„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-7 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებანი“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.“. 2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილობრივ პროგრამებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტი.“. 3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და მუნიციპალიტეტების მიერ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში;“. 4. მე-17 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით;“. 5. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისაგან და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოსგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისაგან მიიღოს: ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე; ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე; ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან; ბ.დ) პირველადი სამედიცინო, სამაშველო და სხვა დახმარება საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის დროს;“. 2 6. 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 7. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დემონსტრაციის, ავტორალის, სარეკლამო ავტოგადარბენის, საავტომობილო შეჯიბრების ჩატარება და სატრანსპორტო საშუალებისა და მისი ძარას მქონე პროტოტიპის ტექნიკური გამოცდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით.“. 8. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. -- ------------, 2016 წ. №-- გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის მე-16 მუხლი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვას და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას. თუმცა, კანონპროექტის მიზანია ტერმინოლოგიური თვალსაზრისით კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, ტერმინის, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების“ ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“ ან „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოთი“ შეცვლა. ვინაიდან, კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს მუნიციპალიტეტის ორგანოები. ხოლო, მე17 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი „რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა)“, შეიცვლება „რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით“. ვინაიდან, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტი“ ან „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“. ამასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) 4 შეთანხმებითაა მარშრუტებით. დასაშვები რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 5 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომლშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება: მუხლი 7. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი 1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებებია: ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა; გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების ერთიანი სისტემის შექმნა; დ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, აგრეთვე ამ სფეროში საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, კონტროლი და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხორციელება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სპეციალურ ან სხვა სახის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის საფუძველი, აღნიშნული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად ამგვარი მომსახურების შერჩევისა და გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 7 5. საგზაო მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მუხლი 9. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები 1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობისა და ამ შემთხვევებით გამოწვეული ზიანის შემცირებას. 2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილობრივ პროგრამებს ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. 4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან. მუხლი 13. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა 1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება: ა) საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 17. საქმიანობა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი 8 ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა: ა) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შემუშავება; ბ) გზის, საგზაო ნაგებობის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის პროექტების შემუშავება; გ) უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესოს ხილვადობა ან/და გააძნელოს მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა; დ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა); ე) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება; ვ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა; ზ) გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; თ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; ი) გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა. მუხლი 20. საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგიერთი უფლება-მოვალეობა 1. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე; ბ) უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისაგან მიიღოს: ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე; ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე; ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან; ბ.დ) პირველადი სამედიცინო, სამაშველო და სხვა დახმარება საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის დროს; გ) გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება. 9 2. საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს. საგზაო მოძრაობის მონაწილე თავისი მოქმედებით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობას. მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანებს და არ უნდა მიაყენოს ზიანი სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძოქონებას. 3. საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება. 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. 7. საგზაო მოძრაობის მონაწილე ვალდებულია დაიცვას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 37. გაჩერება და დგომა 1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა აკრძალულია ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე, 10 ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი და შესაბამისი საგზაო მონიშვნა) ან გზისპირზე. 2. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია: ა) თუ სალიანდაგო გზების არსებობის გამო მარჯვენა მხარეს გაჩერება შეუძლებელია; ბ) დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე; გ) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). 3. სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში. 4. სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს. 5. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. 6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: ა) გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.ბ) გზაზე გამავალი ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლის მოძრაობა; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; ბ) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის: ბ.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია; 11 ბ.ბ) ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა; ბ.გ) გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ბ.დ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის კიდის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია; ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს; ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნულ, დამატებითი მოძრაობის ზოლზე; ბ.ზ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას; გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში; დ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ადგილებში. 7. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (გარდა ამ კანონის მე19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) გამოყოფილ, 8.17 საგზაო ნიშნით აღნიშნულ სადგომზე; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან; ე) ნებისმიერ ადგილას, სადაც სადგომზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება ხელს შეუშლის სხვა სატრანსპორტო საშუალების სადგომზე შესვლას ან სადგომიდან გამოსვლას; ვ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა; ზ) დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში; თ) შესაბამისი საგზაო ნიშნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით; ი) საგზაო მონიშვნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით; 12 კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 8. მძღოლმა არ უნდა დატოვოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, თუ არ მიიღებს სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა ის უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული. 9. მოპედისაგან ან ორთვლიანი უეტლო მოტოციკლისაგან განსხვავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე საწევართან გადაბმული ან გადაუბმელი მისაბმელი, რომლებიც დაუსახლებელ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე გაჩერდნენ, მოახლოებულ მძღოლთა გასაფრთხილებლად აღნიშნული უნდა იქნენ გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული სულ მცირე ერთი მოწყობილობით, თუ: ა) სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე ღამით ისეთ ადგილზე გაჩერდა, რომ მოახლოებულ მძღოლებს არ შეუძლიათ შენიშნონ დაბრკოლება, რომელსაც გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება ქმნის; ბ) მძღოლი იძულებულია, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია. 10. იმ ადგილას იძულებითი გაჩერებისას, სადაც გაჩერება აკრძალულია, მძღოლმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად. 11. დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა. მუხლი 38. ავტომაგისტრალი და სხვა მსგავსი გზა 1. ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე: ა) აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად); ბ) აკრძალულია სასწავლო სვლა; გ) მძღოლს ეკრძალება: გ.ა) ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს 13 ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები; გ.ბ) მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა; გ.გ) მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, ან იმ მისაბმელიანი ავტომობილით მოძრაობა, რომლის საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია; დ) დემონსტრაციის, ავტორალის, სარეკლამო ავტოგადარბენის, საავტომობილო შეჯიბრების ჩატარება და სატრანსპორტო საშუალებისა და მისი ძარას მქონე პროტოტიპის ტექნიკური გამოცდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით. 2. ავტომაგისტრალზე შესვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს. აჩქარების ზოლის არსებობისას მან უნდა ისარგებლოს ასეთი ზოლით. 3. ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას მძღოლი დროულად უნდა გადავიდეს ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს მოძრაობის შენელების ზოლზე, თუ ასეთი ზოლი არსებობს. 4. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება ავტომაგისტრალზე შესვლა. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულმა გაუმართავმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოვიდა, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თვითნაკეთ მოწყობილობაში იგულისხმება თოკი, მავთული და სხვა მსგავსი საშუალება. 5. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების გამოყენებისას ავტომაგისტრალს უთანაბრდება საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილი და 5.3 საგზაო ნიშნით აღნიშნული ის გზები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება. მუხლი 61. სასწავლო სვლა 1. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება“ მოიცავს ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს. 2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, 14 რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 3. სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორმასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი. 4. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები. 5. პირი, რომელიც სწავლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკულ მართვას, უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარზე არაუმეტეს 2 წლით უმცროსი. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება მოტოციკლზე, სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე. 7. მოტოციკლით, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანითა და სასოფლო-სამეურნეო მანქანით სასწავლო სვლა ნებადართულია მხოლოდ დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე.