„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ.103) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ოპერატიულ შტაბში შედიან საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად მოწვეული შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილი პირები, უმაღლესი საზღვაო განათლებისა და შორეული ნაოსნობის გემებზე მართვის დონეზე მუშაობის გამოცდილების მქონე საზღვაო სპეციალისტები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- -------, 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონში არსებული ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ შეცვლა, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი და ჰყავს არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 3 კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება: მუხლი 5. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი 1. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი ექვემდებარება საძიებო-სამაშველო კოორდინატორს და ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციასა და საძიებო-სამაშველო ოპერაციებს. 2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი ახორციელებს სადღეღამისო ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურს სპეციალური რადიოკავშირისა და ელექტრონული საშუალებებით, მორიგეობს რადიოეთერში და მონიტორინგს უწევს გემების მოხსენებათა სისტემაში მონაწილეობას. 3. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო რაიონში საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების, სხვა სახელმწიფოების, სანაოსნო კომპანიებისა და საზღვაო ნავსადგურების სამაშველო ძალების მონაწილეობით ახორციელებს ზღვაში მყოფი გემის, ადამიანისა და საფრენი აპარატის ძიებასა და შველას, აგრეთვე ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. 4. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას: ა) აგროვებს ინფორმაციას უბედური შემთხვევის შესახებ; ბ) შეიმუშავებს ძიების, შველისა და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმას; გ) ოპერაციაში მონაწილეებს აწვდის ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო და საძიებოსამაშველო საშუალებებს და კოორდინაციას უწევს მათ; დ) ადგენს გემის საძიებო-სამაშველო ზონის საზღვრებს; ე) უბედური შემთხვევის შესახებ აცნობებს გემთმფლობელს; ვ) უბედური შემთხვევის შესახებ აცნობებს იმ საძიებო-სამაშველო ცენტრებს, რომლებსაც შესაძლებელია დახმარებისათვის მიმართოს; ზ) დახმარებას სთხოვს გემის კაპიტნებს, სამაშველო ორგანიზაციებსა და ნავსადგურების ხელმძღვანელებს; თ) ახდენს ნებისმიერი სახის გემისა და საფრენი აპარატის მობილიზებას; ი) ნიშნავს ადგილზე მოქმედების კოორდინატორს, თუ საძიებო-სამაშველო ოპერაცია წარმოებს ნავსადგურის კაპიტნის პასუხისმგებლობის ზონის გარეთ. 5. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი შედგება ცენტრის უფროსის, მისი მოადგილის, მორიგე კოორდინატორის, მორიგე რადიოოპერატორისა და უფროსი მექანიკოსისაგან, აგრეთვე ტექნიკური პერსონალისაგან, ოპერატიული შტაბისა და ექსპერტთა ჯგუფისაგან. 6. ტექნიკური პერსონალი შედგება სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის საშტატო პერსონალის, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე 5 ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო და საძიებო-სამაშველო მოწყობილობათა მომსახურე ტექნიკური პერსონალისაგან. 7. ოპერატიულ შტაბში შედიან საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად მოწვეული შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილი პირები, უმაღლესი საზღვაო განათლებისა და შორეული ნაოსნობის გემებზე მართვის დონეზე მუშაობის გამოცდილების მქონე საზღვაო სპეციალისტები. 8. ექსპერტთა ჯგუფს შეადგენენ მოწვეული საზღვაო სპეციალისტები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ინჟინრები, ჰიდრომეტეოროლოგები, ექიმები, ქიმიკოსები, მეხანძრე-მაშველები, ჰიდროლოგები, ეკოლოგები და ა. შ.). 9. ოპერატიული შტაბის წევრები და ექსპერტთა ჯგუფი არ მიეკუთვნებიან სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის საშტატო პერსონალს.