„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2016
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/479/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-25
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინსპექტორის თანამდებობა შეუთავსებელია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან, საჯარო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.“. 2. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინსპექტორი ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ფიზიკურ პირებს მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი. --- ------- 2016 წ. № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონში არსებული ტერმინების „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლობითი ორგანო“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, ტერმინებით, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“ და „მუნიციპალიტეტის ორგანოებით“ შეცვლა, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოებია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლობითი ორგანო“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ორგანოებით“ და „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოთი“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ტერმინის „სახელმწიფო სამსახური“ კი შეიცვალა ტერმინით „საჯარო სამსახური“, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო, აგრეთვე სამსახურს მუნიციპალიტეტის ორგანოებში/მუნიციპალიტეტის ორგანოს დაქვემდებარებულ დაწესებულებაში. ამასთან დადგინდება, რომ ინსპექტორის თანამდებობა შეუთავსებელია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთანაც, ვინაიდან იგი ასევე წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას და ინსპექტორისათვის დაწესებული შეზღუდვა ასევე გავრცელდება აღნიშნულ თანამდებობაზე. 3 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 29. ინსპექტორის თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ინსპექტორის თანამდებობა შეუთავსებელია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 2. ინსპექტორი ვალდებულია არჩევიდან 1 თვის ვადაში შეწყვიტოს მის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა. თუ ინსპექტორი ამ ვადაში არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, მისი უფლებამოსილება ვადამდე წყდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ კანონით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ახალ კანდიდატურებს. მუხლი 33. ინსპექტორის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება 1. ინსპექტორი ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ფიზიკურ პირებს მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. 2. ინსპექტორი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.