„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სპორტის სფეროში მმართველობის ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციის განსაზღვრა;“. 2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.“. 4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. სპორტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის 1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ვარჯიში სპორტში მათი რეაბილიტაციისა და სოციალურ-შრომითი ადაპტაციის შემადგენელი ნაწილია. 2. სპორტის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამის ორგანოებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებს ეკისრებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციის უწყვეტ სისტემაში სპორტულ მეცადინეობათა ორგანიზების, შესაბამისი კადრების მომზადების, მეთოდური უზრუნველყოფის და საექიმო კონტროლის ვალდებულება. 3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მმართველობის რეგიონული ორგანოები, კლუბები და ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უზრუნველყოფენ სპეციალური აღჭურვილობით და ხელს უწყობენ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობაში. 4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები ფინანსდება და მათი სპორტული ბაზების მშენებლობისათვის საჭირო სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო სექტორის მიერ.“. 5. 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით: „2. სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. სპორტული ორგანიზაციების წინადადების საფუძველზე სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს ანაწილებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.“. 6. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროთან შეუთანხმებლად;“. 2 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია. კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს, თუმცა აღნიშნული მუხლი არ მოიცავს მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებას მონაწილეობა მიიღონ სპორტის სფეროში გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზებაში და გამოყონ შესაბამისი სახსრები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებად განისაზღვრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებში მონაწილეობა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შექმნა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს ექნებათ უფლება და არა ვალდებულება გამოყონ თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 4 კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნება ის მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოთა ვალდებულებას, გამოყოს თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის და მათი სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფისათვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. 5 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში , მისი მიზნები და ამოცანები 1. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებს, ამ კანონს, სხვა საკანონმდებლო აქტებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს. 2. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ემსახურება ერის გაჯანსაღების, მოქალაქეთა ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეს, პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის სულისკვეთებით აღზრდას, შრომისა და სამშობლოს დაცვისათვის მომზადებას, ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას. 3. სპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მიზნებია: ა) ერის გაჯანსაღება; ბ) სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება; გ) სპორტის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის კონსტიტუციური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა და დაცვა; დ) სპორტის სფეროში მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციის განსაზღვრა; ე) საკანონმდებლო გარანტიების შექმნა სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების თავისუფალი ფუნქციონირებისათვის; ვ) სპორტის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებამოვალეობების და პასუხისმგებლობის განსაზღვრა და მათ შორის ურთიერთობათა დარეგულირება; ზ) სპორტის სფეროში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების დანერგვა. მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია სპორტის სფეროში სპორტის სფეროს ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების კომპეტენციას განეკუთვნება. მუხლი 13. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებები 1. სპორტულ სკოლებს, კლუბებს, სექციებსა და სკოლისგარეშე სხვა დაწესებულებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ სახელმწიფო, კოოპერატიულ, 7 საზოგადოებრივ და სხვა საწყისებზე, ეკისრებათ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიზიდვა და ჩაბმა გამაჯანსაღებელ და სპორტულ მეცადინეობებში. 2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებების შექმნა და ფუნქციონირება. მუხლი 15. სპორტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის 1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ვარჯიში მათი რეაბილიტაციისა და სოციალურ-შრომითი ადაპტაციის შემადგენელი ნაწილია. 2. სპორტის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამის ორგანოებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებს ეკისრებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციის უწყვეტ სისტემაში სპორტულ მეცადინეობათა ორგანიზების, შესაბამისი კადრების მომზადების, მეთოდური უზრუნველყოფის და საექიმო კონტროლის ვალდებულება. 3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მმართველობის რეგიონული ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კლუბები და ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უზრუნველყოფენ სპეციალური აღჭურვილობით და ხელს უწყობენ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობაში. 4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიებები ფინანსდება და მათი სპორტული ბაზების მშენებლობისათვის საჭირო სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან და კერძო სექტორის მიერ. მუხლი 23. სპორტის დაფინანსება 1. სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას. 2. სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში. 3. სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს სპორტული ორგანიზაციების წინადადებების საფუძველზე ანაწილებენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები. 4. სპორტის დაფინანსებისათვის გამოიყენება აგრეთვე: ა) სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ცალკეული პირების შენატანები; ბ) საკუთარი სპორტული, სამეურნეო-კომერციული, სარეკლამო, საშუამავლო საქმიანობიდან მიღებული მოგება; გ) სპონსორებისგან და სხვა დახმარებიდან მიღებული სახსრები. 8 5. არასაბიუჯეტო წყაროებიდან მიღებული სახსრები არავითარ გავლენას არ ახდენს სპორტის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ოდენობაზე. 6. სპორტის განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით. 7. ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად და საქართველოს სპორტული დელეგაციების ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, თასების გათამაშებაში, მსოფლიო უნივერსიადებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ამ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს მიზნობრივ სახსრებს. 8. დაუშვებელია სპორტისთვის გამიზნული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შენატანების გამოყენება არამიზნობრივად, ისინი უნდა მოხმარდეს მხოლოდ სპორტის განვითარებას. 9. სახელმწიფო ხელს უწყობს სპორტის განვითარებას სპორტის მატერიალურტექნიკური ბაზის გაფართოებით, სათანადო დაფინანსებით, გრანტებით, სპორტსმენებისა და ამ დარგის სპეციალისტების მორალური და მატერიალური წახალისებით. მუხლი 24. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს ყველა სახის სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობა, სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა საკუთრება, რომელიც განკუთვნილია სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის. 2. სპორტულ ბაზად ითვლება ობიექტი, რომლის მიზანია სპორტსმენთა წვრთნა და მოსახლეობის გაჯანსაღება ან რომელიც აკმაყოფილებს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების მოთხოვნებს. 3. მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესს, რომელზეც განლაგებულია სპორტული ბაზები, ითვალისწინებს შესაბამისი კანონმდებლობა. 4. დაუშვებელია: ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად; ბ) სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპორტული ობიექტების გაუთვალისწინებლად; გ) სპორტული ობიექტების ლიკვიდაცია ან პროფილის შეცვლა სანაცვლო ან ტოლფასი ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე. 5. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას. 9 6. საქართველოს სახელმწიფო სპორტულ ბაზებზე ვარჯიშის უპირატესი უფლება ეძლევათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს.