„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები კულტურის სფეროში 1. კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, რესტავრაცია და დაცვა.“. 3. 24-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის ვალდებულება საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, საარქივო და სხვა ფონდების დაცვისა და განვითარებისათვის“; ბ) 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან დაიცვან თავიანთ საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკები, მუზეუმები, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდები, უზრუნველყონ მათი შენახვა, ფუნქციონირება და განვითარება.“. 4. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით: „4. კულტურის დაფინანსების საერთო მოცულობა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რეგულარულად ზუსტდება იმ დამატებითი დანახარჯების ასანაზღაურებლად, რაც გამოწვეულია ფასების, ტარიფებისა და ხელფასების ზრდით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------- 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, კანონში არსებული ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ტერმინით „მუნიციპალიტეტი“ შეცვლა. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები დგინდება მხოლოდ ორგანული კანონით. შესაბამისად, კანონში დაზუსტებას და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან გამიჯვნას საჭიროებს მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და ვალდებულებები კულტურის სფეროში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“ ან „მუნიციპალიტეტის ორგანო“, ამასთან, კანონში ტერმინი „ადგილობრივი ბიუჯეტი“ იცვლება -„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“, რითაც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, კანონის კოდექსთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობის მიზნით, კანონიდან ამოღებულ იქნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და დადგინდება, რომ კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის თანახმად, დაზუსტდება მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ვინაიდან, თავისი არსით 3 აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება აღმასრულებელ საქმიანობას და წარმოადგენს მხოლოდ აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 19. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია 1. კულტურის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) თავიანთ ტერიტორიებზე კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) ადგილობრივი ბიუჯეტისა და ფონდების ფორმირება კულტურის განვითარებისათვის; გ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო კულტურული პროგრამების შესასრულებლად გამოყოფილი იმ თანხის რაოდენობის დადგენა, რომელიც ნაწილდება კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებოსაგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით; დ) კულტურის ადგილობრივი (მუნიციპალური) ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით; ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა; ვ) კულტურის სფეროში მუნიციპალური ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა; ზ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; თ) ნაგებობებზე, შენობებსა და სახელმწიფო საკუთრების სხვა ობიექტებზე კონტროლის დაწესება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 2. საქართველოს ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მუხლი 22. სახელმწიფოს ვალდებულება ისტორიისა და კულტურის ძეგლების დასაცავად 1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, რესტავრაცია და დაცვა. 2. სახელმწიფო ზრუნავს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე; 3. სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ კერძო მფლობელობაში არსებული ძეგლების დაცვასა და გამოყენებას. 4. სახელმწიფოს აქვს კერძო მფლობელობაში არსებული ძეგლების შესყიდვის უპირატესი უფლება. 5. მიწაში, მის ზედაპირზე, წყალში ან ძველ ნაგებობებში აღმოჩენილი ძეგლი, რომლის მესაკუთრის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, წარმოადგენს ობიექტს, 6 რომლის სახელმწიფოს, იურიდიული თუ ფიზიკური პირისათვის მიკუთვნების საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 24. სახელმწიფოს ვალდებულება საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, საარქივო და სხვა ფონდების დაცვისა და განვითარებისათვის 1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან თავიანთ საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკები, მუზეუმები, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდები, უზრუნველყონ მათი შენახვა, ფუნქციონირება და განვითარება. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკების, მუზეუმების, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდების დაცვასა და გამოყენებას. მუხლი 29. კულტურისა და კულტურული მოღვაწეობის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1. საქართველოში კულტურის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო გარანტიის საფუძველია საქართველოს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება. 2. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კულტურული მოღვაწეობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კონსტიტუციის, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების ქველმოქმედებასა და სპონსორობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვაგვარი შეღავათების დაწესებით. 4. კულტურის სახელმწიფო დაფინანსების საერთო მოცულობა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან რეგულარულად ზუსტდება იმ დამატებითი დანახარჯების ასანაზღაურებლად, რაც გამოწვეულია ფასების, ტარიფებისა და ხელფასების ზრდით. 5. კულტურული პროგრამების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარების ფონდების შექმნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. არასაბიუჯეტო წყაროებიდან თანხების მოზიდვა არ იწვევს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების შემცირებას კულტურის სფეროში.