამართლო წარმოება შეჩერდება. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ამ ვადის გაგრძელების შესახებ. სარეაბილიტაციო (არქეოლოგიური) სამუშაოების პროექტის სასამართლოში წარდგენისას, ასევე წარსადგენად განსაზღვრული ვადის გასვლისას სასამართლო წარმოება განახლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამუშაოების პროექტი სასამართლოში წარდგენამდე უნდა შეუთანხმდეს სამინისტროს. 6. სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოების ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას ჩასატარებელი სამუშაოების სახეობების, შესაბამისი პროექტის და მისი განხორციელების ვადის შესახებ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესაკუთრისათვის (მფლობელისათვის) ზიანის მიყენების ალბათობისას – მითითებას საკომპენსაციო თანხის ოდენობისა და გადახდის ვადის შესახებ; გ) ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მითითებას ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) მიერ სამუშაოს 24 შემსრულებლისათვის ძეგლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დახარჯული თანხის ოდენობისა და გადახდის ვადის შესახებ. 7. თუ არქეოლოგიური ობიექტის ან ძეგლის ინტერესი გადაუდებელ, სასწრაფო ჩარევას მოითხოვს (გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელია მისი შეუქცევადი დაზიანება ან განადგურება), სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს შუალედური გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზედაც სამინისტრო დაუყოვნებლივ გასცემს შესაბამისი სამუშაოების ნებართვას. ამ შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანი, კომპენსაციის ოდენობა და გადახდის ვადა. მუხლი 56. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ფინანსდება: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ბ1 ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან; გ) მესაკუთრის (მფლობელის) სახსრებით; დ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტებით; ე) შემოწირულებებით; ვ) კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლით; ზ) იმ სახსრებით, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.