„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 68) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სხვა სახელმწიფო უწყებები, დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედებების საფუძველზე.“. 2. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 46. თუშეთის, ბაწარა - ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, თუშეთის ეროვნული პარკის, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის, ილტოს აღკვეთილის, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის, ვაშლოვანის ეროვნული პარკის, ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის, ტახტი-თეფას ბუნების ძეგლისა და არწივის ხეობის ბუნების ძეგლის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. თუშეთის დაცულ ლანდშაფტს მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტი საქართველოს კანონმდებლობისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის სამენეჯმენტო გეგმის შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება, არის ახმეტის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. 4. ახმეტის მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა, განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას 2 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „თუშეთის, ბაწარაბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ დაცული ტერიტორიების მართვა არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას, შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილება ამოღებულ უნდა იქნეს. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია. კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს, თუმცა აღნიშნული მუხლი არ მოიცავს მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებას მონაწილეობა მიიღონ თუშეთის დაცული ლანდშაფტების მართვაში. ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილება, შესაძლოა მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივ დონეზე განხორციელდეს უფრო ეფექტურად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი გახდა თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვა განსაზღვრულიყო ახმეტის მუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებამოსილებად, ვინაიდან, აღნიშნული მუნიციპალიტეტი ამჟამად საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 4 საფუძველზე მართავს თუშეთის ლანდშაფტს. ხოლო აღნიშნულ მართვას კანონისმიერი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ტერიტორიის ლანდშაფტის მართვა განისაზღვრა ახმეტის მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებად. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას კოდექსის შესაბამისად განახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შენიშვნა განსაზღვრავს, იმ კანონების ჩამონათვალს, რომლითაც განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცათ მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სახსრები. ამასთან, აღნიშნული კანონების გარდა, ნორმა მიუთითებს სხვა კანონებზე, რომელშიც მოექცევა წარმოდგენილი კანონის პროექტი. შესაბამისად, კანონის პროექტი არ დაუკავშირდება დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შენიშვნა განსაზღვრავს, იმ კანონების ჩამონათვალს, რომლითაც განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცათ მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სახსრები. ამასთან, აღნიშნული კანონების გარდა, ნორმა მიუთითებს სხვა კანონებზე, რომელშიც მოექცევა წარმოდგენილი კანონის პროექტი. შესაბამისად, კანონის პროექტი არ დაუკავშირდება დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები 5 კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი დაკავშირებულია ფინანსურ შედეგებთან მუნიციპალიტეტებისათვის, ვინაიდან, მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფათ მიზნობრივი ტრანსფერი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 6 ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
7 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 45. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვის ორგანოები 1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედებების საფუძველზე. 3. საქართველოს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში თუშეთის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვისა და უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 46. თუშეთის , ბაწარა - ბაბანეურის , ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, თუშეთის ეროვნული პარკის, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის, ილტოს აღკვეთილის, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის, ვაშლოვანის ეროვნული პარკის, ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის, ტახტი-თეფას ბუნების ძეგლისა და არწივის ხეობის ბუნების ძეგლის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. თუშეთის დაცულ ლანდშაფტს მართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საქართველოს კანონმდებლობისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის სამენეჯმენტო გეგმის შესაბამისად.